მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კათოლიკოს-პატრიარქი - ზოგიერთებს თეოკრატია კლერიკალობაში ერევათ
კათოლიკოს-პატრიარქი - ზოგიერთებს თეოკრატია კლერიკალობაში ერევათ

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბით, ზო­გი­ერ­თებს თე­ოკ­რა­ტია კლე­რი­კა­ლო­ბა­ში ერე­ვათ. სი­ო­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძარ­ში წმინ­და ნი­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით წირ­ვა შეს­რულ­და.

ლი­ტურ­გი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მრევლს ტრა­დი­ცი­უ­ლი ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა და დღე­ვან­დე­ლი დღე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მი­უ­ლო­ცა. პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ხში­რად გვა­ვი­წყდე­ბა, რისი მფლო­ბე­ლე­ბი ვართ, რა მოგ­ვცა ღმერ­თმა, რას ვა­კე­თებთ და სად მივ­დი­ვართ.

უწ­მი­დე­სის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო წმინ­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ხა­ლე­ნი, უფ­ლის კვარ­თი.

"ღვთის დიდი სას­წა­უ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რია. წმინ­და ნი­ნომ იქა­და­ქა აქ და ამ მი­წა­ზე და­დი­ო­და", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ გვა­ვი­წყდე­ბა რო­გო­რი დიდი ფა­სე­უ­ლო­ბის მფლო­ბე­ლი ვართ, ეს არის ჩვე­ნი კულ­ტუ­რა, ის­ტო­რია ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­უ­რა­ცხყო­ფენ ჩვენ ხალ­ხს, ჩვენ მი­წას, ჩვენს კულ­ტუ­რას.

პატ­რი­არ­ქის თქმით, ბოლო დღე­ებ­ში ასე­თი რამ ის­მის - " არ გვინ­და თე­ოკ­რა­ტია". უწ­მი­დე­სის გან­ცხა­დე­ბით, ვინც ამას ამ­ბობს, არ იცის რაზე სა­უბ­რობს, რად­გან თე­ოკ­რა­ტია ღვთის ძა­ლას ნიშ­ნავს. პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ სხვა არის თე­ოკ­რა­ტია და სხვა არის კლე­რი­კა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კლე­რი­კა­ლო­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა­ში ყოფ­ნას ნიშ­ნავს, ეს კი არა­ვის არ უნდა.

"არის თე­ოკ­რა­ტია და არის კლე­რი­კა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ვერ გა­ურ­ჩე­ვი­ათ კლე­რი­კა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა და თე­ოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე რო­გორ უნდა ისა­უბ­რონ. კლე­რი­კა­ლო­ბა არა­ვის არ უნდა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი იყ­ვნენ სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლე­ბი. იმის მა­გივ­რად, რომ და­ვი­ჩო­ქოთ და ვემ­თხვი­ოთ, რომ წმინ­და წი­ნაპ­რე­ბის ოფ­ლი­თა და სის­ხლით არის გაჟ­ღენ­თი­ლი ჩვე­ნი მიწა, ზო­გი­ერ­თი ამ­ბობს, რომ ჩვენ არ გვინ­და თე­ოკ­რა­ტია. ჩვენ ღირ­სი არ ვართ, რომ ვახ­სე­ნოთ ეს სი­ტყვა, თე­ოკ­რა­ტია - ღმერ­თის ძა­ლას ნიშ­ნავს", – აღ­ნიშ­ნა უწ­მი­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა შეს­თხო­ვა უფალს, შეგ­ვინ­დოს შე­ცო­დე­ბა­ნი, შე­უნ­დოს მა­თაც რო­მელ­თაც და­კარ­გუ­ლი აქვთ რწმე­ნა, სიყ­ვა­რუ­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი გრძნო­ბე­ბი.

მსა­ხუ­რე­ბის დროს მრევლს სა­შუ­ლე­ბა ჰქონ­და წმინ­და ნი­ნოს ვა­ზის ჯვა­რი და წმინ­და სპი­რი­დონ ტრი­მი­ფუნ­ტე­ლის წმინ­და ნა­წი­ლი მო­ე­ლო­ცათ, რომ­ლე­ბიც სი­ონ­ში დღეს 22:00 სა­ა­თამ­დე იქ­ნე­ბა დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

კათოლიკოს-პატრიარქი - ზოგიერთებს თეოკრატია კლერიკალობაში ერევათ

კათოლიკოს-პატრიარქი - ზოგიერთებს თეოკრატია კლერიკალობაში ერევათ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ზოგიერთებს თეოკრატია კლერიკალობაში ერევათ. სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით წირვა შესრულდა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს მიულოცა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება, რისი მფლობელები ვართ, რა მოგვცა ღმერთმა, რას ვაკეთებთ და სად მივდივართ.

უწმიდესის თქმით, საქართველოში ჩამობრძანებული იყო წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი, უფლის კვართი.

"ღვთის დიდი სასწაულია, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. წმინდა ნინომ იქადაქა აქ და ამ მიწაზე დადიოდა", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ გვავიწყდება როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ, ეს არის ჩვენი კულტურა, ისტორია ჩვენი სარწმუნოება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფენ ჩვენ ხალხს, ჩვენ მიწას, ჩვენს კულტურას.

პატრიარქის თქმით, ბოლო დღეებში ასეთი რამ ისმის - ” არ გვინდა თეოკრატია”. უწმიდესის განცხადებით, ვინც ამას ამბობს, არ იცის რაზე საუბრობს, რადგან თეოკრატია ღვთის ძალას ნიშნავს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ სხვა არის თეოკრატია და სხვა არის კლერიკალური მმართველობა. მისივე განმარტებით, კლერიკალობა სასულიერო პირების სახელმწიფო მმართველობაში ყოფნას ნიშნავს, ეს კი არავის არ უნდა.

"არის თეოკრატია და არის კლერიკალური მმართველობა. იმ ადამიანებს, რომლებსაც ვერ გაურჩევიათ კლერიკალური მმართველობა და თეოკრატიული მმართველობა, საქართველოს მომავალზე როგორ უნდა ისაუბრონ. კლერიკალობა არავის არ უნდა, სასულიერო პირები იყვნენ სახელმწიფო მმართველები. იმის მაგივრად, რომ დავიჩოქოთ და ვემთხვიოთ, რომ წმინდა წინაპრების ოფლითა და სისხლით არის გაჟღენთილი ჩვენი მიწა, ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა თეოკრატია. ჩვენ ღირსი არ ვართ, რომ ვახსენოთ ეს სიტყვა, თეოკრატია - ღმერთის ძალას ნიშნავს", – აღნიშნა უწმიდესმა.

პატრიარქმა შესთხოვა უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი, შეუნდოს მათაც რომელთაც დაკარგული აქვთ რწმენა, სიყვარული და ადამიანური გრძნობები.

მსახურების დროს მრევლს საშულება ჰქონდა წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი მოელოცათ, რომლებიც სიონში დღეს 22:00 საათამდე იქნება დაბრძანებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია