ანა ნიკოლ სმიტის ქალიშვილმა მამინაცვლის მილიონები მიიღო

ანა ნიკოლ სმიტის ქალიშვილმა მამინაცვლის მილიონები მიიღო

მოსახიობისა და მოდელის, ანა ნიკოლ სმიტის შვიდი წლის ქალიშვილმა დენილინ ბირკჰედმა მილიარდერი მამინაცვლის, ჰოვარდ მარშალის მილიონები მიიღო.

მსახიობისა და მოდელის შვიდი წლის ქალიშვილს, ანა ნიკოლ სმიტ დენილინს ამჟამად ბიოლოგიური მამა, ფოტოგრაფი ლარი ბირკჰედი ზრდის. Playboy-ის ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ, ის 40 წლის მამის მეურვეობის ქვეშაა, რომელსაც დნმ-ის ჩაბარებაც კი მოუწია, რომ ბავშვის მამობა დაემტკიცებინა, რადგან გოგონას მამობაზე პრეტენზიას ერთდროულად რამდენიმე მამაკაცი აცხადებდა, რაც გარდაცვლილი ლამაზმანის თავისუფალ ცხოვრებას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არაა.

ამასთან, თავის დროზე ანა ნიკოლ სმიტმა გარდაცვლილი მილიარდერი მეუღლისგან მემკვიდრეობა ვერ მიიღო. ვარსკვლავი 2007 წელს ნარკოტიკების გადამეტებული დოზით გარდაიცვალა, მაგრამ ახლა, ექვსი წლის შემდეგ, ამერიკის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ანა ნიკოლის შვილს კომპენსაცია ეკუთვნის.

კალიფორნიის სასამართლომ გოგონას ნიკოლ სმიტის გერის, პირს მარშალის აქტივებიდან 49 მლნ დოლარი მიაკუთვნა, რომელმაც თავის დროზე სმიტს მემკვიდრეობის გამო სასამართლოში უჩივლა. ნიკოლ სმიტის გერი 2006 წელს გარდაიცვალა.

სასამართლოს ინფორმაციით, პირს მარშალმა სასამართლო გარჩევის დროს დედინაცვლის ადვოკატებს რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტები დაუმალა.

მოდელი მეუღლის ქონების მისაღებად 10 წელზე მეტ ხანს იბრძოდა. ნიკოლ სმიტის ქმარი 1995 წელს, მათი ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს