10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძე - "ჩემს იდე­ა­ლად მი­ვიჩ­ნევ­დი კონ­სტან­ტი­ნე სა­ვარ­სა­მი­ძეს, რო­მელ­მაც მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა, მაგ­რამ მა­ინც ქარ­თვე­ლად დარ­ჩა"

ოთარ ჭი­ლა­ძის ეს სტრი­ქო­ნე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მარს, პო­პუ­ლა­რულ ტე­ლე­წამ­ყვან ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძეს. ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მას კარ­გად იც­ნობს, მაგ­რამ ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცის, რომ ბე­ქა პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნეა და ერ­თნა­ი­რად უყ­ვარს რო­გორც კი­ნო, ასე­ვე მწერ­ლო­ბაც. ის დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით გვი­ამ­ბობს რჩე­ულ თხზუ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლებ­მაც მის აზ­როვ­ნე­ბა­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი კვა­ლი და­აჩ­ნი­ეს:

- წიგ­ნის ჭია არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ წიგ­ნი­სა და კი­ნოს სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­ში ერ­თდრო­უ­ლად იღ­ვი­ძებ­და და იზ­რდე­ბო­და. სა­ერ­თოდ, კარ­გი ლი­ტე­რა­ტუ­რა დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე, აზ­როვ­ნე­ბა­ზე. ეს ის სამ­ყა­რო­ა, რო­მელ­ზეც ხში­რად ოც­ნე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­კუ­თარ თავს მთა­ვარ გმი­რებ­თან აი­გი­ვე­ბენ, მათ ბა­ძა­ვენ და მათ­სა­ვით იქ­ცე­ვი­ან. ბავ­შვო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და იტა­ლი­უ­რი კულ­ტუ­რა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამ კულ­ტუ­რამ ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა. მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარ­ს, ი­ტა­ლი­ე­ლია - ალ­ბერ­ტო მო­რა­ვი­ა. რუ­სულ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­მაც დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე - დოს­ტო­ევ­სკი და ტოლ­სტოი ისეთ ასაკ­ში წა­ვი­კითხ­ე, რო­ცა ყვე­ლა­ფერს უფ­რო მძაფ­რად და მკა­ფი­ოდ აღიქ­ვამ. ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ფრან­გმა მწერ­ლებ­მაც დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს, ყვე­ლა­ზე მე­ტად კი - ონო­რე დე ბალ­ზაკ­მა.

- ქარ­თველ მწერ­ლებს შო­რის ვის გა­მო­არ­ჩევ­დით?

- ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სტი­ლით, მი­სი ენით. მე­რე კი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. პო­ე­ტე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ოთარ ჭი­ლა­ძე და პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი. სა­ო­ცა­რია ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლა, რო­მელ­მაც შეძ­ლო, უსუ­ლო საგ­ნე­ბიც კი გა­ე­ცოცხ­ლე­ბი­ნა და აე­ლა­პა­რა­კე­ბი­ნა. ბო­ლო ხანს კი თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გულ ლი­ტე­რა­ტუ­რას მი­ვე­ძა­ლე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ღრმა და სა­ინ­ტე­რე­სო­ა.

- დაგ­ვი­სახ­ელეთ წიგ­ნი ან თხზუ­ლე­ბა, რო­მელ­მაც გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე...

- ჩე­მი თა­ო­ბა ძი­რი­თა­დად სა­თავ­გა­და­სავ­ლო და შე­მეც­ნე­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რას კითხ­უ­ლობ­და. მეც სხვე­ბი­ვით მიყ­ვარ­და "გრა­ფი მონ­ტე კრის­ტო" და არ­თურ კო­ნან დო­ი­ლის დე­ტექ­ტი­ვე­ბი. მიყ­ვარ­და აგა­თა კრის­ტი, ედ­გარ ალან პო, მაგ­რამ წიგ­ნი, რო­მელ­მაც ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლად იმოქ­მე­და, იყო ალექ­სან­დრე დი­უ­მას "დე­დო­ფა­ლი მარ­გო". 13 თუ 14 წლი­სა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ეს რო­მა­ნი წა­ვი­კითხ­ე. ძა­ლი­ან მომ­წონ­და ლა მო­ლი, რო­მელ­საც ვბა­ძავ­დი კი­დეც. შემ­დეგ ამ წიგ­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მიც ვნა­ხე, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი იზა­ბელ აჯა­ნი მარ­გოს როლს ას­რუ­ლებს და ეს მსა­ხი­ო­ბიც შე­მიყ­ვარ­და.

- იდე­ა­ლუ­რი ქა­ლი ან მა­მა­კა­ცი პერ­სო­ნა­ჟი თუ გყო­ლი­ათ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც მარ­გო და არც ლა მო­ლი არ არი­ან იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ორი­ვე ძა­ლი­ან მომ­წონ­და. ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­ვი­კი­თხე კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­ო­ნი­სოს ღი­მი­ლი", რო­მელ­მაც ასე­ვე ღრმა კვა­ლი და­ტო­ვა ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე. ჩემს იდე­ა­ლად მი­ვიჩ­ნევ­დი კონ­სტან­ტი­ნე სა­ვარ­სა­მი­ძეს, რო­მელ­მაც მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა, ბევ­რი რამ ნა­ხა, მაგ­რამ მა­ინც ქარ­თვე­ლად დარ­ჩა და ნოს­ტალ­გია არ ას­ვე­ნებ­და. ახ­ლაც ჩა­მეს­მის სიტყ­ვე­ბი ამ რო­მა­ნი­დან - "ტაია შე­ლი­ა, ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­გზა­ზე შე­მო­მა­ღამ­და!" მე­რე უკ­ვე წა­ვი­კი­თხე ტოლ­სტო­ის "აღ­დგო­მა" და დი­მიტ­რი ნეხ­ლიუ­დო­ვი გახ­და გმი­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო ჩემ­თან. ალ­ბათ, გარ­და­ტე­ხის ასა­კის ბრა­ლიც იყო, რომ მებ­რძო­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი უფ­რო მომ­წონ­და. მე­რე იყო ბალ­ზა­კის "შაგ­რე­ნის ტყა­ვი", მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ალ­ბერ­ტო მო­რა­ვია წა­ვი­კი­თხე და მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით მო­ვი­ხიბ­ლე...

- ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ასაკ­თან ერ­თად გე­მოვ­ნე­ბაც იც­ვლე­ბა, ეთან­ხმე­ბით თუ არა მო­საზ­რე­ბას, რომ გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ?

- არ­სე­ბობს ყვი­თე­ლი, მდა­რე ხა­რის­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მელ­საც არ შე­იძ­ლე­ბა უწო­დო ლი­ტე­რა­ტუ­რა და არ­სე­ბობს უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნი­საც. და­ვა ალ­ბათ ყვე­ლა­ფერ­ზე შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ რა ქნას ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც მოს­წონს, მა­გა­ლი­თად, "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში"? თა­ნაც, ეს წიგ­ნი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ. ამ დროს ვი­ღა­ცას მოს­წონს ჯორჯ ორუ­ე­ლის "1984". მარ­თა­ლი­ა, ადა­მი­ა­ნებს იმის მი­ხედ­ვით ვერ და­ა­ხა­რის­ხებ, ვის რა მოს­წონს, მაგ­რამ მათ­ზე გარ­კვე­ულ წარ­მოდ­გე­ნას გიქ­მნის ის, რა­საც ისი­ნი კითხ­უ­ლო­ბენ. ვფიქ­რობ, გე­მოვ­ნე­ბა­ზე ყო­ველ­თვის დაო­ბენ, მო­მა­ვალ­შიც იდა­ვე­ბენ და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცა­ა. ზოგ­ჯერ იმა­საც მე­კითხ­ე­ბი­ან, თეთ­რი ლექ­სე­ბი უფ­რო გიყ­ვარს თუ რით­მი­ა­ნი­ო, ლექსს გა­აჩ­ნია - შე­იძ­ლე­ბა მო­მე­წო­ნოს ფე­დე­რი­კო გარ­სია ლორ­კას გა­რით­მუ­ლი და ემო­ცი­უ­რი ლექ­სიც და ­ჩარლზ ბუ­კოვ­სკის პო­ე­ზი­აც, სა­დაც ერთ რით­მა­საც ვე­რ ი­პო­ვი.

- პო­ე­ტის მე­ო­რე ნი­ჭი გულ­წრფე­ლო­ბა­ა­ო, უთ­ქვამთ. ეთან­ხმე­ბით ამ მო­საზ­რე­ბას?

- რა თქმა უნ­და. ჩე­მი მე­ო­რე პრო­ფე­სია მსა­ხი­ო­ბო­ბაა და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ თუ მსა­ხი­ო­ბი გულ­წრფე­ლი არ არის, მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლიც ნაკ­ლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი­ა. ასე­ვეა მწერ­ლო­ბაც - თუ რა­ღაც არ გან­გიც­დი­ა, ალ­ბათ, გა­გი­ჭირ­დე­ბა ამა­ზე წე­რა. თუმ­ცა, იყ­ვნენ ისე­თი მწერ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სულ არ ჰქონ­დათ ნა­ნა­ხი ესა თუ ის ქვე­ყა­ნა, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა, და წერ­დნენ ამე­რი­კა­ზე. შე­იძ­ლე­ბა არ იყო მკვლე­ლი, მაგ­რამ ითა­მა­შო მკვლე­ლის რო­ლი, ეს, ალ­ბათ, ნიჭ­სა და გარ­და­სახ­ვის უნარ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა გულ­წრფე­ლო­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს ჩვენ­ში ჭეშ­მა­რიტ, ხა­ლას ემო­ცი­ებს.

- დოს­ტო­ევ­სკის "და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლი" რომ წა­ვი­კითხ­ე, ვერ ვხვდე­ბო­დი, რა­ტომ მე­ცო­დე­ბო­და კა­ცი, რო­მელ­მაც უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ხუ­ცი მოკ­ლა...

- მხო­ლოდ ამ დო­ნის შე­მოქ­მედს შე­უძ­ლია დაგ­ვი­ხა­ტოს მკვლე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან გე­ზიზღ­ე­ბა, მე­რე კი გებ­რა­ლე­ბა კი­დეც. ამით ვლინ­დე­ბა სწო­რედ მწერ­ლის გულ­წრფე­ლო­ბაც და ნი­ჭიც.

- თუ გაქვთ სა­მა­გი­დო წიგ­ნი, რო­მელ­საც ხში­რად კითხ­უ­ლობთ და არა­სო­დეს გბეზ­რდე­ბათ?

- ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბიც ასაკ­თან ერ­თად იც­ვლე­ბო­და. უკა­ნას­კნელ ხანს ეს არის "ლა ვალ­ლე კა­მა­სუტ­რა" - ტო­ნი­ნო გუ­ე­რას ნო­ვე­ლე­ბის, მოთხ­რო­ბე­ბი­სა და ლექ­სე­ბის ერ­თ-ერ­თი ბო­ლო კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც თვი­თონ გუ­ე­რამ მა­ჩუ­ქა იტა­ლი­ა­ში. გუ­ე­რა უბ­რა­ლო, ადა­მი­ა­ნუ­რი ენით ხსნის და აცო­ცხ­ლებს რო­გორც ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბას, ასე­ვე ნივ­თებ­საც. სწო­რედ ეს არის ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნი, რო­მე­ლიც დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძე - "ჩემს იდე­ა­ლად მი­ვიჩ­ნევ­დი კონ­სტან­ტი­ნე სა­ვარ­სა­მი­ძეს, რო­მელ­მაც მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა, მაგ­რამ მა­ინც ქარ­თვე­ლად დარ­ჩა"

ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძე - "ჩემს იდე­ა­ლად მი­ვიჩ­ნევ­დი კონ­სტან­ტი­ნე სა­ვარ­სა­მი­ძეს, რო­მელ­მაც მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა, მაგ­რამ მა­ინც ქარ­თვე­ლად დარ­ჩა"

ოთარ ჭი­ლა­ძის ეს სტრი­ქო­ნე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მარს, პო­პუ­ლა­რულ ტე­ლე­წამ­ყვან ბე­ქა ელ­ბა­ქი­ძეს. ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მას კარ­გად იც­ნობს, მაგ­რამ ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცის, რომ ბე­ქა პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნეა და ერ­თნა­ი­რად უყ­ვარს რო­გორც კი­ნო, ასე­ვე მწერ­ლო­ბაც. ის დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით გვი­ამ­ბობს რჩე­ულ თხზუ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლებ­მაც მის აზ­როვ­ნე­ბა­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი კვა­ლი და­აჩ­ნი­ეს:

- წიგ­ნის ჭია არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ წიგ­ნი­სა და კი­ნოს სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­ში ერ­თდრო­უ­ლად იღ­ვი­ძებ­და და იზ­რდე­ბო­და. სა­ერ­თოდ, კარ­გი ლი­ტე­რა­ტუ­რა დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე, აზ­როვ­ნე­ბა­ზე. ეს ის სამ­ყა­რო­ა, რო­მელ­ზეც ხში­რად ოც­ნე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­კუ­თარ თავს მთა­ვარ გმი­რებ­თან აი­გი­ვე­ბენ, მათ ბა­ძა­ვენ და მათ­სა­ვით იქ­ცე­ვი­ან. ბავ­შვო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და იტა­ლი­უ­რი კულ­ტუ­რა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამ კულ­ტუ­რამ ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა. მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარ­ს, ი­ტა­ლი­ე­ლია - ალ­ბერ­ტო მო­რა­ვი­ა. რუ­სულ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­მაც დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე - დოს­ტო­ევ­სკი და ტოლ­სტოი ისეთ ასაკ­ში წა­ვი­კითხ­ე, რო­ცა ყვე­ლა­ფერს უფ­რო მძაფ­რად და მკა­ფი­ოდ აღიქ­ვამ. ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ფრან­გმა მწერ­ლებ­მაც დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს, ყვე­ლა­ზე მე­ტად კი - ონო­რე დე ბალ­ზაკ­მა.

- ქარ­თველ მწერ­ლებს შო­რის ვის გა­მო­არ­ჩევ­დით?

- ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სტი­ლით, მი­სი ენით. მე­რე კი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. პო­ე­ტე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ოთარ ჭი­ლა­ძე და პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი. სა­ო­ცა­რია ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლა, რო­მელ­მაც შეძ­ლო, უსუ­ლო საგ­ნე­ბიც კი გა­ე­ცოცხ­ლე­ბი­ნა და აე­ლა­პა­რა­კე­ბი­ნა. ბო­ლო ხანს კი თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გულ ლი­ტე­რა­ტუ­რას მი­ვე­ძა­ლე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ღრმა და სა­ინ­ტე­რე­სო­ა.

- დაგ­ვი­სახ­ელეთ წიგ­ნი ან თხზუ­ლე­ბა, რო­მელ­მაც გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე...

- ჩე­მი თა­ო­ბა ძი­რი­თა­დად სა­თავ­გა­და­სავ­ლო და შე­მეც­ნე­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რას კითხ­უ­ლობ­და. მეც სხვე­ბი­ვით მიყ­ვარ­და "გრა­ფი მონ­ტე კრის­ტო" და არ­თურ კო­ნან დო­ი­ლის დე­ტექ­ტი­ვე­ბი. მიყ­ვარ­და აგა­თა კრის­ტი, ედ­გარ ალან პო, მაგ­რამ წიგ­ნი, რო­მელ­მაც ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლად იმოქ­მე­და, იყო ალექ­სან­დრე დი­უ­მას "დე­დო­ფა­ლი მარ­გო". 13 თუ 14 წლი­სა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ეს რო­მა­ნი წა­ვი­კითხ­ე. ძა­ლი­ან მომ­წონ­და ლა მო­ლი, რო­მელ­საც ვბა­ძავ­დი კი­დეც. შემ­დეგ ამ წიგ­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მიც ვნა­ხე, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი იზა­ბელ აჯა­ნი მარ­გოს როლს ას­რუ­ლებს და ეს მსა­ხი­ო­ბიც შე­მიყ­ვარ­და.

- იდე­ა­ლუ­რი ქა­ლი ან მა­მა­კა­ცი პერ­სო­ნა­ჟი თუ გყო­ლი­ათ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც მარ­გო და არც ლა მო­ლი არ არი­ან იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ორი­ვე ძა­ლი­ან მომ­წონ­და. ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­ვი­კითხე კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­ო­ნი­სოს ღი­მი­ლი", რო­მელ­მაც ასე­ვე ღრმა კვა­ლი და­ტო­ვა ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე. ჩემს იდე­ა­ლად მი­ვიჩ­ნევ­დი კონ­სტან­ტი­ნე სა­ვარ­სა­მი­ძეს, რო­მელ­მაც მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა, ბევ­რი რამ ნა­ხა, მაგ­რამ მა­ინც ქარ­თვე­ლად დარ­ჩა და ნოს­ტალ­გია არ ას­ვე­ნებ­და. ახ­ლაც ჩა­მეს­მის სიტყ­ვე­ბი ამ რო­მა­ნი­დან - "ტაია შე­ლი­ა, ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­გზა­ზე შე­მო­მა­ღამ­და!" მე­რე უკ­ვე წა­ვი­კითხე ტოლ­სტო­ის "აღ­დგო­მა" და დი­მიტ­რი ნეხ­ლიუ­დო­ვი გახ­და გმი­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო ჩემ­თან. ალ­ბათ, გარ­და­ტე­ხის ასა­კის ბრა­ლიც იყო, რომ მებ­რძო­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი უფ­რო მომ­წონ­და. მე­რე იყო ბალ­ზა­კის "შაგ­რე­ნის ტყა­ვი", მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ალ­ბერ­ტო მო­რა­ვია წა­ვი­კითხე და მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით მო­ვი­ხიბ­ლე...

- ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ასაკ­თან ერ­თად გე­მოვ­ნე­ბაც იც­ვლე­ბა, ეთან­ხმე­ბით თუ არა მო­საზ­რე­ბას, რომ გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ?

- არ­სე­ბობს ყვი­თე­ლი, მდა­რე ხა­რის­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მელ­საც არ შე­იძ­ლე­ბა უწო­დო ლი­ტე­რა­ტუ­რა და არ­სე­ბობს უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნი­საც. და­ვა ალ­ბათ ყვე­ლა­ფერ­ზე შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ რა ქნას ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც მოს­წონს, მა­გა­ლი­თად, "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში"? თა­ნაც, ეს წიგ­ნი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ. ამ დროს ვი­ღა­ცას მოს­წონს ჯორჯ ორუ­ე­ლის "1984". მარ­თა­ლი­ა, ადა­მი­ა­ნებს იმის მი­ხედ­ვით ვერ და­ა­ხა­რის­ხებ, ვის რა მოს­წონს, მაგ­რამ მათ­ზე გარ­კვე­ულ წარ­მოდ­გე­ნას გიქ­მნის ის, რა­საც ისი­ნი კითხ­უ­ლო­ბენ. ვფიქ­რობ, გე­მოვ­ნე­ბა­ზე ყო­ველ­თვის დაო­ბენ, მო­მა­ვალ­შიც იდა­ვე­ბენ და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცა­ა. ზოგ­ჯერ იმა­საც მე­კითხ­ე­ბი­ან, თეთ­რი ლექ­სე­ბი უფ­რო გიყ­ვარს თუ რით­მი­ა­ნი­ო, ლექსს გა­აჩ­ნია - შე­იძ­ლე­ბა მო­მე­წო­ნოს ფე­დე­რი­კო გარ­სია ლორ­კას გა­რით­მუ­ლი და ემო­ცი­უ­რი ლექ­სიც და ­ჩარლზ ბუ­კოვ­სკის პო­ე­ზი­აც, სა­დაც ერთ რით­მა­საც ვე­რ ი­პო­ვი.

- პო­ე­ტის მე­ო­რე ნი­ჭი გულ­წრფე­ლო­ბა­ა­ო, უთ­ქვამთ. ეთან­ხმე­ბით ამ მო­საზ­რე­ბას?

- რა თქმა უნ­და. ჩე­მი მე­ო­რე პრო­ფე­სია მსა­ხი­ო­ბო­ბაა და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ თუ მსა­ხი­ო­ბი გულ­წრფე­ლი არ არის, მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლიც ნაკ­ლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი­ა. ასე­ვეა მწერ­ლო­ბაც - თუ რა­ღაც არ გან­გიც­დი­ა, ალ­ბათ, გა­გი­ჭირ­დე­ბა ამა­ზე წე­რა. თუმ­ცა, იყ­ვნენ ისე­თი მწერ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სულ არ ჰქონ­დათ ნა­ნა­ხი ესა თუ ის ქვე­ყა­ნა, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა, და წერ­დნენ ამე­რი­კა­ზე. შე­იძ­ლე­ბა არ იყო მკვლე­ლი, მაგ­რამ ითა­მა­შო მკვლე­ლის რო­ლი, ეს, ალ­ბათ, ნიჭ­სა და გარ­და­სახ­ვის უნარ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა გულ­წრფე­ლო­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს ჩვენ­ში ჭეშ­მა­რიტ, ხა­ლას ემო­ცი­ებს.

- დოს­ტო­ევ­სკის "და­ნა­შა­უ­ლი და სას­ჯე­ლი" რომ წა­ვი­კითხ­ე, ვერ ვხვდე­ბო­დი, რა­ტომ მე­ცო­დე­ბო­და კა­ცი, რო­მელ­მაც უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ხუ­ცი მოკ­ლა...

- მხო­ლოდ ამ დო­ნის შე­მოქ­მედს შე­უძ­ლია დაგ­ვი­ხა­ტოს მკვლე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან გე­ზიზღ­ე­ბა, მე­რე კი გებ­რა­ლე­ბა კი­დეც. ამით ვლინ­დე­ბა სწო­რედ მწერ­ლის გულ­წრფე­ლო­ბაც და ნი­ჭიც.

- თუ გაქვთ სა­მა­გი­დო წიგ­ნი, რო­მელ­საც ხში­რად კითხ­უ­ლობთ და არა­სო­დეს გბეზ­რდე­ბათ?

- ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბიც ასაკ­თან ერ­თად იც­ვლე­ბო­და. უკა­ნას­კნელ ხანს ეს არის "ლა ვალ­ლე კა­მა­სუტ­რა" - ტო­ნი­ნო გუ­ე­რას ნო­ვე­ლე­ბის, მოთხ­რო­ბე­ბი­სა და ლექ­სე­ბის ერ­თ-ერ­თი ბო­ლო კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც თვი­თონ გუ­ე­რამ მა­ჩუ­ქა იტა­ლი­ა­ში. გუ­ე­რა უბ­რა­ლო, ადა­მი­ა­ნუ­რი ენით ხსნის და აცოცხ­ლებს რო­გორც ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბას, ასე­ვე ნივ­თებ­საც. სწო­რედ ეს არის ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნი, რო­მე­ლიც დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს