პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედოფლისწყაროს გამგებელი: "ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება - მათ სოფელში მეჩეთი არ უნდათ"
დედოფლისწყაროს გამგებელი: "ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება - მათ სოფელში მეჩეთი არ უნდათ"

ქვე­მო ქარ­თლის მუფ­თი ჯე­მალ ადა­ძე და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ სამ­თა­წყა­რო­ში პა­რას­კე­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი ლოც­ვის შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­დი­ოდ­ნენ, სო­ფელ­ში არ შე­უშ­ვეს. რო­გორც ჯე­მალ ადა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სოფ­ლის შე­სას­ვლელ­ში მათ სამ­თა­წყა­როს რწმუ­ნე­ბუ­ლი, გულ­ნა­რა ნა­დი­რაშ­ვი­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან ერ­თად დახ­ვდა და სო­ფელ­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლა.

დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მუს­ლი­მებს ლოც­ვას არა­ვინ უკ­რძა­ლავს, რაც შე­ე­ხე­ბა მე­ჩე­თის გახ­სნას, ამის სურ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს და მათი სურ­ვი­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის­თვის კა­ნო­ნია. "სო­ფელ­მა გა­მო­ხა­ტა სა­კუ­თა­რი ნება. მო­სახ­ლე­ო­ბის ნება არის უზე­ნა­ე­სი, ისე­ვე, რო­გორც კა­ნო­ნი. ხალ­ხს რო­გორც უნდა, ისე იქ­ნე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ხალ­ხის ნე­ბაა, რომ არ გა­კეთ­დეს მუს­ლი­მუ­რი სამ­ლოც­ვე­ლო სახ­ლი, ან მე­ჩე­თი. რაც შე­ე­ხე­ბა ლოც­ვის სა­კითხს, იმ 3 ადა­მი­ანს, რო­მელ­საც აქვს ლოც­ვის სურ­ვი­ლი, ამის უფ­ლე­ბას არც დღეს უზღუ­და­ვენ", - აღ­ნიშ­ნა ში­ო­ლაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დედოფლისწყაროს გამგებელი: "ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება - მათ სოფელში მეჩეთი არ უნდათ"

დედოფლისწყაროს გამგებელი: "ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება - მათ სოფელში მეჩეთი არ უნდათ"

ქვემო ქართლის მუფთი ჯემალ ადაძე და მისი თანმხლები პირები, რომლებიც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესასრულებლად მიდიოდნენ, სოფელში არ შეუშვეს. როგორც ჯემალ ადაძემ აღნიშნა, სოფლის შესასვლელში მათ სამთაწყაროს რწმუნებული, გულნარა ნადირაშვილი თანასოფლელებთან ერთად დახვდა და სოფელში შესვლა აუკრძალა.

დედოფლისწყაროს მუნიცალიტეტის გამგებელი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ მუსლიმებს ლოცვას არავინ უკრძალავს, რაც შეეხება მეჩეთის გახსნას, ამის სურვილი მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს და მათი სურვილი თვითმმართველობისთვის კანონია. "სოფელმა გამოხატა საკუთარი ნება. მოსახლეობის ნება არის უზენაესი, ისევე, როგორც კანონი. ხალხს როგორც უნდა, ისე იქნება და ამ შემთხვევაში, ხალხის ნებაა, რომ არ გაკეთდეს მუსლიმური სამლოცველო სახლი, ან მეჩეთი. რაც შეეხება ლოცვის საკითხს, იმ 3 ადამიანს, რომელსაც აქვს ლოცვის სურვილი, ამის უფლებას არც დღეს უზღუდავენ", - აღნიშნა შიოლაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა