მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქსესუარების "ხამი" გიორგი ვარდოსანიძე და "მშვიდობის ხის" ნაყოფი
აქსესუარების "ხამი" გიორგი ვარდოსანიძე და "მშვიდობის ხის" ნაყოფი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე გა­რეგ­ნო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არას­დროს ზრუ­ნავს, გო­გო­ნე­ბის მხრი­დან უყუ­რა­დღე­ბო­ბას ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვის. მსა­ხი­ო­ბი ცოტა ხნის წინ, კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში - "კოქ­ტე­ი­ლი" გა­მოჩ­ნდა, სა­დაც მე­ქალ­თა­ნე ბი­ჭის როლს ას­რუ­ლებს...

ვარ­ცხნი­ლო­ბა და თმის ფერი

- ადრე გრძე­ლი თმა მქონ­და - რო­ლის გამო გა­ვი­ზარ­დე. ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად თავს მა­შინ ვგრძნობ, როცა თმა გა­და­პარ­სუ­ლი მაქვს, მაგ­რამ ახლა ისევ რო­ლის გამო, გრძე­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბის ტა­რე­ბა მო­მი­წევს. რომ არა ჩემი პრო­ფე­სია და სა­ჭი­რო­ე­ბა, არ გა­ვიზ­რდი­დი; მე­ზი­ზღე­ბა, დი­ლით ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულს თმა თვა­ლებ­ზე რომ მე­ფა­რე­ბა.

- გრძე­ლი თმა რო­მე­ლი რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად გჭირ­დე­ბა?

- დო­რი­ან გრე­ის. სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბას აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ვი­წყებთ. სა­სურ­ვე­ლია, ამ დრო­ის­თვის გრძე­ლი თმა მქონ­დეს.

- თმის ფე­რის შეც­ვლა­ზე თუ გი­ფიქ­რია?

- (იცი­ნის) არა, არ მი­ფიქ­რია და არც ვი­ფიქ­რებ. სპექ­ტაკ­ლის­თვის თუ დამ­ჭირ­და, ალ­ბათ, შე­ვი­ღე­ბავ კი­დეც, მაგ­რამ შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ბუ­ნებ­რივ ფერს და­ვიბ­რუ­ნებ.

- სა­ლონს ხში­რად სტუმ­რობ?

- ვინ­მემ სა­ლონ­ში თუ და­მი­ნა­ხა, შე­უძ­ლია, მო­ვი­დეს და ერ­თად ვი­ცი­ნოთ. სა­ლონს 3 თვე­ში ერთხელ თუ მი­ვა­კი­თხავ, როცა ვარ­ცხნი­ლო­ბის შეს­წო­რე­ბა მჭირ­დე­ბა.

სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- წვე­რის გა­პარსვა მე­ზა­რე­ბა. "რიჟა" წვე­რი მაქვს და მა­ნამ­დე არ ვი­პარ­სავ, ვიდ­რე წი­თე­ლი არ გახ­დე­ბა. მშრა­ლი კანი არ მაქვს, მაგ­რამ ზა­ფხულ­ში დედა კრემს მა­ინც მა­ს­მე­ვი­ნებს - არ გა­მო­გიშ­რე­სო. სი­მარ­თლე გი­თხრა, ესეც მე­ზი­ზღე­ბა.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- სულ ვვარ­ჯი­შობ. თუ ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე ვარ­ჯიშს ვერ ვა­ხერ­ხებ, ვცდი­ლობ, პრე­სი და "აჯი­მა­ნია" შინ მა­ინც გა­ვა­კე­თო. წონა "და­ვაგ­დე" და აღარც დი­ე­ტა მჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ, ბევ­რი ცო­მე­უ­ლი და ტკბი­ლე­უ­ლი არ ვჭა­მო. გვი­ან, ღა­მის 12 სა­ა­თის მერე, არა­ფერს მი­ვირ­თმევ.

- წო­ნა­ში რამ­დე­ნი კი­ლოგ­რა­მით და­ი­კე­ლი?

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში 20 კილო "და­ვაგ­დე". ისე, მსუ­ქა­ნი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ - მაქ­სი­მუმ, 97 კი­ლოს ვი­წო­ნი­დი. ახლა 80 კილო ვარ და ეს წონა "მი­ჭი­რავს".

- სპორ­ტით თუ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ამ­ჟა­მად - არა, მაგ­რამ ადრე ფეხ­ბურ­თსა და კა­რა­ტე­ზე დავ­დი­ო­დი.

სა­მო­სი

- შო­პინ­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს, რა­ღა­ცებს ვყი­დუ­ლობ, მაგ­რამ ბრენ­დებ­ზე არ ვფიქ­რობ. შავი ფერი მომ­წონს. "მო­ჩა­ჩულ" ტან­საც­მელ­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. ფეხ­საც­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის მომ­წონს. კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი მე­ზი­ზღე­ბა. ჩემს გარ­დე­რობ­ში კოს­ტი­უ­მებ­სა და პე­რან­გებს ვერ ნა­ხავთ. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შე­და­რე­ბით სო­ლი­დუ­რად ჩაც­მუ­ლი მივ­დი­ვარ. მა­გა­ლი­თად, როცა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი წვე­უ­ლე­ბის წამ­ყვა­ნი ვარ...

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და სამ­კა­უ­ლი

- ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც "გა­რეკ­ვა" მჭირს, სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბია - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ხამი" ვარ! ბეჭ­დე­ბი, მძი­ვე­ბი, ტყა­ვის სა­მა­ჯუ­რე­ბი და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს! მე­გობ­რე­ბი "და­რინ­დას" მე­ძა­ხი­ან, რად­გან სამ­კა­უ­ლე­ბით "აჩო­ჩხი­ლი" დავ­დი­ვარ; უამ­რა­ვი რა­ღაც მი­კე­თია: კი­სერ­ზე - მძი­ვე­ბი, მა­ჯა­ზე - სა­მა­ჯუ­რე­ბი. ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა ინ­დო­ე­თი­დან "მშვი­დო­ბის ხის" ნა­ყო­ფის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყელ­სა­ბა­მი ჩა­მო­მი­ტა­ნა, რო­მე­ლიც მუქი ყა­ვის­ფე­რი პა­ტარ-პა­ტა­რა რგო­ლე­ბის­გა­ნაა გა­კე­თე­ბუ­ლი. ჰოდა, ამ სამ­კა­ულს არა­სო­დეს ვიხ­სნი.

მზის სათ­ვა­ლე­ებ­ზე ვგიჟ­დე­ბი და ხან­და­ხან, ამის გა­მოც დამ­ცი­ნი­ან, რად­გან ზამ­თარ­შიც მი­კე­თია, ზოგ­ჯერ კი ღა­მი­თაც არ ვიხ­სნი. ე. წ. "ლე­ნო­ნე­ბი" ძა­ლი­ან მიყ­ვარს! გა­მორ­ჩე­უ­ლად ერთი, "რე­ი­ბა­ნე­ბის" სტი­ლის სათ­ვა­ლე მომ­წონს. ვცდი­ლობ, სულ ის მე­კე­თოს, რად­გან კომ­ფორ­ტუ­ლია!

საქ­მე

- თე­ატ­რი და გა­და­ღე­ბე­ბი - ამ­ჟა­მად, ამ 2 საქ­მით გახ­ლა­ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი... პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი­დან რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­მე­წყე­ბა, ივ­ლი­სის ბო­ლოს­თვის კი გას­ტრო­ლე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. ახ­ლა­ხან "კო­მე­დი არხზე" ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი სე­რი­ა­ლი - "კოქ­ტე­ი­ლი" და­ი­წყო, რო­მელ­შიც მე­ქალ­თა­ნე გოგ­სი­კას როლს ვას­რუ­ლებ. სი­მარ­თლე გი­თხრა, სა­ა­თებს ვით­ვლი­დი, რო­დის და­ი­წყე­ბო­და. მგო­ნი, კარ­გი გა­მო­ვა. ადრე "კო­მე­დი ჯგუფ­თან" შე­ხე­ბა არ მქო­ნია. მის წევ­რებ­ზე კარ­გის მეტი, არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია, ში­ნა­უ­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა. მსა­ხი­ო­ბე­ბის ჯგუფს რაც შე­ე­ხე­ბა, ქეთა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან ერ­თად ად­რეც მი­მუ­შა­ვია. ერ­თმა­ნეთს კარ­გად შე­ვე­წყვეთ.

ოჯა­ხი

- ოჯახ­ში სამ­ნი - მე, დედა და მამა ვართ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის ცოტა დრო მაქვს. ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო შინ გა­ვა­ტა­რო, რად­გან დედ-მამა ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მშობ­ლე­ბი მყავს. თუკი ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მეს­თვის მი­მიღ­წე­ვია, ეს მათი მხარ­და­ჭე­რი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით მომ­ხდა­რა.

- დე­დი­სერ­თა შვილს მშობ­ლე­ბი გა­ნე­ბივ­რებ­დნენ?

- დე­დი­სერ­თა კი ვარ, მაგ­რამ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვყო­ფილ­ვარ. მი­მაჩ­ნია, რომ მშობ­ლებ­მა სწო­რად აღ­მზარ­დეს. ცდი­ლობ­დნენ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მარ­თა­ლია, ბავ­შვო­ბის პე­რი­ოდ­ში მათ სი­ცო­ცხლე გა­ვუმ­წა­რე, მაგ­რამ დღეს ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან.

- ცელ­ქი იყა­ვი?

- ძა­ლი­ან! სულ და­ლე­წი­ლი ვი­ყა­ვი. "შრა­მე­ბი", მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი ჩემ­თვის უცხო ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. მშობ­ლებს 24-სა­ა­თი­ა­ნი სა­ნერ­ვი­უ­ლო ჰქონ­დათ, სულ სა­დღაც მე­ძებ­დნენ... ამ­ჟა­მად ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა, მთლი­ა­ნად საქ­მე­ზე ვარ "გა­დარ­თუ­ლი". სი­მარ­თლე გი­თხრა, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ჩემს ყუ­რა­დღე­ბას რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი იქ­ცე­ვენ. ადრე ვამ­ბობ­დი, - შავგვრე­მა­ნი, მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა გო­გო­ნე­ბი მომ­წონს-მეთ­ქი, მაგ­რამ ასე­თი გა­რეგ­ნო­ბის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არა­სო­დეს მყო­ლია...

ძაღ­ლი

- ჩემს ძაღლს ედუ­არ­დი ანუ ედი ჰქვია. ის 14 წლის წინ, ბა­ტონ­მა გივი სი­ხა­რუ­ლი­ძემ მა­ჩუ­ქა. იმ პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ძაღლს სა­ხე­ლი მისი პერ­სო­ნა­ჟის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ვარ­ქვი. ავია, სულ მკბენს. მე­ზი­ზღე­ბა, მაგ­რამ არ კვდე­ბა და რა ვი­ღო­ნო? ოჯა­ხის წევ­რებს ჩემ­ზე მე­ტად მგო­ნი, ის უყ­ვართ (იცი­ნის)!

გარ­თო­ბა

- ვცდი­ლობ, მე­გობ­რებს არ მოვ­წყდე: ჩვე­ნი გარ­თო­ბის სტი­ლი ბუ­ნე­ბა­ში "გა­ბო­დი­ა­ლე­ბას", სა­ნა­დი­როდ ან სა­თევ­ზა­ოდ წას­ვლას გუ­ლის­ხმობს. ხმა­უ­რი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი არ მიყ­ვარს. ქა­ლაქ­გა­რეთ ვერ­თო­ბი, თბი­ლის­ში - ვერა. მან­ქა­ნა­ში კა­რა­ვი და სა­ძი­ლე ტო­მა­რა სულ გდია. მე და ჩემს მე­გობ­რებს სა­დაც დაგ­ვი­ღამ­დე­ბა, იქ გვი­თენ­დე­ბა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

აქსესუარების "ხამი" გიორგი ვარდოსანიძე და "მშვიდობის ხის" ნაყოფი

აქსესუარების "ხამი" გიორგი ვარდოსანიძე და "მშვიდობის ხის" ნაყოფი

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე გარეგნობაზე განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავს, გოგონების მხრიდან უყურადღებობას ნამდვილად არ უჩივის. მსახიობი ცოტა ხნის წინ, კომედიურ სერიალში - "კოქტეილი" გამოჩნდა, სადაც მექალთანე ბიჭის როლს ასრულებს...

ვარცხნილობა და თმის ფერი

- ადრე გრძელი თმა მქონდა - როლის გამო გავიზარდე. ყველაზე კომფორტულად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა თმა გადაპარსული მაქვს, მაგრამ ახლა ისევ როლის გამო, გრძელი ვარცხნილობის ტარება მომიწევს. რომ არა ჩემი პროფესია და საჭიროება, არ გავიზრდიდი; მეზიზღება, დილით ახალგაღვიძებულს თმა თვალებზე რომ მეფარება.

- გრძელი თმა რომელი როლის შესასრულებლად გჭირდება?

- დორიან გრეის. სპექტაკლზე მუშაობას აგვისტოს ბოლოს ვიწყებთ. სასურველია, ამ დროისთვის გრძელი თმა მქონდეს.

- თმის ფერის შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- (იცინის) არა, არ მიფიქრია და არც ვიფიქრებ. სპექტაკლისთვის თუ დამჭირდა, ალბათ, შევიღებავ კიდეც, მაგრამ შემდეგ აუცილებლად ბუნებრივ ფერს დავიბრუნებ.

- სალონს ხშირად სტუმრობ?

- ვინმემ სალონში თუ დამინახა, შეუძლია, მოვიდეს და ერთად ვიცინოთ. სალონს 3 თვეში ერთხელ თუ მივაკითხავ, როცა ვარცხნილობის შესწორება მჭირდება.

სახის კანის მოვლა

- წვერის გაპარსვა მეზარება. "რიჟა" წვერი მაქვს და მანამდე არ ვიპარსავ, ვიდრე წითელი არ გახდება. მშრალი კანი არ მაქვს, მაგრამ ზაფხულში დედა კრემს მაინც მასმევინებს - არ გამოგიშრესო. სიმართლე გითხრა, ესეც მეზიზღება.

ვარჯიში და დიეტა

- სულ ვვარჯიშობ. თუ ტრენაჟორებზე ვარჯიშს ვერ ვახერხებ, ვცდილობ, პრესი და "აჯიმანია" შინ მაინც გავაკეთო. წონა "დავაგდე" და აღარც დიეტა მჭირდება. უბრალოდ, ვცდილობ, ბევრი ცომეული და ტკბილეული არ ვჭამო. გვიან, ღამის 12 საათის მერე, არაფერს მივირთმევ.

- წონაში რამდენი კილოგრამით დაიკელი?

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის პერიოდში 20 კილო "დავაგდე". ისე, მსუქანი არასდროს ვყოფილვარ - მაქსიმუმ, 97 კილოს ვიწონიდი. ახლა 80 კილო ვარ და ეს წონა "მიჭირავს".

- სპორტით თუ ხარ დაკავებული?

- ამჟამად - არა, მაგრამ ადრე ფეხბურთსა და კარატეზე დავდიოდი.

სამოსი

- შოპინგი ძალიან მიყვარს. თუ შესაძლებლობა მაქვს, რაღაცებს ვყიდულობ, მაგრამ ბრენდებზე არ ვფიქრობ. შავი ფერი მომწონს. "მოჩაჩულ" ტანსაცმელში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ფეხსაცმელიც თავისუფალი სტილის მომწონს. კლასიკური სამოსი მეზიზღება. ჩემს გარდერობში კოსტიუმებსა და პერანგებს ვერ ნახავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ადგილები, სადაც შედარებით სოლიდურად ჩაცმული მივდივარ. მაგალითად, როცა კორპორაციული წვეულების წამყვანი ვარ...

აქსესუარები და სამკაული

- ერთადერთი, რაზეც "გარეკვა" მჭირს, სამკაული და აქსესუარებია - ჩვეულებრივი "ხამი" ვარ! ბეჭდები, მძივები, ტყავის სამაჯურები და მსგავსი რაღაცები ძალიან მიყვარს! მეგობრები "დარინდას" მეძახიან, რადგან სამკაულებით "აჩოჩხილი" დავდივარ; უამრავი რაღაც მიკეთია: კისერზე - მძივები, მაჯაზე - სამაჯურები. ბავშვობის მეგობარმა ინდოეთიდან "მშვიდობის ხის" ნაყოფისგან დამზადებული ყელსაბამი ჩამომიტანა, რომელიც მუქი ყავისფერი პატარ-პატარა რგოლებისგანაა გაკეთებული. ჰოდა, ამ სამკაულს არასოდეს ვიხსნი.

მზის სათვალეებზე ვგიჟდები და ხანდახან, ამის გამოც დამცინიან, რადგან ზამთარშიც მიკეთია, ზოგჯერ კი ღამითაც არ ვიხსნი. ე. წ. "ლენონები" ძალიან მიყვარს! გამორჩეულად ერთი, "რეიბანების" სტილის სათვალე მომწონს. ვცდილობ, სულ ის მეკეთოს, რადგან კომფორტულია!

საქმე

- თეატრი და გადაღებები - ამჟამად, ამ 2 საქმით გახლავარ დაკავებული... პირველი ივნისიდან რეპეტიციები დამეწყება, ივლისის ბოლოსთვის კი გასტროლებისთვის ვემზადებით. ახლახან "კომედი არხზე" ახალი იუმორისტული სერიალი - "კოქტეილი" დაიწყო, რომელშიც მექალთანე გოგსიკას როლს ვასრულებ. სიმართლე გითხრა, საათებს ვითვლიდი, როდის დაიწყებოდა. მგონი, კარგი გამოვა. ადრე "კომედი ჯგუფთან" შეხება არ მქონია. მის წევრებზე კარგის მეტი, არაფრის თქმა არ შემიძლია, შინაურული სიტუაცია დამხვდა. მსახიობების ჯგუფს რაც შეეხება, ქეთა ლორთქიფანიძესთან ერთად ადრეც მიმუშავია. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ.

ოჯახი

- ოჯახში სამნი - მე, დედა და მამა ვართ. ჩვეულებრივი ქართული ოჯახი მაქვს. სამწუხაროდ, მშობლებთან ურთიერთობისთვის ცოტა დრო მაქვს. ვცდილობ, თავისუფალი დრო შინ გავატარო, რადგან დედ-მამა ძალიან მენატრება. არაჩვეულებრივი მშობლები მყავს. თუკი ცხოვრებაში რაიმესთვის მიმიღწევია, ეს მათი მხარდაჭერითა და სიყვარულით მომხდარა.

- დედისერთა შვილს მშობლები განებივრებდნენ?

- დედისერთა კი ვარ, მაგრამ განებივრებული ნამდვილად არ ვყოფილვარ. მიმაჩნია, რომ მშობლებმა სწორად აღმზარდეს. ცდილობდნენ, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. მართალია, ბავშვობის პერიოდში მათ სიცოცხლე გავუმწარე, მაგრამ დღეს ბედნიერები არიან.

- ცელქი იყავი?

- ძალიან! სულ დალეწილი ვიყავი. "შრამები", მოტეხილობები ჩემთვის უცხო ნამდვილად არ ყოფილა. მშობლებს 24-საათიანი სანერვიულო ჰქონდათ, სულ სადღაც მეძებდნენ... ამჟამად ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, მთლიანად საქმეზე ვარ "გადართული". სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, ჩემს ყურადღებას როგორი გოგონები იქცევენ. ადრე ვამბობდი, - შავგვრემანი, მწვანეთვალება გოგონები მომწონს-მეთქი, მაგრამ ასეთი გარეგნობის შეყვარებული არასოდეს მყოლია...

ძაღლი

- ჩემს ძაღლს ედუარდი ანუ ედი ჰქვია. ის 14 წლის წინ, ბატონმა გივი სიხარულიძემ მაჩუქა. იმ პერიოდში ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშით ვიყავი გატაცებული და ძაღლს სახელი მისი პერსონაჟის პატივსაცემად დავარქვი. ავია, სულ მკბენს. მეზიზღება, მაგრამ არ კვდება და რა ვიღონო? ოჯახის წევრებს ჩემზე მეტად მგონი, ის უყვართ (იცინის)!

გართობა

- ვცდილობ, მეგობრებს არ მოვწყდე: ჩვენი გართობის სტილი ბუნებაში "გაბოდიალებას", სანადიროდ ან სათევზაოდ წასვლას გულისხმობს. ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს. ქალაქგარეთ ვერთობი, თბილისში - ვერა. მანქანაში კარავი და საძილე ტომარა სულ გდია. მე და ჩემს მეგობრებს სადაც დაგვიღამდება, იქ გვითენდება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება