დიდი ბრიტანეთის მკვიდრმა ინტერნეტში ხელოვნური ფრჩხილი გაყიდა, რომელიც ლედი გაგას ერთ-ერთ კონცერტზე ეკეთა. იგი უცნობმა მყიდველმა 8,5 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძინა.
მარცხენა ხელის ნეკა თითის ოქროსფერი მძივებით გაფორმებული ხელოვნური, შავი ფრჩხილი მომღერალმა 2012 წელს დუბლინში კონცერტის დროს დაკარგა. ფრჩხილი სცენის ერთ-ერთმა თანამშრომელმა იპოვა.
გამყიდველმა ფრჩხილს ორი ფოტო დაურთო. დუბლინის კონცერტზე გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე ლედი გაგას ფრჩხილი აკლია. მეორე ფოტოზე კი ლედი გაგა კონცერტის წინა დღეს, ნიუ-იორკში საკუთარი სუნამოს ხაზის პრეზენტაციის დროსაა აღბეჭდილი.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.