მილანის სააპელაციო სასამართლომ ცნობილი დიზაინერები, დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა გადასახადებისთვის თავის არიდებაში ცნო დამნაშავედ. დასავლურ პრესაში წერენ, რომ ცნობილი დიზაინერები შესაძლოა 2 წლით დააპატიმრონ.
როგორც ძიებამ დაადგინა, დიზაინერების მარკით გამოშვებული პროდუქციის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრებოდა. შედეგად, იტალიის საგადასახადო სამსახურმა მილიარდი ევრო დაკარგა. დიზაინერები ბრალდებას უარყოფენ.
Dolce&Gabbana-ს ბრენდით მსოფლიო ვარსკვლავები იმოსებიან. მოდის სახლის მუდმივი კლიენტები არიან მომღერალი მადონა და სუპერმოდელი ნაომი კემპბელი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.