პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთიუ ბრაიზა: "სააკაშვილი შიშობდა, რომ მას მშიშარად ჩათვლიდნენ - ისტორიაში შევიდოდა, როგორც ლაჩარი"
მეთიუ ბრაიზა: "სააკაშვილი შიშობდა, რომ მას მშიშარად ჩათვლიდნენ - ისტორიაში შევიდოდა, როგორც ლაჩარი"

პო­ლო­ნუ­რი გა­ზე­თი "ვი­ბორ­ჩა" ამე­რი­კელ დიპ­ლო­მატ­თან, მე­თიუ ბრა­ი­ზას­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს ბრა­ი­ზას სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის პოს­ტი ეკა­ვა და უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი და ქარ­თულ-ოსუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცეს­ში. "ვი­ბორ­ჩას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­თიუ ბრა­ი­ზა სწო­რედ ომის ხე­ლახ­ლა გა­მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რობს.

"ომის დროს უკ­რა­ი­ნის, ლიტ­ვის, ლატ­ვი­ი­სა და ეს­ტო­ნე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის თბი­ლის­ში ვი­ზიტს უზარ­მა­ზა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ამ დრო­ის­თვის რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი უკვე შე­ჩე­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ. ისი­ნი პრე­ზი­დენტ ბუ­შის შთამ­ბეჭ­დავ­მა გა­მოს­ვლამ შე­ა­ჩე­რა" - აცხა­დებს ბრა­ი­ზა.

- ღირს კი დღეს აგ­ვის­ტოს ომის სა­კითხს და­ვუბ­რუნ­დეთ, მას სხვა­ნა­ი­რი თვა­ლით შევ­ხე­დოთ?

- ეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია, ასე რომ არ მიკ­ვირს, რომ ქარ­თვე­ლებს სურთ, კი­დევ ერთხელ გა­და­ხე­დონ ყვე­ლა­ფერს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, აქვს თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი ამ წა­მო­წყე­ბას, ეს უკვე სხვა სა­კი­თხია, რო­მელ­ზეც მე პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ.

- პრე­მი­ერ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­და­ნა­შა­უ­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლი ომის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში. თქვენ ამ მოვ­ლე­ნე­ბის უშუ­ა­ლო მოწ­მე იყა­ვით - არის თუ არა პრე­მი­ე­რის ბრალ­დე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი? პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მარ­თლაც სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­დად­გა?

- არა. სავ­სე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს რუ­სეთ­მა წა­მო­ა­გო პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლი. სწო­რედ რუ­სულ­მა მხა­რემ ის­რო­ლა პირ­ვე­ლად და და­ა­ვა­ლა ოსებს - ეს­რო­ლათ. სა­ქარ­თვე­ლო­მაც უპა­სუ­ხა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ღრმად შე­ტო­პა - რუ­სებს კი სწო­რედ ეს უნ­დო­დათ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის შეც­დო­მა მდგო­მა­რე­ობ­და იმა­ში, რომ მან არ და­უ­ჯე­რა მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც მას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ: თუ ფიქ­რობთ, რომ რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რას აპი­რე­ბენ, თავ­დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­კა­ვეთ, იმი­ტომ რომ თუ ეს მარ­თლა მოხ­დე­ბა, თქვენ რუ­სებს ვერ შე­ა­ჩე­რებთ. თუ მათ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ე­გე­ბით, ისი­ნი იტყვი­ან, რომ ეს თქვენ წა­მო­ი­წყეთ." სწო­რედ ასე მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი.

- რო­გორ მოხ­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა არ და­უ­ჯე­რა თა­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­კავ­ში­რე­ებს? 2008 წლის თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი, მა­ნამ­დე კი თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი ბუში ორ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მას არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­და. ის ფიქ­რობ­და, რომ თუ რუ­სულ პრო­ვო­კა­ცი­ას პა­სუხს არ გას­ცემ­და და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას არ და­ი­ცავ­და, მას მში­შა­რად ჩათ­ვლიდ­ნენ - ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­დო­და, რო­გორც ლა­ჩა­რი, ან რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც არ შე­ას­რუ­ლა სა­კუ­თა­რი ვალი. იმა­საც ვფიქ­რობ, რომ მას გა­რე­მოც­ვაც მცდარ რჩე­ვებს აძ­ლევ­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მეთიუ ბრაიზა: "სააკაშვილი შიშობდა, რომ მას მშიშარად ჩათვლიდნენ - ისტორიაში შევიდოდა, როგორც ლაჩარი"

მეთიუ ბრაიზა: "სააკაშვილი შიშობდა, რომ მას მშიშარად ჩათვლიდნენ - ისტორიაში შევიდოდა, როგორც ლაჩარი"

პოლონური გაზეთი "ვიბორჩა" ამერიკელ დიპლომატთან, მეთიუ ბრაიზასთან ინტერვიუს აქვეყნებს. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბრაიზას სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტი ეკავა და უშუალოდ მონაწილეობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დარეგულირების პროცესში. "ვიბორჩასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მეთიუ ბრაიზა სწორედ ომის ხელახლა გამოძიების საკითხზე საუბრობს.

"ომის დროს უკრაინის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პირველი პირების თბილისში ვიზიტს უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ამ დროისთვის რუსული ტანკები უკვე შეჩერებულნი იყვნენ. ისინი პრეზიდენტ ბუშის შთამბეჭდავმა გამოსვლამ შეაჩერა" - აცხადებს ბრაიზა.

- ღირს კი დღეს აგვისტოს ომის საკითხს დავუბრუნდეთ, მას სხვანაირი თვალით შევხედოთ?

- ეს საქართველოს ისტორიაში უკიდურესად მნიშვნელოვანი მომენტია, ასე რომ არ მიკვირს, რომ ქართველებს სურთ, კიდევ ერთხელ გადახედონ ყველაფერს. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა პოლიტიკური მოტივები ამ წამოწყებას, ეს უკვე სხვა საკითხია, რომელზეც მე პასუხს ვერ გაგცემთ.

- პრემიერმა ივანიშვილმა რამდენჯერმე დაადანაშაულა სააკაშვილი ომის პროვოცირებაში. თქვენ ამ მოვლენების უშუალო მოწმე იყავით - არის თუ არა პრემიერის ბრალდება საფუძვლიანი? პირველი ნაბიჯი მართლაც სააკაშვილმა გადადგა?

- არა. სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს რუსეთმა წამოაგო პროვოკაციაზე სააკაშვილი. სწორედ რუსულმა მხარემ ისროლა პირველად და დაავალა ოსებს - ესროლათ. საქართველომაც უპასუხა, მაგრამ ძალიან ღრმად შეტოპა - რუსებს კი სწორედ ეს უნდოდათ.

სააკაშვილის შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ მან არ დაუჯერა მეგობრებს, რომლებიც მას ეუბნებოდნენ: თუ ფიქრობთ, რომ რუსები საქართველოში შემოჭრას აპირებენ, თავდაცვითი პოზიციები დაიკავეთ, იმიტომ რომ თუ ეს მართლა მოხდება, თქვენ რუსებს ვერ შეაჩერებთ. თუ მათ პროვოკაციაზე წამოეგებით, ისინი იტყვიან, რომ ეს თქვენ წამოიწყეთ." სწორედ ასე მოხდა ყველაფერი.

- როგორ მოხდა, რომ პრეზიდენტმა არ დაუჯერა თავის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებს? 2008 წლის თბილისში ჩამოსული იყო სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, მანამდე კი თავად პრეზიდენტი ბუში ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში.

- სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ თუ რუსულ პროვოკაციას პასუხს არ გასცემდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ დაიცავდა, მას მშიშარად ჩათვლიდნენ - ისტორიაში შევიდოდა, როგორც ლაჩარი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელმაც არ შეასრულა საკუთარი ვალი. იმასაც ვფიქრობ, რომ მას გარემოცვაც მცდარ რჩევებს აძლევდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა