პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეში 5 ჭიქა ყავა ასუქებს
დღეში 5 ჭიქა ყავა ასუქებს

თუ ადა­მი­ა­ნი დღე­ში ხუთ ჭიქა ყა­ვას სვამს, თუნ­დაც კო­ფე­ი­ნის გა­რე­შე, მისი წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბის რის­კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. ამის შე­სა­ხებ და­სავ­ლეთ ავ­სტრა­ლი­ის სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და და­სავ­ლეთ ავ­სტრა­ლი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

მკვლე­ვა­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ დღე­ში ხუთი ჭიქა ყავა ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის გარ­შე­მო ე.წ. ვის­ცე­რა­ლუ­რი ცხი­მის (ცხი­მის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო სა­ხე­ო­ბა) მო­ცუ­ლო­ბას აორ­მა­გებს. ვის­ცე­რა­ლუ­რი ცხი­მი ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბას აფერ­ხებს და ისეთ პრო­ცე­სებს იწ­ვევს, რაც, თა­ვის მხრივ, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

ყა­ვის ნე­გა­ტი­ურ ეფექტს მეც­ნი­ე­რე­ბი მას­ში ქლო­რო­გე­ნის მჟა­ვის შემ­ცვე­ლო­ბას უკავ­ში­რე­ბენ. თუმ­ცა ზო­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბით ის ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სარ­გებ­ლოა - შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უშ­ლის.

ექ­სპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებ­ში მეც­ნი­ე­რე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თაგ­ვებს დღე­ში ხუთი ჭი­ქის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ყა­ვის ულუ­ფებს აძ­ლევ­დნენ. შე­დე­გად მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მათ ორ­ჯერ უფრო მეტი მო­ცუ­ლო­ბის ვის­ცე­რა­ლუ­რი ცხი­მი უვი­თარ­დე­ბო­დათ. კვლე­ვის ერთ-ერთი ავ­ტო­რის, კე­ვინ კროფ­ტის თქმით, ყა­ვის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ დღემ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის­მა კო­ლე­გებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბი­სას ის წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბა­სა იწ­ვევს.

ექ­სპე­რი­მენ­ტმა ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ გა­სუ­ქე­ბის გარ­და, საც­დელ მღრღნე­ლებს ინ­სუ­ლი­ნის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტი გა­უძ­ლი­ერ­დათ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია РБК-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

დღეში 5 ჭიქა ყავა ასუქებს

დღეში 5 ჭიქა ყავა ასუქებს

თუ ადამიანი დღეში ხუთ ჭიქა ყავას სვამს, თუნდაც კოფეინის გარეშე, მისი წონაში მომატების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის შესახებ დასავლეთ ავსტრალიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ხუთი ჭიქა ყავა შინაგანი ორგანოების გარშემო ე.წ. ვისცერალური ცხიმის (ცხიმის ყველაზე სახიფათო სახეობა) მოცულობას აორმაგებს. ვისცერალური ცხიმი შინაგანი ორგანოების მუშაობას აფერხებს და ისეთ პროცესებს იწვევს, რაც, თავის მხრივ, სერიოზული დაავადებების მიზეზი ხდება.

ყავის ნეგატიურ ეფექტს მეცნიერები მასში ქლოროგენის მჟავის შემცველობას უკავშირებენ. თუმცა ზომიერი რაოდენობით ის ორგანიზმისთვის სასარგებლოა - შაქრიანი დიაბეტის განვითარებას ხელს უშლის.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერები ლაბორატორიის თაგვებს დღეში ხუთი ჭიქის ექვივალენტი ყავის ულუფებს აძლევდნენ. შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათ ორჯერ უფრო მეტი მოცულობის ვისცერალური ცხიმი  უვითარდებოდათ. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, კევინ კროფტის თქმით, ყავის სასარგებლო თვისებების შესახებ დღემდე გავრცელებული ცნობების მიუხედავად, მისმა კოლეგებმა დაამტკიცეს, რომ ჭარბი რაოდენობით მიღებისას ის წონაში მომატებასა იწვევს.

ექსპერიმენტმა ასევე აჩვენა, რომ გასუქების გარდა, საცდელ მღრღნელებს ინსულინის მიმართ იმუნიტეტი გაუძლიერდათ.

მომზადებულია РБК-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს