სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფორბსი" - საქართველო ნატო-ს წევრობას უახლოვდება, ბიძინა ივანიშვილი კი კრემლის ჩანერგილი არ არის
 "ფორბსი" - საქართველო ნატო-ს წევრობას უახლოვდება, ბიძინა ივანიშვილი კი კრემლის ჩანერგილი არ არის

"სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რო­ბას უახ­ლოვ­დე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი კრემ­ლის ჩა­ნერ­გი­ლი არ არის", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა "ფორბსი" მარკ ადო­მა­ნი­სის სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ზე.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ბევ­რი გა­მოთ­ქვამ­და მო­საზ­რე­ბას, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მარ­ცხი "რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბა" იყო.

"ასე მა­გა­ლი­თად, "ვოლ სტრიტ ჯორ­ნა­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი ჯიმი კირ­ჩი­კი წერ­და, რომ "ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კვლა­ვაც მოს­კო­ვის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­აქ­ცევ­და"; "ვა­შინგტონ პოს­ტი" კი ივა­ნიშ­ვილს "სა­ქარ­თვე­ლო­ში ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კა­ცად" მო­ი­აზ­რებ­და, The Weekly Standard-ი კი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წერ­და, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და ად­გი­ლობ­რივ უმ­ცი­რე­სო­ბებს, შე­საძ­ლოა, უდი­დე­სი რეგ­რე­სი გა­ნე­ცა­დათ". ახლა კი, როცა არ­ჩევ­ნე­ბი­დან 7 თვე გა­ვი­და, საქ­მე სულ სხვაგ­ვა­რა­დაა. "პუ­ტი­ნის კაც­მა" ამას წი­ნათ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­მა­ვალ წელს სა­ქარ­თვე­ლო დიდი ნა­ბიჯს გა­დად­გამს ნატო-სკენ და ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას მი­ი­ღებს", - წერს მარკ ადო­მა­ნი­სი და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ცოტა ხნის წინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ცი­ტი­რებს, რო­დე­საც მან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მი­ღე­ბაა.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რთუ­ლი სა­კი­თხა­ვია, მი­ი­ღებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო MAP-ს 2014 წელს, რად­გან ეს სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სა­წყვე­ტი არ არის. თუმ­ცა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ იმას აკე­თებს, რა­საც მის­გან მო­ე­ლო­და: და­სავ­ლე­თის­კენ მი­ის­წრაფ­ვის.

"რა­ტომ გახ­და ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს მა­ლავ­და თა­ვის პრო­და­სავ­ლურ მიდ­რე­კი­ლე­ბებს, ასე­თი სა­ძულ­ვე­ლი ფი­გუ­რა ამე­რი­კის გარ­კვე­ულ სეგ­მენ­ტებს შო­რის? იმი­ტომ, რომ ის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც ერ­თობ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო თა­ვი­სი ან­ტი­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბით და პრო­ა­მე­რი­კუ­ლო­ბით. კი­დევ იმი­ტომ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ თავს რე­გი­ონ­ში ამე­რი­კის სან­დო პარტნი­ო­რად მი­იჩ­ნევ­და და სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას იმე­დოვ­ნებ­და. სწო­რედ ამი­ტომ ბევ­რი ვა­რა­უ­დობ­და, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ოპო­ნენ­ტი იყო, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ყვე­ლა­ფერ იმას, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი მხარს უჭერ­და", - აღ­ნიშ­ნავს "ფორბსის" კონ­ტრი­ბი­უ­ტო­რი.

თუმ­ცა, სა­ბა­ზი­სო დო­ნე­ზე, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - გან­სხვა­ვე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­სა და ივა­ნიშ­ვილს შო­რის ტაქ­ტი­კუ­რი იყო და არა – სტრა­ტე­გი­უ­ლი. სა­ა­კაშ­ვილ­საც და ივა­ნიშ­ვილ­საც ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­დო­დათ. გან­სხვა­ვე­ბა მათ შო­რის მხო­ლოდ ამ მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სად­მი მიდ­გო­მა იყო.

"უც­ნო­ბია რა მი­ზე­ზით, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფიქ­რობ­და, რომ თა­ვის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი ჩრდი­ლო­ე­ლი, ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის მქო­ნე მე­ზობ­ლის­გან სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზა ფეთ­ქე­ბა­დი და შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა იყო. ნაც­ვლად იმი­სა, რომ მშვი­დად ემუშ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის­გან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და მოს­კო­ვის ზე­წო­ლის­გან ქვეყ­ნის ეტა­პობ­რი­ვად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­გან, სა­ა­კაშ­ვილ­მა ერთ-ერთ გა­მოს­ვლა­ში თა­ვი­სი გან­ზრახ­ვე­ბი ასე ახ­სნა: "რუ­სებ­თან არა­ფე­რი გვე­საქ­მე­ბა, ჩვენ ახლა და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი ვართ". ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რთუ­ლი არ არის იმის მიხ­ვედ­რა, რა­ტომ გა­ნი­ცა­და მის­მა "გეგ­მამ" კრა­ხი", - წერს "ფორბსის კონ­ტრი­ბი­უ­ტო­რი.

რო­გორც მარკ ადო­მა­ნი­სი აღ­ნიშ­ნავს, გან­სხვა­ვე­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან, ივა­ნიშ­ვი­ლი მშვიდ და წი­ნა­და­ხე­დულ თა­მაშს თა­მა­შობს და შეგ­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობს რუ­სეთ­თან და­ძა­ბუ­ლო­ბა კი არ გა­ამ­წვა­ვოს, არა­მედ მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­როს.

"ის კვლა­ვაც ერ­თგუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სა და ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით წაყ­ვა­ნის და რად­გა­ნაც ის ამ მიზ­ნებს ას­რუ­ლებს, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხარს უჭერს მას", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც მარკ ადო­მა­ნი­სი წერს, რამ­დე­ნა­დაც სა­ქარ­თვე­ლო უფრო და უფრო უახ­ლოვ­დე­ბა ნატო-ს წევ­რო­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კი­დევ ერთხელ გა­ვიხ­სე­ნოთ ყვე­ლა ის ის­ტე­რი­უ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით იყო არ­ჩევ­ნე­ბის დროს და ის თავ­დას­ხმე­ბი მის რე­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ვა­და­როთ.

"შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ჩა­ვარ­დეს ივა­ნიშ­ვი­ლის გეგ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­თის­კენ წაყ­ვა­ნის? - დიახ, ეს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან მოს­კო­ვი თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი შეხ­ვდე­ბა ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას და რა­ი­მე რა­დი­კა­ლურს მო­ი­მოქ­მე­დებს. მაგ­რამ თუ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ჩა­ვარ­დე­ბა, ეს იმი­ტომ არ მოხ­დე­ბა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­ტი­ნის კა­ცია", არა­მედ მო­ცე­მუ­ლი ამო­ცა­ნის სირ­თუ­ლი­დან და კომ­პლექ­სუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - წერს "ფორბსის" კონ­ტრი­ბი­უ­ტო­რი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Forbes-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ფორბსი" - საქართველო ნატო-ს წევრობას უახლოვდება, ბიძინა ივანიშვილი კი კრემლის ჩანერგილი არ არის

 "ფორბსი" - საქართველო ნატო-ს წევრობას უახლოვდება, ბიძინა ივანიშვილი კი კრემლის ჩანერგილი არ არის

"საქართველო ნატო-ს წევრობას უახლოვდება, ბიძინა ივანიშვილი კი კრემლის ჩანერგილი არ არის", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა "ფორბსი" მარკ ადომანისის სტატიას საქართველოზე.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში გამართულ 2012 წლის არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებისა და მიხეილ სააკაშვილის დამარცხების შემდეგ, ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სააკაშვილის მარცხი "რუსეთის გამარჯვება" იყო.

"ასე მაგალითად, "ვოლ სტრიტ ჯორნალის" ჟურნალისტი ჯიმი კირჩიკი წერდა, რომ "ივანიშვილი საქართველოს კვლავაც მოსკოვის გავლენის ქვეშ მოაქცევდა"; "ვაშინგტონ პოსტი" კი ივანიშვილს "საქართველოში ვლადიმერ პუტინის კაცად" მოიაზრებდა, The Weekly Standard-ი კი არჩევნებამდე წერდა, რომ ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, "საქართველოს დემოკრატიასა და ადგილობრივ უმცირესობებს, შესაძლოა, უდიდესი რეგრესი განეცადათ". ახლა კი, როცა არჩევნებიდან 7 თვე გავიდა, საქმე სულ სხვაგვარადაა. "პუტინის კაცმა" ამას წინათ განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველო დიდი ნაბიჯს გადადგამს ნატო-სკენ და ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებს", - წერს მარკ ადომანისი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას ციტირებს, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი მიზანი ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებაა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რთული საკითხავია, მიიღებს თუ არა საქართველო MAP-ს 2014 წელს, რადგან ეს საკითხი საქართველოს გადასაწყვეტი არ არის. თუმცა, ქართული საზოგადოების მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლება სწორედ იმას აკეთებს, რასაც მისგან მოელოდა: დასავლეთისკენ მიისწრაფვის.

"რატომ გახდა ივანიშვილი, რომელიც არასოდეს მალავდა თავის პროდასავლურ მიდრეკილებებს, ასეთი საძულველი ფიგურა ამერიკის გარკვეულ სეგმენტებს შორის? იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგებოდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ერთობ პოპულარული იყო თავისი ანტირუსული პოზიციებით და პროამერიკულობით. კიდევ იმიტომ, რომ სააკაშვილი საკუთარ თავს რეგიონში ამერიკის სანდო პარტნიორად მიიჩნევდა და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას იმედოვნებდა. სწორედ ამიტომ ბევრი ვარაუდობდა, რომ ივანიშვილი, რომელიც სააკაშვილის ოპონენტი იყო, ეწინააღმდეგებოდა ყველაფერ იმას, რასაც სააკაშვილი მხარს უჭერდა", - აღნიშნავს "ფორბსის" კონტრიბიუტორი.

თუმცა, საბაზისო დონეზე, - წერს სტატიის ავტორი, - განსხვავება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტაქტიკური იყო და არა – სტრატეგიული. სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა და საქართველოს რუსეთის გავლენისგან გათავისუფლება უნდოდათ. განსხვავება მათ შორის მხოლოდ ამ მიზნების განხორციელებისადმი მიდგომა იყო.

"უცნობია რა მიზეზით, მაგრამ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ თავის დაუძინებელი ჩრდილოელი, ბირთვული შეიარაღების მქონე მეზობლისგან საქართველოს გათავისუფლების საუკეთესო გზა ფეთქებადი და შურისმაძიებელი ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება იყო. ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად ემუშვა საქართველოს რუსეთისგან დამოკიდებულების შემცირებასა და მოსკოვის ზეწოლისგან ქვეყნის ეტაპობრივად გათავისუფლებისგან, სააკაშვილმა ერთ-ერთ გამოსვლაში თავისი განზრახვები ასე ახსნა: "რუსებთან არაფერი გვესაქმება, ჩვენ ახლა დასავლეთის ნაწილი ვართ". ამ განცხადების შემდეგ, რთული არ არის იმის მიხვედრა, რატომ განიცადა მისმა "გეგმამ" კრახი", - წერს "ფორბსის კონტრიბიუტორი.

როგორც მარკ ადომანისი აღნიშნავს, განსხვავებით სააკაშვილისგან, ივანიშვილი მშვიდ და წინადახედულ თამაშს თამაშობს და შეგნებულად ცდილობს რუსეთთან დაძაბულობა კი არ გაამწვავოს, არამედ მინიმუმამდე შეამციროს.

"ის კვლავაც ერთგულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით წაყვანის და რადგანაც ის ამ მიზნებს ასრულებს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს მას", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

როგორც მარკ ადომანისი წერს, რამდენადაც საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ყველა ის ისტერიული ბრალდებები, რომელიც ივანიშვილის მისამართით იყო არჩევნების დროს და ის თავდასხმები მის რეალურ საქმიანობას შევადაროთ.

"შესაძლებელია თუ არა ჩავარდეს ივანიშვილის გეგმა საქართველოს დასავლეთისკენ წაყვანის? - დიახ, ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან მოსკოვი თავზარდაცემული შეხვდება ნატო-ს გაფართოების პერსპექტივას და რაიმე რადიკალურს მოიმოქმედებს. მაგრამ თუ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ჩავარდება, ეს იმიტომ არ მოხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი "საქართველოში პუტინის კაცია", არამედ მოცემული ამოცანის სირთულიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე", - წერს "ფორბსის" კონტრიბიუტორი.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა