პარტნიორები:

    პროკურატურა როენა ხუცურაულთან საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

    პროკურატურა როენა ხუცურაულთან საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

    პროკურატურა სასტუმრო "შემოიხედეს" მფლობელ როენა ხუცურაულთან საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. მთავარ პროკურატურაში ინფორმაციის გადამოწმება ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა ცნობილია, რომ სასამართლო პროცესი დღეისთვის არის ჩანიშნული.

    ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კახა შოთაძემ "პალიტრა TV"-ს განუცხადა, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე გამოძიება 2013 წლის 4 იანვარს დაიწყო.

    მისივე თქმით, ჩატარებული გამოძიების შედეგად 2013 წლის 15 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა სასტუმრო "შემოიხედეს" მეპატრონეს როენა ხუცურაულს, რომლის კუთვნილი სასტუმრო თბილისში, ქერჩის ქუჩა #6-ში მდებარეობდა.

    როგორც შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, მოწმის სახით დაიკითხნენ სასტუმროში მომუშავე ქალბატონებიც. კახა შოთაძის განმარტებით, აღნიშნული დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების 2-დან 4 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

    ამასთან, არსებული ინფორმაციით, ხუცურაულს აღმკვეთი ღონიძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.

    იხილეთ ვიდეო

    "ინტერპრესნიუსი"

    დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

    "სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

    პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ