საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხინვალი დიცთან მავთულხლართების აღებას არ აპირებს
ცხინვალი დიცთან მავთულხლართების აღებას არ აპირებს

ერგნეთ­ში, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ფარ­გლებ­ში სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იტყო­ბი­ნე­ბა, შეხ­ვედ­რა­ზე ქარ­თუ­ლი მხა­რე აპი­რებს, მწვა­ვედ და­ა­ყე­ნოს ბოლო 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დიც­სა და დვან­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით სუ­ჯაშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ შეხ­ვედ­რა კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი იქ­ნე­ბა და შე­დეგს გა­მო­ი­ღებს.

ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის, კახა ქე­მოკ­ლი­ძის თქმით, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რას პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ქარ­თუ­ლი მხა­რე არა­მარ­ტო ახ­ლად­გად­მო­წე­უ­ლი სა­ზღვრე­ბის, არა­მედ მთლი­ა­ნად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის პე­რი­მეტრზე გაბ­მუ­ლი მავ­თულხლარ­თე­ბის სრულ დე­მონ­ტაჟს მო­ი­თხოვს.

დღეს­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ოსურ­მა მხა­რემ ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გუ­შინ, სო­ფელ ნი­ქო­ზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან თვე­ე­ბის წინ გა­ტა­ცე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო-სატ­რა­ნას­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა გად­მოს­ცა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოსურ მხა­რეს, მათი წარ­მო­მად­გენ­ლის, ხოხ გაგ­ლო­ი­თის გან­ცხა­დე­ბით, ოსუ­რი მხა­რე სა­ზღვრის სა­დე­მარ­კა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ზღვრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახორ­ცი­ე­ლებს. რო­გორც მან შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე აღ­ნიშ­ნა, ამ მხრივ რა­ი­მე ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, მე­სა­ზღვრე­ე­ბი ამ სა­მუ­შა­ო­ებს ყო­ფი­ლი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის რუ­კის მი­ხედ­ვით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ცხინვალი დიცთან მავთულხლართების აღებას არ აპირებს

ცხინვალი დიცთან მავთულხლართების აღებას არ აპირებს

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, შეხვედრაზე ქართული მხარე აპირებს, მწვავედ დააყენოს ბოლო 1 კვირის განმავლობაში დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი იმედოვნებს, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იქნება და შედეგს გამოიღებს.

ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლის, კახა ქემოკლიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ქართული მხარე არამარტო ახლადგადმოწეული საზღვრების, არამედ მთლიანად ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე გაბმული მავთულხლართების სრულ დემონტაჟს მოითხოვს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს გუშინ, სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან თვეების წინ გატაცებული სამშენებლო-სატრანასპორტო საშუალება გადმოსცა.

რაც შეეხება ოსურ მხარეს, მათი წარმომადგენლის, ხოხ გაგლოითის განცხადებით, ოსური მხარე საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს სამხრეთ ოსეთის საზღვრის ტერიტორიაზე ახორციელებს. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, ამ მხრივ რაიმე ცვლილებები არ იგეგმება.

მისივე თქმით, მესაზღვრეები ამ სამუშაოებს ყოფილი ავტონომიური ოლქის რუკის მიხედვით ახორციელებენ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?