გერმანიაში მცხოვრები მამაკაცი ექიმებთან გაუსაძლისმა თავის ტკივილებმა მიიყვანა. გარდა ამისა, მას ცალ თვალში მხედველობა დააკლდა და ქრონიკული სურდო აწუხებდა. გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს თავში ფანქარი ჰქონდა. ამის შესახებ CBS News-ი იტყობინება.
გერმანელი ექიმების თქმით, პაციენტმა თავში ჩარჩენილი ფანქრით 15 წელი იცხოვრა. 10 სანტიმეტრიანი ფანქარი მარჯვენა თვალის ბუდის თავზე იყო მოთავსებული, რის გამოც მამაკაცს მხედველობა დაუქვეითდა.
მამაკაცმა ექიმებს განუცხადა, რომ ვერ იხსენებს როგორ მოხვდა მის თავში უცხო სხეული, თუმცა ახსოვს, რომ ბავშვობაში უხერხულად დაეცა. ექიმებმა ქირურგული ჩარევით მისი თავიდან ფანქარი ამოიღეს, რის შემდეგაც პაციენტმა გამოჯანმრთელება დაიწყო.
მომზადებულია news.am-ს მიხედვით.