პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ვარძელაშვილს პირობითი პატიმრობა შეეფარდა
ვლადიმერ ვარძელაშვილს პირობითი პატიმრობა შეეფარდა

შიდა ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლის სახ­ლში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე, რომ­ლის შე­დე­გად დევი სი­რა­ძე და­ი­ღუ­პა, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ საქ­მის გან­ხილ­ვა და­ას­რუ­ლა. ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე მყოფ პი­რებს, მათ შო­რის ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბის მხა­რეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით, პი­რო­ბი­თი პა­ტიმ­რო­ბა და ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. დევი სი­რა­ძის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ფაქ­ტზე - სამი პირი იყო ბრალ­დე­ბუ­ლი - ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ბი­ჭაშ­ვი­ლი და ზვი­ად ქავ­თა­რა­ძე.

ვახ­ტანგ ბი­ჭაშ­ვილს ბრა­ლად და­ე­დო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­სა­ღე­ბა. ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვილს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვის­თვის, ხოლო ზვი­ად ქავ­თა­რა­ძეს - გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის­თვის.

სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2013 წლის 21 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, გვი­ან ღა­მით ზვი­ად ქავ­თა­რა­ძემ, რო­მე­ლიც სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ამ უკა­ნას­კნე­ლის არა­მარ­თლზო­მი­ერ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი "ტტ" სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ამა­ვე ბი­ნა­ში სტუმ­რად მყოფ დევი სი­რა­ძეს, რის შე­დე­გა­დაც იგი გარ­და­იც­ვა­ლა.

ღია სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა სრუ­ლად აღი­ა­რეს და მო­ი­ნა­ნი­ეს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, გარ­და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი­სა მათ მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა და­დას­ტუ­რე­ბულ იქნა მოწ­მე­თა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის ჩვე­ნე­ბე­ბით, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ბა­ლის­ტი­კუ­რი, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი­თა და საქ­მე­ში არ­სე­ბულ სხვა უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით. სა­სა­მარ­თლომ ვახ­ტანგ ბი­ჭაშ­ვი­ლის მი­მართ და­ამ­ტკი­ცა მხა­რე­ებს შო­რის მიღ­წე­უ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ბი­ჭაშ­ვილს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 3 წლით, რაც ჩა­ეთ­ვა­ლა პი­რო­ბი­თად 4 წლის გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით. მას­ვე, და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით და­ე­კის­რა ჯა­რი­მა - 6000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის, ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი­სა და ზვი­ად ქავ­თა­რა­ძის მი­მართ საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის შე­დე­გად სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა, კერ­ძოდ, ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვილს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 თვის ვა­დით, რაც ჩა­ეთ­ვა­ლა პი­რო­ბი­თად 1 წლი­სა და 6 თვის გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით, მას­ვე და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით და­ე­კის­რა ჯა­რი­მა - 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ხოლო ზვი­ად ქავ­თა­რა­ძეს შე­ე­ფარ­და 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რაც ჩა­ეთ­ვა­ლა პი­რო­ბი­თად 3 წლის გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით და ჯა­რი­მა 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

აღ­ნი­შუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ვლადიმერ ვარძელაშვილს პირობითი პატიმრობა შეეფარდა

ვლადიმერ ვარძელაშვილს პირობითი პატიმრობა შეეფარდა

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის ვლადიმერ ვარძელაშვილის სახლში მომხდარ ინციდენტზე, რომლის შედეგად დევი სირაძე დაიღუპა, საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა. ინციდენტის ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ვლადიმერ ვარძელაშვილს ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებით, პირობითი პატიმრობა და ჯარიმა დაეკისრათ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. დევი სირაძის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე - სამი პირი იყო ბრალდებული - ვლადიმერ ვარძელაშვილი, ვახტანგ ბიჭაშვილი და ზვიად ქავთარაძე.

ვახტანგ ბიჭაშვილს ბრალად დაედო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება. ვლადიმერ ვარძელაშვილს ბრალი წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის, ხოლო ზვიად ქავთარაძეს - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის.

სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, 2013 წლის 21 თებერვალს, თბილისში, გვიან ღამით ზვიად ქავთარაძემ, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელის არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული "ტტ" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა ამავე ბინაში სტუმრად მყოფ დევი სირაძეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულებმა სრულად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, გარდა აღიარებითი ჩვენებებისა მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა მოწმეთა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებებით, ბიოლოგიური, ბალისტიკური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლომ ვახტანგ ბიჭაშვილის მიმართ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბიჭაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულების, ვლადიმერ ვარძელაშვილისა და ზვიად ქავთარაძის მიმართ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, კერძოდ, ვლადიმერ ვარძელაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. ხოლო ზვიად ქავთარაძეს შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.

აღნიშული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ