გამართლებულად მიიჩნევენ თუ არა გეიაღლუმის მოწყობას ცნობილი ადამიანები

გამართლებულად მიიჩნევენ თუ არა გეიაღლუმის მოწყობას ცნობილი ადამიანები

17 მაისის აქციის შემდეგ აქტუალური გახდა საქართველოში ლგბტ პირების უფლებების დაცვა. საზოგადოების ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო მათდამი გამოვლენილი აგრესიისა და ძალადობის წინააღმდეგ. დოკუმენტზე ხელმომწერთა რაოდენობა ძალიან მალე გადასცდა 10 ათასს. არის საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ჩვენ 17 მაისს ლგბტ პირების დარბევის ინიციატორებად ვიხილეთ და არ უნდა დაგვავიწდეს მესამე ნაწილიც, ის ადამიანები, რომლებიც არც ძალადობას მიესალმებიან და, მეორე მხრივ, არც ლგბტ პირების მხრიდან პროპაგანდას.

შეგახსენებთ, რომ ლგბტ იშიფრება როგორც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა 17 მაისის აქცია გეიაღლუმად მონათლა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლდათ გეიაღლუმი, ლგბტ პირების გარდა, აქციაზე შეიკრიბნენ მათი უფლებების დამცველები, მათი შეკრების მიზანი კი ჰომოფობიის გაპროტესტება გახლდათ.

მცირე რამ ლგბტ საზოგადოების ისტორიიდან - თავად ეს საზოგადოება თავის გამოსვლებს ყველაზე ხშირად "სიამაყის მარშს" უწოდებს, როდესაც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და საკუთარი უფლებების დაცვის, ასევე ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების მოთხოვნით ქუჩაში გამოდიან. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 17 წელიწადია, ყველაზე დიდი "სიამაყის მარში" ბრაზილიაში, კერძოდ, სან-პაულოში იმართება. 2006 წელს ზემოხსენებულ ღონისძიებაზე 2,5 მილიონი ადამიანი, 2009 წელს კი - 3,2 მილიონი გამოვიდა საკუთარი უფლებების დასაცავად. ამ რაოდენობის მონაწილე არც ერთ გეიაღლუმს არ ჰყოლია, შესაბამისად, ზემოხსენებული აქცია გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა.

ქართველი საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის წარმატებულად აღნიშვნის შემდეგ ლგბტ პირები იმდენად გაკადნიერდებოდნენ, რომ გეიაღლუმის მოწყობასაც მოინდომებდნენ, შესაბამისად, ამართლებენ კიდევაც იმ ძალადობას, რომელიც მათ მიმართ განხორციელდა. ძალადობას კატეგორიულად ემიჯნება საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ 17 მაისს ზოგიერთი საეკლესიო პირი "უზრდელურად იქცეოდა". ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ შს სამინისტრომ აქციაში მონაწილე ორ სასულიერო პირს - არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილსა და მამა იოთამ ბასილაიას ბრალი წაუყენა...

დავინტერესდით, რას ფიქრობენ ცნობილი სახეები ზემოხსენებული აქციის შესახებ და გამართლებულად მიიჩნევენ თუ არა გეიაღლუმის მოწყობას მომავალში.

შალვა რამიშვილი, ტელეწამყვანი:

- ეს ორი რამ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ - ჰომოფობიის საწინააღმდეგო გამოსვლა და გეიაღლუმი ორი სხვადასხვა რამ არის. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები და არავის აქვს იმის უფლება, რომ გამოვიდეს და ამის გამო ვიღაცას სცემოს. გეიაღლუმი კი მასკარადია, სპეციალურად გამოწყობილი ადამიანების გამოსვლა, რომლებიც პირდაპირ გამოხატავენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას. გეიაღლუმის ჩატარება იქნება მიუღებელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და გამოიწვევს შფოთს, სამოქალაქო მღელვარებას. მსგავსი აქცია არ უნდა გაიმართოს. წინააღმდეგი ვარ გეიაღლუმის ჩატარების და არა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის.

რეზო ამაშუკელი, პოეტი:

- რატომ მირეკავთ ამ შეკითხვით 77 წლის კაცს?!.. ახლა სპეციალურად მირეკავთ, ხომ იცით, რასაც გიპასუხებთ? ამ შეკითხვას როგორ მისვამთ ქართველ კაცს და ოთხი შვილიშვილის ბაბუას? ტყუილად ნუ მაღიზიანებთ. შეიკრიბონ თავიანთ კაფეებსა და ბარებში, აქვთ თავიანთი ტელევიზიებიც, ილოღნონ და იქოშინონ იმ კაფეებში, მაგრამ მე ნუ მომიშვერენ პომადაწასმულ უკანალს.

მაინცდამაინც რუსთაველზე უნდა გამოვიდეს, უკანალი მომიშვიროს და ყურიდან ენა გამომიყოს?!..

17 მაისის აქცია იყო პროვოკაცია ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, როგორც ბევრი სხვა რამ. ყველა დროს იყო ასეთი ხალხი, მაგრამ ამგვარი შეკრებების გამართვა არ შეიძლება. საქართველო სხვა ქვეყანაა. არ ვერჩით მათ, მაგრამ ნუ ძალადობენ ჩვენზე და ნერვებს ნუ გვიშლიან. საქართველოში არ გამოვა ამათი შეკრებები და გეიაღლუმები. თუ უნდათ, სხვა ქვეყნებში გამართონ ასეთი აქციები, იქორწინონ კიდეც და თუ უნდათ, ხელისმომკიდეებიც წაიყვანონ აქედან.

ან პატრიარქის შეურაცხყოფა როგორ გაბედეს?!.. ხალხს ტვინი გადაუბრუნეს, ზოგიერთი პარლამენტარი კი თვალების ნაბვით გველაპარაკება... მეორედ ეგეთ თემებზე სალაპარაკოდ აღარ დამირეკოთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია