პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია სუხიტაშვილი - "მაკა ჩიჩუას სახით ქართველებს ლამაზი პირველი ლედი გვეყოლება"
 ია სუხიტაშვილი - "მაკა ჩიჩუას სახით ქართველებს ლამაზი პირველი ლედი გვეყოლება"

მსა­ხი­ო­ბი ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ახალ ფილმში გა­და­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა. სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, მოქ­მე­დე­ბა აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, ერთ პა­ტა­რა სო­ფელ­ში ვი­თარ­დე­ბა. ვიდ­რე მსა­ხი­ო­ბი ჩემ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბებს და­ას­რუ­ლებს, შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ­სე­ბულ სი­ახ­ლე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ია, ბო­ლოს შენ­თან ინ­ტერ­ვიუ მა­შინ ჩავ­წე­რე, როცა ეკ­რან­ზე "გა­ი­ღი­მეთ" გა­მო­ვი­და. ფილმში მო­ნა­წი­ლე­ობს მაკა ჩი­ჩუა. შე­საძ­ლოა, ახლო მო­მა­ვალ­ში ის პირ­ვე­ლი ლედი გახ­დეს. მა­კა­ზე რას გვე­ტყვი?

- ჩვენ 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. გა­და­ღე­ბე­ბი ხში­რად, გამ­თე­ნი­ი­სას სრულ­დე­ბო­და. ხომ არის ნათ­ქვა­მი, - ადა­მი­ა­ნი კარ­გად რომ გა­იც­ნო, მას­თან ერ­თად სა­მოგ­ზა­უ­როდ უნდა წახ­ვი­დეო. მა­კას მა­ნამ­დე არ ვიც­ნობ­დი. ის ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, კარ­გად მღე­რის. ფილმში და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, კარ­გი სახე შექ­მნა. ერთი შვი­ლი ჰყავს, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლი დე­დაა. შვილს დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ურე­კავ­და და მის ამ­ბავს კი­თხუ­ლობ­და. იმ და­ძა­ბულ, დატ­ვირ­თულ დღის რე­ჟიმს ბევ­რმა მსა­ხი­ობ­მა ვერ გა­უძ­ლო, ზო­გი­ერთს ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა და ერთი შუა გა­და­ღე­ბი­დან სა­ერ­თოდ გა­იქ­ცა. მაკა კი ცუდ ხა­სი­ათ­ზეც არ მი­ნა­ხავს. ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ შე­საძ­ლოა, მალე პირ­ვე­ლი ლედი გახ­დეს. მაკა უპ­რე­ტენ­ზიო, წყნა­რი ადა­მი­ა­ნია. მისი სა­ხით ქარ­თვე­ლებს ჭკვი­ა­ნი და ლა­მა­ზი პირ­ვე­ლი ლედი გვე­ყო­ლე­ბა.

- გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს თუ იც­ნობ?

- არა, ის მო­უც­ლე­ლი ადა­მი­ა­ნია. მახ­სოვს, ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე მო­ვი­და. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა.

- ვიცი, რე­ჟი­სორ რუ­სუ­დან გლურ­ჯი­ძის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გაქვს - მის ფილმში მთა­ვა­რი როლი უნდა ითა­მა­შო. გა­და­ღე­ბე­ბი ხომ არ და­ი­წყო?

- ახ­ლა­ხან კი­ნო­ცენ­ტრმა 30 სცე­ნა­რი გა­ნი­ხი­ლა და რო­მე­ლიც 110 ქუ­ლა­ზე მეტს და­აგ­რო­ვებ­და, ის და­ფი­ნანსდე­ბო­და. რუ­სუ­დან გლურ­ჯი­ძის სცე­ნარ­მა (რე­ჟი­სო­რიც და სცე­ნა­რის ავ­ტო­რიც თა­ვად არის) უმაღ­ლე­სი, 160 ქულა და­აგ­რო­ვა. ეს ფილ­მი სა­მუ­შა­ოდ არა მარ­ტო რე­ჟი­სო­რის­თვის, არა­მედ მსა­ხი­ო­ბის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა, რაც იშ­ვი­ა­თო­ბა გახ­ლავთ. ახლა კი­ნო­ცენ­ტრის და­ფი­ნან­სე­ბის გარ­და, და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბაა სა­ჭი­რო. რე­ჟი­სო­რი აჭა­რა­ში იმ­ყო­ფე­ბა - უნდა შე­არ­ჩი­ოს სო­ფე­ლი, სა­დაც გა­და­ღე­ბებს და­ვი­წყებთ. გარ­და ამი­სა, ანრი ჯო­ხა­ძემ კლიპ­ში თა­მა­ში შე­მომ­თა­ვა­ზა. კლი­პი გუ­რამ სა­ღა­რა­ძის ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. მა­ყუ­რე­ბე­ლი უჩ­ვე­უ­ლო ამ­პლუ­ა­ში მი­ხი­ლავს. მიყ­ვარს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. კლიპ­ში თა­თუ­ლი დო­ლი­ძეს და მა­რი­ნა კა­ხი­ან­საც იხი­ლავთ.

- ახლა კი გთხოვ, ჩემ მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი და­ას­რუ­ლო.

- სი­ა­მოვ­ნე­ბით, აბა, და­ვი­წყოთ.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ....არ­ქე­ო­ლო­გი, ბი­ო­ლო­გი, ჟურ­ნა­ლის­ტი... მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არ ვფიქ­რობ­დი. ერთ დღეს სპონ­ტა­ნუ­რად, "ბე­რი­კებ­ში" მოვ­ხვდი და მერე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბა­ში სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას გაძ­ლე­ვენ.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...1990-იან­მა წლებ­მა თა­ვი­სი მძი­მე ფო­ნით. რომ არა ეს პე­რი­ო­დი, შე­იძ­ლე­ბა, დღეს ასე­თი ია არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. იმ ყვე­ლა­ფერ­მა, რაც გა­მო­ვი­ა­რე, გა­მაძ­ლი­ე­რა, მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცა. სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ მქონ­და, როცა ფრან­გულ სკო­ლა­ში პან­ტო­მი­მას ვას­წავ­ლი­დი. ძლი­ე­რი ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ვი­ყა­ვი. ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცე და ბრძო­ლის უნა­რი სწო­რედ იმ წლებ­ში ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...უმა­დუ­რი არ ვარ.

- რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს და ეს ზოგ­ჯერ, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა­ში მიშ­ლის ხელს. ემო­ცი­ე­ბის კონ­ტროლს ბოლო დროს უფრო მე­ტად ვა­ხერ­ხებ.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი­აო, არა­და, ცო­ტა­თი მო­ვი­მა­ტე. ჩემი სი­გამ­ხდრის გამო დის­კომ­ფორ­ტი არას­დროს შემ­ქმნია. ქარ­თვე­ლებს სავ­სე ფორ­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მე­ტად ხიბ­ლავთ, მაგ­რამ მე გა­მი­მარ­თლა - ისე­თი მე­უღ­ლე შემ­ხვდა, რო­მელ­საც ჩემი სი­გამ­ხდრე ძა­ლი­ან მოს­წონს.

- მე­უღ­ლის ხა­სი­ათ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ბევ­რი რამ მომ­წონს და ერ­თად ამი­ტო­მაც ვართ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ, მა­გა­ლი­თად, სი­გი­ჟე­ე­ბით. მეც კარ­გი გიჟი ვარ, უბ­რა­ლოდ, მი­შას სი­გი­ჟე­ე­ბი უფრო მე­ტად ჩანს. მსა­ხი­ო­ბის­თვის ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ამ კრი­ტი­კას მი­შას­გან ვი­ღებ.

- მას­ში არ მომ­წონს ის, რომ...

- ....სა­შინ­ლად არა­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რია.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...შვი­ლი მყავს. ბედ­ნი­ე­რე­ბას, რო­მელ­საც დე­დო­ბა ჰქვია, ვერც პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლა, წარ­მა­ტე­ბის მწვერ­ვალ­ზე ყოფ­ნა და სა­ერ­თოდ, ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...ვფიქ­რობ, მაგ­რამ ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ - რაზე. ფიქ­რი ბავ­შვო­ბი­დან იმ­დე­ნად მიყ­ვარს, რომ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ფან­ჯა­რას­თან არას­დროს მსვამ­და.

- ვიბ­ნე­ვი...

- ...უხე­შო­ბა­ზე, უტიფ­რო­ბა­ზე - ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­შე­შებს.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...უმა­დუ­რო­ბას ვე­რას­დროს ვე­რა­ვის ვა­პა­ტი­ებ. არ ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ერთხელ თუ გა­გი­მარ­თავს ხელს, მერე ვალ­დე­ბუ­ლად ჩაგ­თვლის, მაგ­რამ და­უ­ნა­ხა­ო­ბას ვერ ვი­ტან, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მა­გი­ჟე­ბენ.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარს.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ჩემს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას. ამ შემ­თხვე­ვა­ში, თავ­მდაბ­ლო­ბა სი­ყალ­ბე იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ვარ, ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი, თავს არ ვი­ზო­გავ და ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თო.

- ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ...

- ...ეს ნანა ჯორ­ჯა­ძეა. ძა­ლი­ან მინ­და, მას­თან ერ­თად ვი­მუ­შაო... თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

- ვერ ვი­მე­გობ­რებ ადა­მი­ან­თან, თუ ის...

- ...ამ­პარ­ტა­ვა­ნია, სა­კუ­თარ თავ­ზე უაზ­რო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი აქვს; სუ­ლი­ე­რად ამო­რა­ლურ ადა­მი­ან­თა­ნაც ვერ ვი­მე­გობ­რებ.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...უცხო­ეთ­ში, სა­დაც, რო­გორც მსა­ხი­ობს, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოვ­ლე­ნის უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბა.

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და ამას ოჯახ­ში აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ბევ­რჯერ მო­ვინ­დო­მე, მაგ­რამ არ გა­მომ­დის.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...რა­ღაც ლა­ბი­რინ­თებ­ში შევ­დი­ვარ. იქ რას ვხე­დავ? - მგო­ნი, ეს ჩემი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია. პრო­ფე­სი­ულ ამ­ბებს თუ გვერ­დით გა­დავ­დებთ და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, მო­მა­ვალ­ში ჩემს თავს 3 შვი­ლის დე­დად ვხე­დავ და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- თავს ვერ ვი­კა­ვებ და ვტი­რი, როცა...

- ...მახ­სენ­დე­ბა მამა, გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რე­ბი. მა­ში­ნაც მე­ტი­რე­ბა, როცა წარ­მო­ვიდ­გენ, რომ ვბერ­დე­ბი. ბოლო დროს ფილ­მებ­ზეც ვტი­რი.

- როცა ჩემი მი­სა­მარ­თით ნათ­ქვა­მი და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი მეს­მის...

- ...ვმწარ­დე­ბი და თავს ვი­კა­ვებ, რომ იქა­უ­რო­ბა არ "დავბდღვნა".

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...კარ­გმა ფილმმა, გემ­რი­ელ­მა საჭ­მელ­მა, კარ­გი ადა­მი­ა­ნის და­ნახ­ვამ და სი­ურპრი­ზებ­მა, რომ­ლის მო­წყო­ბაც მი­შას მშვე­ნივ­რად ეხერ­ხე­ბა.

- ბოლო სი­ურპრი­ზი...

- ...ახ­ლა­ხან მო­მი­წყო. ქორ­წი­ნე­ბი­დან 3 წლის­თა­ვი გვქონ­და. ამ დღეს მისი და­ბა­დე­ბის დღეც არის. მე სპექ­ტაკლში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და შინ გვი­ან დავ­ბრუნ­დი. ეგო­ნა, დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ 12 სა­ათ­ზე ტორ­ტი ისე ჩუ­მად შე­ვა­პა­რე, სულ არ ელო­და და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. თა­ვად, დი­ლით ულა­მა­ზე­სი თა­ი­გუ­ლი მო­მი­ტა­ნა. მიშა ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას სიკ­ვდი­ლამ­დე ვა­პი­რებ. მის­გან ყვე­ლა­ფე­რი მი­ხა­რია.

- ვეპ­რან­ჭე­ბი...

- ...სა­კუ­თარ თავს. სარ­კე მიყ­ვარს. სხვა­თა შო­რის, დე­და­ჩე­მის სახ­ლში ბევ­რი სარ­კე მქონ­და.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...ერ­თდრო­უ­ლად მსი­ა­მოვ­ნებს და უხერ­ხუ­ლო­ბა­საც მიქ­მნის.

- მე­ში­ნია...

- ...კა­ლი­ე­ბის, სი­ბე­რის, სიკ­ვდი­ლის...

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო. ერთხელ ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვილ­თან მქონ­და გა­და­ღე­ბა. მუ­შა­ო­ბა დი­ლის 6 სა­ათ­ზე და­ვი­წყეთ და სახ­ლში მე­ო­რე დი­ლას, გამ­თე­ნი­ი­სას დავ­ბრუნ­დი. იმა­ვე დღეს 2 სა­ათ­ზე თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცია მქონ­და - რო­ბერტ სტუ­რუა ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო. ისე ჩამ­ძი­ნე­ბია, ტე­ლე­ფონ­ზე შე­მო­სულ­მა უამ­რავ­მა ზარ­მაც ვერ გა­მაღ­ვი­ძა. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე 20 წუ­თით და­ვიგ­ვი­ა­ნე, რის გა­მოც დიდი საყ­ვე­დუ­რი გა­მო­მიკ­რეს და გაფრ­თხი­ლე­ბა მომ­ცეს.

- ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ...

- ...იმას, რისი და­ჯე­რე­ბაც ძა­ლი­ან მინ­და - აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ვგუ­ლის­ხმობ.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ბევ­რს ვი­მოგ­ზა­უ­რებ­დი, კარგ სახ­ლს ვი­ყიდ­დი, კოხ­ტად მო­ვა­წყობ­დი და მერე ჩე­მო­დან­ზე "ვი­ცხოვ­რებ­დი". მოგ­ზა­უ­რო­ბა მი­შა­საც უყ­ვარს და ვიცი, სი­ა­მოვ­ნე­ბით ამ­ყვე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა სი­კე­თის კე­თე­ბას: თუ გული გუ­ლობს, ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი ფული სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო; მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბაა!

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...არც როლს და არც არა­ფერს დავ­ხამ­დე­ბი. როლ­ზე უარი ცოტა ხნის წი­ნაც ვთქვი, რად­გან მშრა­ლი სცე­ნა­რი იყო. როცა სცე­ნარს ვეც­ნო­ბი, ერ­თგვა­რი ხილ­ვე­ბი მაქვს და თუ ფილ­მი ვერ "და­ვი­ნა­ხე", როლ­ზე უარს ვამ­ბობ. მირ­ჩევ­ნია, ის რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ჩემ­შია, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნო.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...არა­ერ­თხელ წავ­სულ­ვარ. არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ ისეთ რის­კზე წა­ვე­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ლუკ­მა­პუ­რის გა­რე­შე დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი - თე­ატ­რი­დან სტუ­რუ­ას წას­ვლის გამო გა­მო­ხა­ტულ პრო­ტესტს ვგუ­ლის­ხმობ. სამ­წუ­ხა­როდ, რე­ჟი­სორს გვერ­დით მხო­ლოდ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი და­უდ­გნენ. ყო­ველ­დღე ვე­ლო­დი, რომ და­მი­ბა­რებ­დნენ და მე­ტყოდ­ნენ, - გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ხარო.

- როცა პო­ლი­ტი­კა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში იჭ­რე­ბა...

- ...ხე­ლო­ვა­ნი ხე­ლო­ვა­ნად უნდა დარ­ჩეს! რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ის ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე ყო­ველ­თვის აი­სა­ხე­ბა. ყვე­ლა­ზე დიდი პატ­რი­ო­ტიზ­მია, როცა ყვე­ლა სა­კუ­თარ საქ­მეს აკე­თებს.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ. სა­კუ­თარ გუ­ლებ­სა და ოჯა­ხებ­ში მშვი­დო­ბას გი­სურ­ვებთ!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ია სუხიტაშვილი - "მაკა ჩიჩუას სახით ქართველებს ლამაზი პირველი ლედი გვეყოლება"

 ია სუხიტაშვილი - "მაკა ჩიჩუას სახით ქართველებს ლამაზი პირველი ლედი გვეყოლება"

მსახიობი ია სუხიტაშვილი ახალ ფილმში გადასაღებად ემზადება. სცენარის მიხედვით, მოქმედება აფხაზეთის ომის შემდეგ, ერთ პატარა სოფელში ვითარდება. ვიდრე მსახიობი ჩემ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს დაასრულებს, შემოქმედებით საქმიანობაში არსებულ სიახლეებზე გვესაუბრება.

- ია, ბოლოს შენთან ინტერვიუ მაშინ ჩავწერე, როცა ეკრანზე "გაიღიმეთ" გამოვიდა. ფილმში მონაწილეობს მაკა ჩიჩუა. შესაძლოა, ახლო მომავალში ის პირველი ლედი გახდეს. მაკაზე რას გვეტყვი?

- ჩვენ 3 თვის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით. გადაღებები ხშირად, გამთენიისას სრულდებოდა. ხომ არის ნათქვამი, - ადამიანი კარგად რომ გაიცნო, მასთან ერთად სამოგზაუროდ უნდა წახვიდეო. მაკას მანამდე არ ვიცნობდი. ის ძალიან კონტაქტური და თბილი ადამიანია. შემოქმედებითი კუთხით, საინტერესო და მრავალფეროვანია, კარგად მღერის. ფილმში დამაჯერებელი, კარგი სახე შექმნა. ერთი შვილი ჰყავს, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი დედაა. შვილს დღეში რამდენჯერმე ურეკავდა და მის ამბავს კითხულობდა. იმ დაძაბულ, დატვირთულ დღის რეჟიმს ბევრმა მსახიობმა ვერ გაუძლო, ზოგიერთს ნერვებმა უმტყუნა და ერთი შუა გადაღებიდან საერთოდ გაიქცა. მაკა კი ცუდ ხასიათზეც არ მინახავს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შესაძლოა, მალე პირველი ლედი გახდეს. მაკა უპრეტენზიო, წყნარი ადამიანია. მისი სახით ქართველებს ჭკვიანი და ლამაზი პირველი ლედი გვეყოლება.

- გიორგი მარგველაშვილს თუ იცნობ?

- არა, ის მოუცლელი ადამიანია. მახსოვს, ფილმის პრემიერაზე მოვიდა. მოწესრიგებული პიროვნებაა.

- ვიცი, რეჟისორ რუსუდან გლურჯიძისგან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვს - მის ფილმში მთავარი როლი უნდა ითამაშო. გადაღებები ხომ არ დაიწყო?

- ახლახან კინოცენტრმა 30 სცენარი განიხილა და რომელიც 110 ქულაზე მეტს დააგროვებდა, ის დაფინანსდებოდა. რუსუდან გლურჯიძის სცენარმა (რეჟისორიც და სცენარის ავტორიც თავად არის) უმაღლესი, 160 ქულა დააგროვა. ეს ფილმი სამუშაოდ არა მარტო რეჟისორისთვის, არამედ მსახიობისთვისაც საინტერესოა, რაც იშვიათობა გახლავთ. ახლა კინოცენტრის დაფინანსების გარდა, დამატებითი ფინანსების მოძიებაა საჭირო. რეჟისორი აჭარაში იმყოფება - უნდა შეარჩიოს სოფელი, სადაც გადაღებებს დავიწყებთ. გარდა ამისა, ანრი ჯოხაძემ კლიპში თამაში შემომთავაზა. კლიპი გურამ საღარაძის ხსოვნას ეძღვნება. თანამშრომლობას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. მაყურებელი უჩვეულო ამპლუაში მიხილავს. მიყვარს ექსპერიმენტები. კლიპში თათული დოლიძეს და მარინა კახიანსაც იხილავთ.

- ახლა კი გთხოვ, ჩემ მიერ შემოთავაზებული წინადადებები დაასრულო.

- სიამოვნებით, აბა, დავიწყოთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ....არქეოლოგი, ბიოლოგი, ჟურნალისტი... მსახიობობაზე არ ვფიქრობდი. ერთ დღეს სპონტანურად, "ბერიკებში" მოვხვდი და მერე ყველაფერი შეიცვალა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში სწორ მიმართულებას გაძლევენ.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...1990-იანმა წლებმა თავისი მძიმე ფონით. რომ არა ეს პერიოდი, შეიძლება, დღეს ასეთი ია არ ვყოფილიყავი. იმ ყველაფერმა, რაც გამოვიარე, გამაძლიერა, მოდუნების საშუალება არ მომცა. სკოლა დამთავრებული არ მქონდა, როცა ფრანგულ სკოლაში პანტომიმას ვასწავლიდი. ძლიერი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ვიყავი. ხასიათის სიმტკიცე და ბრძოლის უნარი სწორედ იმ წლებში ჩამომიყალიბდა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...უმადური არ ვარ.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ფეთქებადი ხასიათი მაქვს და ეს ზოგჯერ, დიპლომატიურობაში მიშლის ხელს. ემოციების კონტროლს ბოლო დროს უფრო მეტად ვახერხებ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ძალიან გამხდარიაო, არადა, ცოტათი მოვიმატე. ჩემი სიგამხდრის გამო დისკომფორტი არასდროს შემქმნია. ქართველებს სავსე ფორმების მქონე ადამიანები უფრო მეტად ხიბლავთ, მაგრამ მე გამიმართლა - ისეთი მეუღლე შემხვდა, რომელსაც ჩემი სიგამხდრე ძალიან მოსწონს.

- მეუღლის ხასიათში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ბევრი რამ მომწონს და ერთად ამიტომაც ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს ვგავართ, მაგალითად, სიგიჟეებით. მეც კარგი გიჟი ვარ, უბრალოდ, მიშას სიგიჟეები უფრო მეტად ჩანს. მსახიობისთვის ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია და ამ კრიტიკას მიშასგან ვიღებ.

- მასში არ მომწონს ის, რომ...

- ....საშინლად არაპუნქტუალურია.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...შვილი მყავს. ბედნიერებას, რომელსაც დედობა ჰქვია, ვერც პროფესიული წინსვლა, წარმატების მწვერვალზე ყოფნა და საერთოდ, ვერაფერი შეედრება.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ, მაგრამ ვერ დავაკონკრეტებ - რაზე. ფიქრი ბავშვობიდან იმდენად მიყვარს, რომ სკოლის მასწავლებელი ფანჯარასთან არასდროს მსვამდა.

- ვიბნევი...

- ...უხეშობაზე, უტიფრობაზე - ეს ყველაფერი მაშეშებს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უმადურობას ვერასდროს ვერავის ვაპატიებ. არ ვარ ადამიანი, რომელიც ერთხელ თუ გაგიმართავს ხელს, მერე ვალდებულად ჩაგთვლის, მაგრამ დაუნახაობას ვერ ვიტან, ასეთი ადამიანები მაგიჟებენ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი მიყვარს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს შრომისმოყვარეობას. ამ შემთხვევაში, თავმდაბლობა სიყალბე იქნება. ძალიან მშრომელი ვარ, ბოლომდე ვიხარჯები, თავს არ ვიზოგავ და ვცდილობ, ყოველთვის შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთო.

- ქართველი რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზე ვოცნებობ...

- ...ეს ნანა ჯორჯაძეა. ძალიან მინდა, მასთან ერთად ვიმუშაო... თეატრის რეჟისორების დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- ვერ ვიმეგობრებ ადამიანთან, თუ ის...

- ...ამპარტავანია, საკუთარ თავზე უაზრო შთაბეჭდილებები აქვს; სულიერად ამორალურ ადამიანთანაც ვერ ვიმეგობრებ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...უცხოეთში, სადაც, როგორც მსახიობს, საკუთარი თავის გამოვლენის უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...კერძების მომზადება და ამას ოჯახში აპროტესტებენ. ბევრჯერ მოვინდომე, მაგრამ არ გამომდის.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...რაღაც ლაბირინთებში შევდივარ. იქ რას ვხედავ? - მგონი, ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. პროფესიულ ამბებს თუ გვერდით გადავდებთ და პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკებთ, მომავალში ჩემს თავს 3 შვილის დედად ვხედავ და ეს ძალიან მახარებს.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...მახსენდება მამა, გარდაცვლილი მეგობრები. მაშინაც მეტირება, როცა წარმოვიდგენ, რომ ვბერდები. ბოლო დროს ფილმებზეც ვტირი.

- როცა ჩემი მისამართით ნათქვამი დაუმსახურებელი სიტყვები მესმის...

- ...ვმწარდები და თავს ვიკავებ, რომ იქაურობა არ "დავბდღვნა".

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა ფილმმა, გემრიელმა საჭმელმა, კარგი ადამიანის დანახვამ და სიურპრიზებმა, რომლის მოწყობაც მიშას მშვენივრად ეხერხება.

- ბოლო სიურპრიზი...

- ...ახლახან მომიწყო. ქორწინებიდან 3 წლისთავი გვქონდა. ამ დღეს მისი დაბადების დღეც არის. მე სპექტაკლში ვმონაწილეობდი და შინ გვიან დავბრუნდი. ეგონა, დაღლილი ვიყავი, მაგრამ 12 საათზე ტორტი ისე ჩუმად შევაპარე, სულ არ ელოდა და ძალიან გაუხარდა. თავად, დილით ულამაზესი თაიგული მომიტანა. მიშა ის ადამიანია, რომელთან ერთად ცხოვრებას სიკვდილამდე ვაპირებ. მისგან ყველაფერი მიხარია.

- ვეპრანჭები...

- ...საკუთარ თავს. სარკე მიყვარს. სხვათა შორის, დედაჩემის სახლში ბევრი სარკე მქონდა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ერთდროულად მსიამოვნებს და უხერხულობასაც მიქმნის.

- მეშინია...

- ...კალიების, სიბერის, სიკვდილის...

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო. ერთხელ ლევან კოღუაშვილთან მქონდა გადაღება. მუშაობა დილის 6 საათზე დავიწყეთ და სახლში მეორე დილას, გამთენიისას დავბრუნდი. იმავე დღეს 2 საათზე თეატრში რეპეტიცია მქონდა - რობერტ სტურუა ახალი დაბრუნებული იყო. ისე ჩამძინებია, ტელეფონზე შემოსულმა უამრავმა ზარმაც ვერ გამაღვიძა. რეპეტიციაზე 20 წუთით დავიგვიანე, რის გამოც დიდი საყვედური გამომიკრეს და გაფრთხილება მომცეს.

- ვერ დავიჯერებ, რომ...

- ...იმას, რისი დაჯერებაც ძალიან მინდა - აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას ვგულისხმობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრს ვიმოგზაურებდი, კარგ სახლს ვიყიდდი, კოხტად მოვაწყობდი და მერე ჩემოდანზე "ვიცხოვრებდი". მოგზაურობა მიშასაც უყვარს და ვიცი, სიამოვნებით ამყვებოდა. რაც შეეხება სიკეთის კეთებას: თუ გული გულობს, ქველმოქმედებისთვის ძალიან ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო; მთავარი მონდომებაა!

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არც როლს და არც არაფერს დავხამდები. როლზე უარი ცოტა ხნის წინაც ვთქვი, რადგან მშრალი სცენარი იყო. როცა სცენარს ვეცნობი, ერთგვარი ხილვები მაქვს და თუ ფილმი ვერ "დავინახე", როლზე უარს ვამბობ. მირჩევნია, ის რესურსი, რომელიც ჩემშია, მიზანმიმართულად გამოვიყენო.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...არაერთხელ წავსულვარ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ისეთ რისკზე წავედი, რომ შეიძლებოდა, ლუკმაპურის გარეშე დავრჩენილიყავი - თეატრიდან სტურუას წასვლის გამო გამოხატულ პროტესტს ვგულისხმობ. სამწუხაროდ, რეჟისორს გვერდით მხოლოდ რუსთაველის თეატრის მსახიობები დაუდგნენ. ყოველდღე ველოდი, რომ დამიბარებდნენ და მეტყოდნენ, - გათავისუფლებული ხარო.

- როცა პოლიტიკა ხელოვნებაში იჭრება...

- ...ხელოვანი ხელოვანად უნდა დარჩეს! რაც ქვეყანაში ხდება, ის ხელოვნებაზე ყოველთვის აისახება. ყველაზე დიდი პატრიოტიზმია, როცა ყველა საკუთარ საქმეს აკეთებს.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ყველანი ძალიან მიყვარხართ. საკუთარ გულებსა და ოჯახებში მშვიდობას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება