მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ოცნებობს ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს ქალიშვილი
რაზე ოცნებობს ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს ქალიშვილი

ქე­თა­თო ჩარ­კვი­ა­ნი არ­ცთუ ისე მკაც­რი დე­დაა. შვილს რჩე­ვებს ყო­ველ­თვის აძ­ლევს, თუმ­ცა მის ცხოვ­რე­ბა­ში ზედ­მე­ტად არას­დროს ერე­ვა. ნანა მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს, ამას­თა­ნა­ვე, კუ­ლი­ნა­რი­ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე და­უფ­ლე­ბა სურს. დე­დაშ­ვი­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ქე­თა­თო და ნანა გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

- ქე­თა­თო, რა იგ­რძე­ნით, ნანა პირ­ვე­ლად რომ და­ი­ნა­ხეთ?

- ძა­ლი­ან მინ­დო­და, გო­გო­ნა მყო­ლო­და. და­ი­ბა­და თუ არა, პირ­ვე­ლად ის ვი­კი­თხე: - "გო­გოა"? სა­სა­ცი­ლო ბავ­შვი იყო: უცხოპ­ლა­ნე­ტელს ჰგავ­და, მი­წის­თხი­ლი­ვით გრძე­ლი თავი ჰქონ­და და ყა­ვის­ფე­რი გახ­ლდათ. მშო­ბი­ა­რო­ბას ირაკ­ლიც ეს­წრე­ბო­და და ყვე­ლა­ფერს კა­მე­რით იღებ­და. როცა შვი­ლი პირ­ვე­ლად, ძუ­ძუს მო­სა­წო­ვებ­ლად შე­მო­მიყ­ვა­ნეს, მა­შინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ დედა ვი­ყა­ვი. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში შვი­ლის და­ბა­დე­ბა ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღეა და თუ ის საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­გან ჩნდე­ბა, ეს კი­დევ უფრო დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

- სხვე­ბის მსგავ­სად, თა­ვი­დან თქვენც ხომ არ გა­გი­ჭირ­დათ შვი­ლის მოვ­ლა?

- ნა­ნას და­ბა­დე­ბამ­დე მგო­ნი, ბავ­შვი ხელ­შიც არ მყავ­და აყ­ვა­ნი­ლი, მაგ­რამ მის­თვის პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა, და­ბა­ნა და ა.შ. არ გამ­ჭირ­ვე­ბია... არი­ან ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ დეპ­რე­სია ეწყე­ბათ. მე უც­ნა­უ­რი გან­ცდა მქონ­და: მე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რისი გა­კე­თე­ბაც შე­მეძ­ლო და უკვე აღა­რა­ვის ვჭირ­დე­ბო­დი. არა­და, ძა­ლი­ან ვცდე­ბო­დი: ბო­ლოს და ბო­ლოს, სხვას თუ არა­ვის, შვილს ვჭირ­დე­ბო­დი.

- ნა­ნას გაზ­რდა­ში ირაკ­ლი თუ მო­ნა­წი­ლე­ობ­და?

- აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ის კარ­გი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა იყო. ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბო­და - და­ძი­ნე­ბა, ჭამა, და­ბა­ნა, გა­სე­ირ­ნე­ბა. ერთი პე­რი­ო­დი ნანა ძუ­ძუს აღარ ეკა­რე­ბო­და, თით­ქოს ეზა­რე­ბო­და, ღა­მით კი თვა­ლი მოვ­კა­რი: ირაკ­ლი ჩუ­მად რო­გორ აჭ­მევ­და ბოთ­ლში ჩას­ხმულ რძეს. მივ­ხვდი, რა­ტომ იყო ნანა გა­ზარ­მა­ცე­ბუ­ლი. ჩვენ რიგ­რი­გო­ბით ვი­ძი­ნებ­დით, ბავ­შვი უყუ­რა­დღე­ბოდ რომ არ ყო­ფი­ლი­ყო.

- ნა­ნას გაზ­რდა­ში სხვა ვინ­მე გეხ­მა­რე­ბო­დათ?

- თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ვინ. ვფიქ­რობ, შვი­ლის­თვის მშობ­ლის ენერ­გია ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმ პე­რი­ოდ­ში მუ­სი­კას სახ­ლში, ას­მა­გი ბედ­ნი­ე­რე­ბით ვქმნი­დით...

- რთუ­ლი გა­საზ­რდე­ლი იყო? ახლა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სირ­თუ­ლე­ებს თუ აწყდე­ბით?

- ძა­ლი­ან ადრე იღ­ვი­ძებ­და: დი­ლის 5-ზე უკვე ვდგე­ბო­დით და მთე­ლი დღე გა­მო­უ­ძი­ნებ­ლე­ბი დავ­დი­ო­დით. ახ­ლაც ასეა, ძილი არ უყ­ვარს, მე გვი­ან და­ძი­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, გვი­ან ად­გო­მა მიყ­ვარს. მოკ­ლედ, დღე­საც ცუდ დღე­ში ვარ (იღი­მის)... მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სირ­თუ­ლეს ხში­რად ვა­წყდე­ბი. გა­იზ­რდე­ბა, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და მიხ­ვდე­ბა, რომ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მას­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად შეს­ტკი­ვა გული - დე­დაა და რა­საც ვე­უბ­ნე­ბი, სა­წყე­ნად კი არ უნდა მი­ი­ღოს, პი­რი­ქით - გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

- ირაკ­ლის ჰგავს?

- არა მარ­ტო მა­მას, არა­მედ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს ჰგავს. ირაკ­ლის­თან მსგავ­სე­ბას ხში­რად, მის გა­მო­ხედ­ვა­ში ვი­ჭერ ხოლ­მე; მხრე­ბით და კის­რი­თაც ძა­ლი­ან ჰგავს, რაც მა­ხა­რებს. თუმ­ცა მთა­ვა­რია, რო­გო­რი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა, რამ­დე­ნად შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, თო­რემ ვინ­მეს­თან გა­რეგ­ნულ მსგავ­სე­ბას რა აზრი აქვს? შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი ან­გე­ლოზს ჰგავ­დეს, მაგ­რამ თვა­ლებ­ში ეშ­მა­კე­ბი და­ურ­ბო­დეს.

ნანა:

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა მამა გარ­და­იც­ვა­ლა. მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი მო­მენ­ტე­ბი მახ­სენ­დე­ბა: რო­გორ მი­კე­თებ­და თმას, რო­გორ მაჭ­მევ­და...

- ქე­თა­თოს­თან მე­გობ­რობ?

- დე­დას­თან ყვე­ლა შვი­ლი უნდა მე­გობ­რობ­დეს, თუმ­ცა ეს ცოტა არ იყოს, ძნე­ლიც არის. ხან­და­ხან მე­რი­დე­ბა ვუ­თხრა, რომ ცუ­დად მო­ვი­ქე­ცი, რომ და­ვა­შა­ვე. ხში­რად სკო­ლის ამ­ბებს ვუყ­ვე­ბი. მა­ინ­ტე­რე­სებს, რას ფიქ­რობს ამა თუ იმ სა­კი­თხზე. მომ­თხოვ­ნია და მე­უბ­ნე­ბა: ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ა­კე­თო, მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წი­ოო. ჰოდა, ასეთ დროს მე­ცა­დი­ნე­ო­ბას ვი­წყებ ხოლ­მე (იცი­ნის).

- ბა­ბუ­ას ხში­რად სტუმ­რობ?

- პა­რას­კევს, შა­ბათ­სა და კვი­რას ბა­ბუ­ას­თან ვა­ტა­რებ. პა­რას­კევს მას­ვე­ნებს, შა­ბათს კი ინ­გლი­სუ­რის მე­ცა­დი­ნე­ო­ბას ვი­წყებთ: გრა­მა­ტი­კა, სი­ტყვე­ბის სწავ­ლა, ტექ­სტე­ბის კი­თხვა... მოკ­ლედ, კონ­ტროლ­ში ვარ. ბა­ბუ­ას უნდა, რომ კარ­გად ვის­წავ­ლო.

- სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ? ყვე­ლა­ზე მე­ტად, რო­მე­ლი სა­გა­ნი გიყ­ვარს?

- მე­ო­თხე კლას­ში ვარ. ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან კარ­გად ან ძა­ლი­ან ცუ­დად ვსწავ­ლობ. ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნია ხე­ლოვ­ნე­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლია, - ანუ რა­საც გინ­და, გა­ა­კე­თებ. თე­ატ­რის შე­სა­ხებ მა­ინ­ტე­რე­სებს ცნო­ბე­ბი. მიყ­ვარს უცხო ენე­ბიც, რად­გან იო­ლად ვით­ვი­სებ.

- რო­გორც ვიცი, ლონ­დონ­ში სწავ­ლობ­დი, არა?

- ლონ­დო­ნის სკო­ლა­ში 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის­წავ­ლე. იქ კვი­რა­ში მხო­ლოდ ერთხელ გვქონ­და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, აქ - ყო­ველ­დღე.

- ქე­თა­თო, ლონ­დონ­ში ნა­ნას გაშ­ვე­ბა არ გა­გი­ჭირ­და?

- 5 წლის იყო, ლონ­დონ­ში რომ გა­ვუშ­ვი და ეს ჩემ­თვის მარ­თლაც, ძა­ლი­ან რთუ­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ჩემი შვი­ლის­თვის ასე იყო სა­ჭი­რო, მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბა და სენ­ტი­მენ­ტე­ბი გვერ­დზე გა­დავ­დე, ბავ­შვს მი­ვე­ცი შან­სი, რომ ეს­წავ­ლა. ნა­ნამ ის­წავ­ლა სხვა­დას­ხვაგ­ვარ, ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი­სა თუ აღმსა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა - ეს სა­ჭი­როა სა­მო­მავ­ლოდ ჯან­სა­ღი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად.

ნანა:

- პირ­ვე­ლი სამი თვე დე­დის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. რამე რომ მჭირ­დე­ბო­და, ვი­ძახ­დი: - "დედა!" ამ დროს კი ის იქ არ იყო. დე­დას ფო­ტო­ე­ბი მქონ­და წა­ღე­ბუ­ლი, ყო­ველ­ღა­მე ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და მე­ტი­რე­ბო­და. ბა­ბუა-ბე­ბი­ას­თან და მა­მი­დაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. ლონ­დო­ნი მა­გა­რი ქა­ლა­ქია და კარ­გა­დაც ვერ­თო­ბო­დი.

- სკო­ლის გარ­და, ახლა რითი ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- მუ­სი­კა­ზე დავ­დი­ვარ. ინ­გლის­ში ცეკ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი და აქაც ვაგ­რძე­ლებ ცეკ­ვის შეს­წავ­ლას. გარ­და ამი­სა, ფრან­გულ­ში ვემ­ზა­დე­ბი.

- მომ­ღერ­ლო­ბას არ აპი­რებ?

- არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს. მუ­სი­კა მიყ­ვარს, მაგ­რამ მომ­ღერ­ლო­ბა არ მინ­და.

ქე­თა­თო:

- მუ­სი­კა­ლუ­რი ბავ­შვია. ადრე ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბელ მუ­სი­კას უს­მენ­და, მაგ­რამ არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი; ვფიქ­რობ­დი, - გე­მოვ­ნე­ბა შე­ეც­ვლე­ბა-მეთ­ქი და ასეც მოხ­და. ახლა სხვე­ბის­გან "აღ­მო­ა­ჩენს" ხოლ­მე იმას, რა­საც მე თა­ვი­დან­ვე ვას­მე­ნი­ნებ­დი.

- ნანა, სა­მო­მავ­ლოდ რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევ?

- მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­და. მსურს, სცე­ნა­ზე ვთა­მა­შობ­დე და ფილ­მებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დე, პა­რა­ლე­ლუ­რად კი კუ­ლი­ნა­რი­ას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და­ვე­უფ­ლე­ბი.

- ქე­თა­თო, რო­გორ ფიქ­რობ, ნა­ნას პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ში ჩა­ე­რე­ვი?

- მის არ­ჩე­ვან­ში არას­დროს ჩა­ვე­რე­ვი. რაც სურს, ის უნდა გა­ა­კე­თოს! ადა­მი­ან­მა ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად უნდა მი­ი­ღოს, უბ­რა­ლოდ, მე რჩე­ვას მივ­ცემ.

- ჩაც­მი­სას ერ­თმა­ნე­თის რჩე­ვებს თუ ით­ვა­ლის­წი­ნებთ?

- შვი­ლის მო­საზ­რე­ბას ან­გა­რიშს ყო­ველ­თვის ვუ­წევ და მის რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ნა­ნას­თან ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი ვარ. როცა ვხე­დავ, რა­ღაც არ უხ­დე­ბა, ამას ვე­უბ­ნე­ბი. ჩემი აზ­რით, შვილს თუ არ ას­წავ­ლე და გვერ­დი­დან არ და­ა­ნახ­ვე რა­ღა­ცე­ბი, ისე ვე­რა­ფერს მიხ­ვდე­ბა.

- ნანა, უფ­როს ძმას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- მაქ­სი­მეს­თან მა­გა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას ვგა­ვარ. მიყ­ვარს ძმას­თან ერ­თად თა­მა­ში, ლა­პა­რა­კი. მაქ­სი­მე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მო­დის, ამი­ტომ იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რაზე ოცნებობს ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს ქალიშვილი

რაზე ოცნებობს ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს ქალიშვილი

ქეთათო ჩარკვიანი არცთუ ისე მკაცრი დედაა. შვილს რჩევებს ყოველთვის აძლევს, თუმცა მის ცხოვრებაში ზედმეტად არასდროს ერევა. ნანა მსახიობობაზე ოცნებობს, ამასთანავე, კულინარიის პროფესიონალურ დონეზე დაუფლება სურს. დედაშვილურ ურთიერთობაზე ქეთათო და ნანა გვესაუბრებიან.

- ქეთათო, რა იგრძენით, ნანა პირველად რომ დაინახეთ?

- ძალიან მინდოდა, გოგონა მყოლოდა. დაიბადა თუ არა, პირველად ის ვიკითხე: - "გოგოა"? სასაცილო ბავშვი იყო: უცხოპლანეტელს ჰგავდა, მიწისთხილივით გრძელი თავი ჰქონდა და ყავისფერი გახლდათ. მშობიარობას ირაკლიც ესწრებოდა და ყველაფერს კამერით იღებდა. როცა შვილი პირველად, ძუძუს მოსაწოვებლად შემომიყვანეს, მაშინ გავაცნობიერე, რომ დედა ვიყავი. ადამიანის ცხოვრებაში შვილის დაბადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა და თუ ის საყვარელი მამაკაცისგან ჩნდება, ეს კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა.

- სხვების მსგავსად, თავიდან თქვენც ხომ არ გაგიჭირდათ შვილის მოვლა?

- ნანას დაბადებამდე მგონი, ბავშვი ხელშიც არ მყავდა აყვანილი, მაგრამ მისთვის პამპერსის გამოცვლა, დაბანა და ა.შ. არ გამჭირვებია... არიან ქალები, რომლებსაც ბავშვის გაჩენის შემდეგ დეპრესია ეწყებათ. მე უცნაური განცდა მქონდა: მეგონა, ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო და უკვე აღარავის ვჭირდებოდი. არადა, ძალიან ვცდებოდი: ბოლოს და ბოლოს, სხვას თუ არავის, შვილს ვჭირდებოდი.

- ნანას გაზრდაში ირაკლი თუ მონაწილეობდა?

- აქტიურად მონაწილეობდა. ის კარგი და მოსიყვარულე მამა იყო. ყველაფერში მეხმარებოდა - დაძინება, ჭამა, დაბანა, გასეირნება. ერთი პერიოდი ნანა ძუძუს აღარ ეკარებოდა, თითქოს ეზარებოდა, ღამით კი თვალი მოვკარი: ირაკლი ჩუმად როგორ აჭმევდა ბოთლში ჩასხმულ რძეს. მივხვდი, რატომ იყო ნანა გაზარმაცებული. ჩვენ რიგრიგობით ვიძინებდით, ბავშვი უყურადღებოდ რომ არ ყოფილიყო.

- ნანას გაზრდაში სხვა ვინმე გეხმარებოდათ?

- თავდაპირველად არავინ. ვფიქრობ, შვილისთვის მშობლის ენერგია ძალზე მნიშვნელოვანია. იმ პერიოდში მუსიკას სახლში, ასმაგი ბედნიერებით ვქმნიდით...

- რთული გასაზრდელი იყო? ახლა მასთან ურთიერთობაში სირთულეებს თუ აწყდებით?

- ძალიან ადრე იღვიძებდა: დილის 5-ზე უკვე ვდგებოდით და მთელი დღე გამოუძინებლები დავდიოდით. ახლაც ასეა, ძილი არ უყვარს, მე გვიან დაძინება და შესაბამისად, გვიან ადგომა მიყვარს. მოკლედ, დღესაც ცუდ დღეში ვარ (იღიმის)... მასთან ურთიერთობისას სირთულეს ხშირად ვაწყდები. გაიზრდება, ჩამოყალიბდება და მიხვდება, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც მასზე ყველაზე მეტად შესტკივა გული - დედაა და რასაც ვეუბნები, საწყენად კი არ უნდა მიიღოს, პირიქით - გაითვალისწინოს.

- ირაკლის ჰგავს?

- არა მარტო მამას, არამედ ოჯახის ყველა წევრს ჰგავს. ირაკლისთან მსგავსებას ხშირად, მის გამოხედვაში ვიჭერ ხოლმე; მხრებით და კისრითაც ძალიან ჰგავს, რაც მახარებს. თუმცა მთავარია, როგორი ხასიათი ექნება, რამდენად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას, თორემ ვინმესთან გარეგნულ მსგავსებას რა აზრი აქვს? შეიძლება, ადამიანი ანგელოზს ჰგავდეს, მაგრამ თვალებში ეშმაკები დაურბოდეს.

ნანა:

- ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. მხოლოდ გარკვეული მომენტები მახსენდება: როგორ მიკეთებდა თმას, როგორ მაჭმევდა...

- ქეთათოსთან მეგობრობ?

- დედასთან ყველა შვილი უნდა მეგობრობდეს, თუმცა ეს ცოტა არ იყოს, ძნელიც არის. ხანდახან მერიდება ვუთხრა, რომ ცუდად მოვიქეცი, რომ დავაშავე. ხშირად სკოლის ამბებს ვუყვები. მაინტერესებს, რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე. მომთხოვნია და მეუბნება: ეს აუცილებლად უნდა გააკეთო, მომავალში წარმატებას რომ მიაღწიოო. ჰოდა, ასეთ დროს მეცადინეობას ვიწყებ ხოლმე (იცინის).

- ბაბუას ხშირად სტუმრობ?

- პარასკევს, შაბათსა და კვირას ბაბუასთან ვატარებ. პარასკევს მასვენებს, შაბათს კი ინგლისურის მეცადინეობას ვიწყებთ: გრამატიკა, სიტყვების სწავლა, ტექსტების კითხვა... მოკლედ, კონტროლში ვარ. ბაბუას უნდა, რომ კარგად ვისწავლო.

- სკოლაში კარგად სწავლობ? ყველაზე მეტად, რომელი საგანი გიყვარს?

- მეოთხე კლასში ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ან ძალიან ცუდად ვსწავლობ. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. თავისუფალი გაკვეთილია, - ანუ რასაც გინდა, გააკეთებ. თეატრის შესახებ მაინტერესებს ცნობები. მიყვარს უცხო ენებიც, რადგან იოლად ვითვისებ.

- როგორც ვიცი, ლონდონში სწავლობდი, არა?

- ლონდონის სკოლაში 2 წლის განმავლობაში ვისწავლე. იქ კვირაში მხოლოდ ერთხელ გვქონდა საშინაო დავალება გასაკეთებელი, აქ - ყოველდღე.

- ქეთათო, ლონდონში ნანას გაშვება არ გაგიჭირდა?

- 5 წლის იყო, ლონდონში რომ გავუშვი და ეს ჩემთვის მართლაც, ძალიან რთული გახლდათ, მაგრამ ვინაიდან ჩემი შვილისთვის ასე იყო საჭირო, მონატრების გრძნობა და სენტიმენტები გვერდზე გადავდე, ბავშვს მივეცი შანსი, რომ ესწავლა. ნანამ ისწავლა სხვადასხვაგვარ, ეთნიკური ჯგუფისა თუ აღმსარებლობის ადამიანებთან ურთიერთობა - ეს საჭიროა სამომავლოდ ჯანსაღი ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად.

ნანა:

- პირველი სამი თვე დედის გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირდა. რამე რომ მჭირდებოდა, ვიძახდი: - "დედა!" ამ დროს კი ის იქ არ იყო. დედას ფოტოები მქონდა წაღებული, ყოველღამე ვათვალიერებდი და მეტირებოდა. ბაბუა-ბებიასთან და მამიდაშვილებთან ერთად ვცხოვრობდი. ლონდონი მაგარი ქალაქია და კარგადაც ვერთობოდი.

- სკოლის გარდა, ახლა რითი ხარ დაკავებული?

- მუსიკაზე დავდივარ. ინგლისში ცეკვაზე დავდიოდი და აქაც ვაგრძელებ ცეკვის შესწავლას. გარდა ამისა, ფრანგულში ვემზადები.

- მომღერლობას არ აპირებ?

- არანაირი სურვილი არ მაქვს. მუსიკა მიყვარს, მაგრამ მომღერლობა არ მინდა.

ქეთათო:

- მუსიკალური ბავშვია. ადრე ჩემთვის მიუღებელ მუსიკას უსმენდა, მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი; ვფიქრობდი, - გემოვნება შეეცვლება-მეთქი და ასეც მოხდა. ახლა სხვებისგან "აღმოაჩენს" ხოლმე იმას, რასაც მე თავიდანვე ვასმენინებდი.

- ნანა, სამომავლოდ რა პროფესიას აირჩევ?

- მსახიობობა მინდა. მსურს, სცენაზე ვთამაშობდე და ფილმებშიც ვმონაწილეობდე, პარალელურად კი კულინარიას პროფესიონალურად დავეუფლები.

- ქეთათო, როგორ ფიქრობ, ნანას პროფესიულ არჩევანში ჩაერევი?

- მის არჩევანში არასდროს ჩავერევი. რაც სურს, ის უნდა გააკეთოს! ადამიანმა ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, უბრალოდ, მე რჩევას მივცემ.

- ჩაცმისას ერთმანეთის რჩევებს თუ ითვალისწინებთ?

- შვილის მოსაზრებას ანგარიშს ყოველთვის ვუწევ და მის რჩევებს ვითვალისწინებ. ნანასთან ძალიან მომთხოვნი ვარ. როცა ვხედავ, რაღაც არ უხდება, ამას ვეუბნები. ჩემი აზრით, შვილს თუ არ ასწავლე და გვერდიდან არ დაანახვე რაღაცები, ისე ვერაფერს მიხვდება.

- ნანა, უფროს ძმასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მაქსიმესთან მაგარი ურთიერთობა მაქვს. სხვათა შორის, ბევრი აღნიშნავს, რომ მას ვგავარ. მიყვარს ძმასთან ერთად თამაში, ლაპარაკი. მაქსიმე მოსკოვში ცხოვრობს და წელიწადში ერთხელ ჩამოდის, ამიტომ იშვიათად ვხედავ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება