პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი, რომელიც დღეში 3 ლიტრ კოკა-კოლას სვამდა, გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელიც დღეში 3 ლიტრ კოკა-კოლას სვამდა, გარდაიცვალა

ბრი­ტა­ნეთ­ში, და­სავ­ლეთ იორკში­რის საგ­რა­ფოს მკვიდ­რი, 30 წლის პოლ ინ­მა­ნი კოკა-კო­ლას ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა. ბრი­ტა­ნე­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ექი­მებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს. ინ­მა­ნი დღე­ში 3 ლიტ­რამ­დე კოკა-კო­ლას სვამ­და.

პო­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, რომ 17 წლის ასაკ­ში გარ­დაც­ვლილს აუ­ტიზ­მის ერთ-ერთი ფო­რის - ას­პერ­გე­რის სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ახალ­გაზ­რდა ექიმ­თა მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა მან ამა­ზე უარი თქვა და სა­კუ­თა­რი კვე­ბის რა­ცი­ონს თა­ვად აკონ­ტრო­ლებ­და.

პოლ­მა კოკა-კო­ლას სიყ­ვა­რუ­ლი ვერ დაძ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბის­გან მის დაც­ვას მუ­დამ ცდი­ლობ­დნენ.

გარ­დაც­ვლი­ლი სა­კუ­თარ სა­ძი­ნე­ბელ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მა­მა­კაცს ფილ­ტვე­ბი შე­შუ­პე­ბუ­ლი ჰქონ­და.

"სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ ინ­მა­ნის ფილ­ტვე­ბი 4-ჯერ იყო გა­დი­დე­ბუ­ლი, - გა­ნა­ცხა­და პა­თო­ლო­გა­ნა­ტომ­მა დე­იდ­რა მა­კენ­მა, - თა­ვი­დან ექი­მებს ეგო­ნათ, რომ სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს ასე არ იყო".

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ამ გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლის ჭარბმა მი­ღე­ბამ სა­სუნ­თქი ორ­გა­ნო­ე­ბის შე­შუ­პე­ბა გა­მო­იწ­ვია. ოჯა­ხის წევ­რე­ბი გარ­დაც­ვლილს და­უ­დევ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მამაკაცი, რომელიც დღეში 3 ლიტრ კოკა-კოლას სვამდა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც დღეში 3 ლიტრ კოკა-კოლას სვამდა, გარდაიცვალა

ბრიტანეთში, დასავლეთ იორკშირის საგრაფოს მკვიდრი, 30 წლის პოლ ინმანი კოკა-კოლას ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა. ბრიტანელის სიკვდილის მიზეზი ექიმებმაც დაადასტურეს. ინმანი დღეში 3 ლიტრამდე კოკა-კოლას სვამდა.

პოლის ნათესავებმა მისი სიკვდილის შემდეგ განაცხადეს, რომ 17 წლის ასაკში გარდაცვლილს აუტიზმის ერთ-ერთი ფორის - ასპერგერის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.

სუსტი ჯანმრთელობის გამო ახალგაზრდა ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, თუმცა მან ამაზე უარი თქვა და საკუთარი კვების რაციონს თავად აკონტროლებდა.

პოლმა კოკა-კოლას სიყვარული ვერ დაძლია, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები გაზიანი სასმელის ჭარბი მოხმარებისგან მის დაცვას მუდამ ცდილობდნენ.

გარდაცვლილი საკუთარ საძინებელში აღმოაჩინეს. მამაკაცს ფილტვები შეშუპებული ჰქონდა.

"სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ ინმანის ფილტვები 4-ჯერ იყო გადიდებული, - განაცხადა პათოლოგანატომმა დეიდრა მაკენმა, - თავიდან ექიმებს ეგონათ, რომ სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ასე არ იყო".

სპეციალისტების თქმით, ამ გაზიანი სასმელის ჭარბმა მიღებამ სასუნთქი ორგანოების შეშუპება გამოიწვია. ოჯახის წევრები გარდაცვლილს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს