პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ჩხეიძის მეუღლე ივანიშვილს - "გამოუშვით უსამართლოდ დაკავებული ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია"
ნინო ჩხეიძის მეუღლე ივანიშვილს - "გამოუშვით უსამართლოდ დაკავებული ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია"

მომ­ღე­რალ ნინო ჩხე­ი­ძის მე­უღ­ლე, ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სთხოვს.

"მივ­მარ­თავ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს

მო­გი­წო­დებთ გა­დახ­ვი­დეთ ისევ ქველ­მოქ­მე­დე­ბის რე­ჟიმ­ში, რი­თიც და­იმ­კვიდ­რებთ ამ ქვე­ყა­ნა­ში ქველ­მოქ­მე­დის სა­ხელს სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, ნუ აყ­ვე­ბით ამ ვაი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­უ­ცხრო­მელ ვნე­ბებს – რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მხო­ლოდ პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე (მათი სი­წუწ­კის ამ­ბა­ვი ჩემ­ზე მე­ტად თქვენ გე­ცო­დი­ნე­ბათ), ბოღ­მა­ზე, თა­ვი­სი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მთელ ქვე­ყა­ნა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა­ზე. თქვე­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის და­სა­წყის­ში და­პირ­დით ქვე­ყა­ნას რომ გა­დახ­ვი­დო­დით სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში და და­ი­ცავ­დით თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, გა­აკ­რი­ტი­კებ­დით მთავ­რო­ბას. მე მგო­ნი უკვე დროა გა­დად­გათ ეს ნა­ბი­ჯი და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ შე­იყ­ვა­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბის გა­რე­შე და დარ­ჩით თუნ­დაც მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მეტ­რი ამ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის.

მო­გი­წო­დებთ გა­მო­უშ­ვით უპირ­ვე­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი ცი­ხი­დან. გუ­ლის სიღ­რმე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გწამთ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლა ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის, პატ­რი­ო­ტიზ­მის, მშე­ნებ­ლო­ბის ფორ­პოს­ტე­ბი იყ­ვნენ. იმა­საც ხე­დავთ, რომ დღე­ვან­დე­ლი სამ­თავ­რო­ბო გუნ­დი, რო­მელ­საც მი­ან­დეთ ქვეყ­ნის მარ­თვა ვერ უმკლავ­დე­ბა ელე­მენ­ტა­რულ პრობ­ლე­მებ­საც კი, თუ ჩემი სი­ტყვე­ბის არ გჯე­რათ, გა­ი­ა­რეთ ხალ­ხში, გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დე­ბი, რაც თქვე­ნი მოს­ვლით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი ისევ ელო­დე­ბა, რა თქმა უნდა, ჯერ არა­ფე­რი არ უგ­რძვნია წინსვლის, მაგ­რამ მა­ინც გე­ლო­დე­ბათ. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბით, ეს ლო­დი­ნი ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდე­ბა.

კმა­ყო­ფი­ლი გყავთ მხო­ლოდ ქუ­ჩი­დან მო­სუ­ლი ყო­ველ­გვა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი შერ­ჩე­ვის და კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­რე­შე მო­სუ­ლი ვაი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გა­და­მე­ტე­ბით იყე­ნე­ბენ იმ ფუ­ფუ­ნე­ბას რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ტო­ვა.

ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლა სის­ტე­მა­ში, და­წყე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბით თქვენ­მა მთავ­რო­ბამ და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ყვე­ლა­ზე მარ­გი­ნა­ლი, სი­სას­ტი­კით ცნო­ბი­ლი ძვე­ლი მთავ­რო­ბის გად­მო­ნაშ­თე­ბი, რომ­ლებ­მაც მო­ა­ხერ­ხეს გამ­ყიდ­ვე­ლო­ბის, თა­ვი­ან­თი არამ­დგრა­დო­ბით აწყო­ბი­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის დან­გრე­ვა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ზუს­ტად იგი­ვეს და­მარ­თე­ბენ თქვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რაც წი­ნას და­მარ­თეს.

კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, ნუ და­ვუთ­მობთ ამ 25 წლი­ან სის­ხლი­ან, და­მან­გრე­ველ ცრემ­ლი­ან ის­ტო­რი­ას, რომ­ლი­თაც ასე თუ ისე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ეს ქვე­ყა­ნა, სიმ­ბო­ლო­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფო­სი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ხში­რად ბრაზ­დე­ბით რო­დე­საც ამას აჟ­ღე­რე­ბენ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თქვენც ქარ­თვე­ლი ხართ და გინ­დათ კარ­გი თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მაგ­რამ ფაქ­ტე­ბი და რე­ლო­ბა სამ­წუ­ხა­როდ სხვა რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს. ამუ­შა­ვე­ბუ­ლია რუ­სუ­ლი აგენ­ტუ­რუ­ლი ქსე­ლე­ბი, თქვე­ნამ­დე სხვა ინ­ფორ­მა­ცია მო­დის.

გა­მო­უშ­ვით უსა­მარ­თლოდ და უსა­ბუ­თოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ბაჩო ახა­ლა­ია, გა­მო­უშ­ვით პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ომში იყ­ვნენ, და იბ­რძოდ­ნენ, ჩემი, თქვე­ნი და ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. დღეს და ღა­მეს ას­წო­რებ­დნენ რომ შემ­დგა­რი­ყო ეს ქვე­ყა­ნა.

მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა დას­ხდნენ დე­ბა­ტებ­ში დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და გა­ირ­კვეს მტყუ­ან–მარ­თა­ლი. ბევ­რი უტყუ­ა­რი ვი­დეო–აუ­დიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს, სა­დაც გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე, ნე­ბის­მი­ერ პრო­ცეს­ზე. ნუ ჩა­იგ­დებთ თავს უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, უსას­რუ­ლო არა­ვინ არ ვართ ამ ქვე­ყა­ნა­ზე. მო­ახ­დი­ნეთ რე­ვო­ლუ­ცია თქვენს თავ­ში და დარ­ჩით სა­მარ­თლი­ა­ნი. ჩა­ა­ტა­რეთ ექ­სპე­რი­მენ­ტი, ნუ­ღარ ჩა­ე­რე­ვით თქვე­ნი რე­ი­ტინ­გით რო­მე­ლიც დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გაქვთ მრა­ვალ­წლი­ა­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბით (ჩემი სუ­ბიქ­ტუ­რი აზ­რით ქველ­მოქ­მე­დი და სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე არ უნდა ერე­ო­დეს ქვეყ­ნის სა­ე­რო საქ­მე­ებ­ში, ეს იმა­ზე მეტი სი­კე­თეა, რაც კი რამე შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ვინ­მემ) პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლა ძა­ლას და­ა­ა­ნა­ხონ ხალ­ხს და ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ან­თი რე­ა­ლუ­რი სახე და არა გა­ბე­რი­ლი, ცრუ პი­არ­ზე აწყო­ბი­ლი მონ­სტრე­ბის იმი­ჯი, რა­საც ამ­ტკი­ცებს ყო­ველ დღე ბაჩო ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და რაც და­ამ­ტკი­ცა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ­მა უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებ­მა. ცირ­კის და სა­ნა­ხა­ო­ბის დრო და­ვამ­თავ­როთ და ავა­შე­ნოთ ერ­თად ეს ქვე­ყა­ნა.

პა­ტი­ვის­ცე­მით გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლი", - წერს ბიზ­ნეს­მე­ნი.

გია
0

ვანო მერაბიშვილი ისევ ციხეში გონია........

ნინო ჩხეიძის მეუღლე ივანიშვილს - "გამოუშვით უსამართლოდ დაკავებული ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია"

ნინო ჩხეიძის მეუღლე ივანიშვილს - "გამოუშვით უსამართლოდ დაკავებული ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია"

მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას სთხოვს.

"მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს

მოგიწოდებთ გადახვიდეთ ისევ ქველმოქმედების რეჟიმში, რითიც დაიმკვიდრებთ ამ ქვეყანაში ქველმოქმედის სახელს საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, ნუ აყვებით ამ ვაი პოლიტიკოსების დაუცხრომელ ვნებებს – რომელიც გამოიხატება მხოლოდ პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე (მათი სიწუწკის ამბავი ჩემზე მეტად თქვენ გეცოდინებათ), ბოღმაზე, თავისი წარუმატებლობის მთელ ქვეყანაზე გადაბრალებაზე. თქვენი მოღვაწეობის დასაწყისში დაპირდით ქვეყანას რომ გადახვიდოდით სამოქალაქო სექტორში და დაიცავდით თითოეული ადამიანის უფლებებს, გააკრიტიკებდით მთავრობას. მე მგონი უკვე დროა გადადგათ ეს ნაბიჯი და წინასაარჩევნოდ შეიყვანოთ პოლიტიკური ბრძოლა სამართლიან გარემოში ტენდენციურობის გარეშე და დარჩით თუნდაც მიუკერძოებელი მეტრი ამ სამართლიანი გარემოს შენარჩუნების.

მოგიწოდებთ გამოუშვით უპირველესი პოლიტიკური მოთამაშეები ციხიდან. გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ, გწამთ, რომ ეს ადამიანები მართლა ქვეყანაში სტაბილურობის, პატრიოტიზმის, მშენებლობის ფორპოსტები იყვნენ. იმასაც ხედავთ, რომ დღევანდელი სამთავრობო გუნდი, რომელსაც მიანდეთ ქვეყნის მართვა ვერ უმკლავდება ელემენტარულ პრობლემებსაც კი, თუ ჩემი სიტყვების არ გჯერათ, გაიარეთ ხალხში, განახევრებულია იმ ადამიანების იმედები, რაც თქვენი მოსვლით იყო განპირობებული ქართულ პოლიტიკაში. მეორე ნახევარი კი ისევ ელოდება, რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი არ უგრძვნია წინსვლის, მაგრამ მაინც გელოდებათ. სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და წარუმატებელი პროექტებით, ეს ლოდინი ხანმოკლე აღმოჩნდება.

კმაყოფილი გყავთ მხოლოდ ქუჩიდან მოსული ყოველგვარი პროფესიული შერჩევის და კონკურენციის გარეშე მოსული ვაი პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ძალიან გადამეტებით იყენებენ იმ ფუფუნებას რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა.

ჩემდა სამწუხაროდ ყველა სისტემაში, დაწყებული სასამართლოდან დამთავრებული ძალოვანი სტრუქტურებით თქვენმა მთავრობამ დატოვა თანამდებობებზე ყველაზე მარგინალი, სისასტიკით ცნობილი ძველი მთავრობის გადმონაშთები, რომლებმაც მოახერხეს გამყიდველობის, თავიანთი არამდგრადობით აწყობილი სამსახურების დანგრევა, ეს ადამიანები ზუსტად იგივეს დამართებენ თქვენს ხელისუფლებას რაც წინას დამართეს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ დავუთმობთ ამ 25 წლიან სისხლიან, დამანგრეველ ცრემლიან ისტორიას, რომლითაც ასე თუ ისე შევინარჩუნეთ ეს ქვეყანა, სიმბოლოები სახელმწიფოსი, დამოუკიდებლობა. ხშირად ბრაზდებით როდესაც ამას აჟღერებენ, დარწმუნებული ვარ თქვენც ქართველი ხართ და გინდათ კარგი თქვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ფაქტები და რელობა სამწუხაროდ სხვა რამეზე მეტყველებს. ამუშავებულია რუსული აგენტურული ქსელები, თქვენამდე სხვა ინფორმაცია მოდის.

გამოუშვით უსამართლოდ და უსაბუთოდ დაკავებული ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია, გამოუშვით პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მთელი ცხოვრება ომში იყვნენ, და იბრძოდნენ, ჩემი, თქვენი და ყველა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. დღეს და ღამეს ასწორებდნენ რომ შემდგარიყო ეს ქვეყანა.

მიეცით საშუალება დასხდნენ დებატებში დღევანდელ ხელისუფლებასთან და გაირკვეს მტყუან–მართალი. ბევრი უტყუარი ვიდეო–აუდიო მტკიცებულებები არსებობს, სადაც გაირკვევა სიმართლე, ნებისმიერ პროცესზე. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, უსასრულო არავინ არ ვართ ამ ქვეყანაზე. მოახდინეთ რევოლუცია თქვენს თავში და დარჩით სამართლიანი. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, ნუღარ ჩაერევით თქვენი რეიტინგით რომელიც დაგროვებული გაქვთ მრავალწლიანი ქველმოქმედებით (ჩემი სუბიქტური აზრით ქველმოქმედი და სასულიერო მოღვაწე არ უნდა ერეოდეს ქვეყნის საერო საქმეებში, ეს იმაზე მეტი სიკეთეა, რაც კი რამე შეიძლება გააკეთოს ვინმემ) პოლიტიკურ პროცესებში, მიეცით საშუალება ყველა ძალას დააანახონ ხალხს და ერთმანეთს თავიანთი რეალური სახე და არა გაბერილი, ცრუ პიარზე აწყობილი მონსტრების იმიჯი, რასაც ამტკიცებს ყოველ დღე ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი და რაც დაამტკიცა ვანო მერაბიშვილის მიმართ წაყენებულმა უსაფუძვლო ბრალდებებმა. ცირკის და სანახაობის დრო დავამთავროთ და ავაშენოთ ერთად ეს ქვეყანა.

პატივისცემით გიორგი კორახაშვილი", - წერს ბიზნესმენი.