პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა ჩარკვიანი - "ირაკლიმ იცოდა, რომ აუცილებლად გაუგებდნენ, ოღონდაც გვიან"
გელა ჩარკვიანი - "ირაკლიმ იცოდა, რომ აუცილებლად გაუგებდნენ, ოღონდაც გვიან"

"შოთა რუს­თა­ვე­ლი ყვე­ლა­ზე დიდი ქარ­თვე­ლია და მისი სა­ხე­ლო­ბის პრე­მია ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ძალ­ზე სა­ა­მა­ყო და სა­სი­ხა­რუ­ლოა. მე მას­შტაბს არ ვა­და­რებ, მაგ­რამ რუს­თა­ვე­ლი თვი­თო­ნაც ნო­ვა­ტო­რი იყო. იგი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი და ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი კი არა, არა­მედ მო­წი­ნა­ვე ადა­მი­ა­ნი იყო. მო­წი­ნა­ვე­ე­ბი კი სწო­რედ იმით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან, რომ ზოგ­ჯერ, მათ გვერ­დით მყო­ფებ­მა შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­უ­გონ და ვერ და­ა­ფა­სონ, მაგ­რამ შემ­დეგ მა­ინც ფას­დე­ბი­ან" - ამ­ბობს გელა ჩარ­კვი­ა­ნი...

- ირაკ­ლი მუ­სი­კა­ლურ ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და, ამას ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, მაგ­რამ სუ­ლაც რომ მინ­დორ­ში გაზ­რდი­ლი­ყო, მა­ინც და­წერ­და ამ ყვე­ლა­ფერს. სა­ოც­რად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი იყო. სხვა არაფ­რის უნა­რი ჰქონ­და, არც კო­მერ­ცი­უ­ლი ალღო გა­აჩ­ნდა და არც არა­ვი­თა­რი ინ­სტიქ­ტი ჰქონ­და ფუ­ლის კე­თე­ბი­სა. ერ­თა­დერ­თი რი­თაც მისი გო­ნე­ბა იყო მო­ცუ­ლი - მხო­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბა იყო. თუმ­ცა თა­ვად აღი­ა­რებ­და, ჩემ­თვის მთა­ვა­რი მა­ინც მუ­სი­კა­აო, მას საკ­მა­ოდ კარ­გი ლექ­სე­ბი და მო­თხრო­ბე­ბიც ჰქონ­და. რო­მა­ნის და­წე­რაც მო­ას­წრო - ტრი­ლო­გი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის.

- რამ მო­ახ­დი­ნა მას­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა?

- ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ირაკ­ლი­ზე გავ­ლე­ნა ატ­მოს­ფე­რო­მაც მო­ახ­დი­ნა. მე მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისე­თი მუ­სი­კა გა­მეც­ნო მის­თვის, რაც მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უცხო იყო. მახ­სოვს, ამე­რი­კი­დან ორი ჩა­ნა­წე­რი ჩა­მო­ვუ­ტა­ნე - ერთი როკ-ოპე­რა იყო, მე­ო­რე კი მა­შინ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ბროდ­ვე­ის შოუ - "თმა". შემ­დეგ ეს შოუ ძა­ლი­ან ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა ფილ­მა­დაც გა­და­ი­ღო… ძა­ლი­ან კარ­გი მუ­სი­კა იყო და შოუც ფან­ტას­ტი­კუ­რი... მა­შინ ირაკ­ლი 11 წლის იყო და ამ ფირ­ფი­ტე­ბი­დან ზე­პი­რად ის­წავ­ლა მუ­სი­კაც და ტექ­სტიც. ამ ყვე­ლა­ფერ­მა, ბუ­ნებ­რი­ვია, ირაკ­ლი­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია. ირაკ­ლი 14 წლის უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად წერ­და. ძა­ლი­ან ძნე­ლია, თქვა, რა იყო მის­თვის გა­დამ­წყვე­ტი. რო­გორც მისი თა­ო­ბის ახალ­გაზ­რდე­ბი, ისიც ძა­ლი­ან ხში­რად უს­მენ­და "ბითლზებს" და სხვა ძა­ლი­ან სო­ლი­დურ ჯგუ­ფებს. ბევ­რს უს­მენ­და, ბევ­რს იმახ­სოვ­რებ­და, მაგ­რამ მუ­სი­კის წერა როცა და­ი­წყო, წერ­და ორი­გი­ნა­ლუ­რად, თა­ვი­სე­ბუ­რად. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ირაკ­ლი ქარ­თუ­ლად წერ­და. ცოტა აქვს ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რე­ბი. ჩემ­მა შვილ­მა მო­ა­ხერ­ხა ურ­თუ­ლე­სი რამ - როკი და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა ისე "დას­ვა" ქარ­თულ ენა­ზე, რომ ორ­გა­ნუ­ლი გახ­და, არ გე­ხა­მუ­შე­ბა. მისი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა, ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს იყო. ის მღე­რო­და ისეთ სიმ­ღე­რებს, უკ­რავ­და ისეთ მუ­სი­კას, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სტი­ლის­ტი­კით იყო ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე, მაგ­რამ ქარ­თუ­ლად ჟღერ­და. ირაკ­ლი ქარ­თულ აუ­დი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ობ­და, ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ბიჭი იყო, რო­მელ­საც რაც არ უნდა და­ე­წე­რა, მა­ინც ქარ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ:

მა­მის ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლა ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის­თვის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

გელა ჩარკვიანი - "ირაკლიმ იცოდა, რომ აუცილებლად გაუგებდნენ, ოღონდაც გვიან"

გელა ჩარკვიანი - "ირაკლიმ იცოდა, რომ აუცილებლად გაუგებდნენ, ოღონდაც გვიან"

"შოთა რუსთაველი ყველაზე დიდი ქართველია და მისი სახელობის პრემია ჩვენი ოჯახისთვის ძალზე საამაყო და სასიხარულოა. მე მასშტაბს არ ვადარებ, მაგრამ რუსთაველი თვითონაც ნოვატორი იყო. იგი კონსერვატიული და ჩამორჩენილი კი არა, არამედ მოწინავე ადამიანი იყო. მოწინავეები კი სწორედ იმით ხასიათდებიან, რომ ზოგჯერ, მათ გვერდით მყოფებმა შეიძლება ვერ გაუგონ და ვერ დააფასონ, მაგრამ შემდეგ მაინც ფასდებიან" - ამბობს გელა ჩარკვიანი...

- ირაკლი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა, ამას ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ სულაც რომ მინდორში გაზრდილიყო, მაინც დაწერდა ამ ყველაფერს. საოცრად შემოქმედებითი ადამიანი იყო. სხვა არაფრის უნარი ჰქონდა, არც კომერციული ალღო გააჩნდა და არც არავითარი ინსტიქტი ჰქონდა ფულის კეთებისა. ერთადერთი რითაც მისი გონება იყო მოცული - მხოლოდ შემოქმედება იყო. თუმცა თავად აღიარებდა, ჩემთვის მთავარი მაინც მუსიკააო, მას საკმაოდ კარგი ლექსები და მოთხრობებიც ჰქონდა. რომანის დაწერაც მოასწრო - ტრილოგიის პირველი ნაწილის.

- რამ მოახდინა მასზე ყველაზე დიდი გავლენა?

- ყველაფერთან ერთად, ირაკლიზე გავლენა ატმოსფერომაც მოახდინა. მე მქონდა შესაძლებლობა, ისეთი მუსიკა გამეცნო მისთვის, რაც მაშინ საზოგადოებისთვის უცხო იყო. მახსოვს, ამერიკიდან ორი ჩანაწერი ჩამოვუტანე - ერთი როკ-ოპერა იყო, მეორე კი მაშინ ძალიან პოპულარული ბროდვეის შოუ - "თმა". შემდეგ ეს შოუ ძალიან ცნობილმა რეჟისორმა ფილმადაც გადაიღო… ძალიან კარგი მუსიკა იყო და შოუც ფანტასტიკური... მაშინ ირაკლი 11 წლის იყო და ამ ფირფიტებიდან ზეპირად ისწავლა მუსიკაც და ტექსტიც. ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, ირაკლიზე დიდი გავლენა იქონია. ირაკლი 14 წლის უკვე სერიოზულად წერდა. ძალიან ძნელია, თქვა, რა იყო მისთვის გადამწყვეტი. როგორც მისი თაობის ახალგაზრდები, ისიც ძალიან ხშირად უსმენდა "ბითლზებს" და სხვა ძალიან სოლიდურ ჯგუფებს. ბევრს უსმენდა, ბევრს იმახსოვრებდა, მაგრამ მუსიკის წერა როცა დაიწყო, წერდა ორიგინალურად, თავისებურად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირაკლი ქართულად წერდა. ცოტა აქვს ინგლისურენოვანი სიმღერები. ჩემმა შვილმა მოახერხა ურთულესი რამ - როკი და თანამედროვე მუსიკა ისე "დასვა" ქართულ ენაზე, რომ ორგანული გახდა, არ გეხამუშება. მისი ყველაზე დიდი მიღწევა, ვფიქრობ, სწორედ ეს იყო. ის მღეროდა ისეთ სიმღერებს, უკრავდა ისეთ მუსიკას, რომელიც თავისი სტილისტიკით იყო ძალიან თანამედროვე, მაგრამ ქართულად ჟღერდა. ირაკლი ქართულ აუდიტორიაზე მუშაობდა, ნამდვილი ქართველი ბიჭი იყო, რომელსაც რაც არ უნდა დაეწერა, მაინც ქართული იქნებოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ:

მამის ემოციური გამოსვლა ირაკლი ჩარკვიანისთვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მინიჭების შემდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია