"პირქუშ კატას", რომელმაც ინტერნეტ-პრემია Webby Awards 2013 მიიღო, ფილმში იღებენ. სრულმეტრაჟიანი ფილმი მთლიანად შინაურ ცხოველს, ტარდს მიეძღვნება.
პროექტზე პროდუსერი ტოდ გარნერი იმუშავებს. მისი თქმით, ფილმი "გარფილდის" მსგავსად კომედიური ჟანრის იქნება. მთავარ როლს პირქუში კატა ტარდი შეასრულებს.
"დარწმუნებულები ვართ, ამ პერსონაჟზე მასშტაბურ საოჯახო კომედიას შევქმნით", - განაცხადა გარნერმა.
ტარდის მუდმივად უკმაყოფილო სახე იშვიათი გენეტიკური ანომალიის დამსახურებაა. ამ გენეტიკურმა აშლილობამ კატას ასეთი ნაკვთები ჯერ კიდევ ჩანასახში ჩამოუყალიბა.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.