თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მოწმე სიმონ ქარჩაიძეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე "შპარგალკის" გამოყენებაში ამხელს.
":))))))))))) მოწმე ქარჩაიძეს ააწევინეს მარცხენა ხელის გული, სადაც დაწერილი ჰქონდა შპარგალკა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ეს სიმონ ქარჩაიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო მაშინაც და ეხლაც არის. ეს არის ის პიროვნება, რომელმაც გენერალი ჯანაშვილის დავალებით ე.წ. "დაზარალებულები" გაუშვა რეაბილიტაციის კურსზე ანტალიაში.
სასამართლოზე ატყდა ერთი ამბავი!!!!! მოსამართლე დაგვემუქრა სხდომის დახურვით! ქარჩაიძე არის პოლკოვნიკი, სპეცნაზის შტაბის უფროსი, რომელიც სასამართლოზე დაკითხვის დროს ხელის გულზე იხედებოდა, რაც შეამჩნიეს ადვოკატებმა და ააწევინეს ხელი. ამ დროს წამოხტა პროკურორი და თქვა, რომ ეს არის სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა :))))))))))))) მოკლედ მოსამართლემ მოითხოვა მანდატურებს წაეკითხათ რა ეწერა ხელზე და აღმოჩნდა რომ ეწერა ე.წ. დაზარალებულების გვარები, რომლებთანაც ერთად თურმე ტიროდა და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ არც კი იცნობს. არ გამიკვირდება , თუ ცოტა ხანში ეს ე.წ. "დაზარალებულები" დაქირავებული მსახიობები აღმოჩნდებიან (გამიხარდება ძალიან, არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემს ქვეყანას ესეთი სპეცრაზმელები ყავს)", - წერს ნადარეიშვილი.
იხილეთ ასევე: "ბაჩო ახალაიას მეუღლე სპეცრაზმელთა ახალ სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს"