პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამბაქოზე აქციზი 4-5 წლის განმავლობაში გაიზრდება
თამბაქოზე აქციზი 4-5 წლის განმავლობაში გაიზრდება

თამ­ბა­ქო­ზე აქ­ცი­ზის ზრდა თან­და­თა­ნო­ბით, 4-5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თამ­ბა­ქოს აქ­ცი­ზი თან­და­თა­ნო­ბი­თი ზრდა და არა მყი­სი­ე­რი ზრდა.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, 31 მა­ი­სი 1988 წლი­დან მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ნიშ­ნე­ბა რო­გორც თამ­ბა­ქოს­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 15 მარტს შე­იქ­მნა სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სია თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ამა­ვე დროს შექ­ნი­ლია სა­მუ­შაო ჯგუ­ფი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­მელ­საც მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ას, რო­მელ­საც დღეს მთავ­რო­ბის სხდო­მა გა­ნი­ხი­ლავს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს სტრა­ტე­გია გუ­ლის­ხმობს თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით. პირ­ვე­ლი, მეტი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, მეტი კულ­ტუ­რის შე­ტა­ნა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ შედ­გეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სი, რომ თამ­ბა­ქო ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნეა.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხელი უნდა შე­უ­წყონ იმ ადა­მი­ნებს, რომ­ლე­ბიც თამ­ბა­ქო­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი, რომ მათ შეძ­ლონ თამ­ბა­ქოს მი­ტო­ვე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბას, ეს შე­ე­ხე­ბა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის სრულ აკ­რძალ­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ზის ზრდას, რო­მე­ლიც თან­და­თა­ნო­ბით მოხ­დე­ბა, გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი თამ­ბა­ქო­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის შე­ზღუდ­ვის.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დელ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შიც არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ კა­ფე­ებ­ში და რეს­ტორ­ნებ­ში 50% უნდა იყოს შე­ნო­ბა­ში გა­მო­ყო­ფი­ლი მწე­ვე­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამას არ იცა­ვენ.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა მი­უ­თი­თებს, რომ მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის სრუ­ლი აკ­რძალ­ვა ჯო­ბია", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თამბაქოზე აქციზი 4-5 წლის განმავლობაში გაიზრდება

თამბაქოზე აქციზი 4-5 წლის განმავლობაში გაიზრდება

თამბაქოზე აქციზის ზრდა თანდათანობით, 4-5 წლის განმავლობაში მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ გათვალისწინებულია თამბაქოს აქციზი თანდათანობითი ზრდა და არა მყისიერი ზრდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, 31 მაისი 1988 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება როგორც თამბაქოსგან თავისუფალი დღე.

მისივე თქმით, საქართველოში 15 მარტს შეიქმნა სამთავრობო კომისია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.

ამავე დროს შექნილია სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიას, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომა განიხილავს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს სტრატეგია გულისხმობს თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას ორი მიმართულებით. პირველი, მეტი საინფორმაციო კამპანია, მეტი კულტურის შეტანა იმ თვალსაზრისით, რომ შედგეს საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ თამბაქო ჯანმრთელობისთვის მავნეა.

გამყრელიძის განცხადებით, ხელი უნდა შეუწყონ იმ ადამინებს, რომლებიც თამბაქოზე არიან დამოკიდებულები, რომ მათ შეძლონ თამბაქოს მიტოვება.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს შეეხება საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვას. რაც შეეხება აქციზის ზრდას, რომელიც თანდათანობით მოხდება, გამყრელიძის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდი თამბაქოზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელ კანონმდებლობაშიც არის აღნიშნული, რომ კაფეებში და რესტორნებში 50% უნდა იყოს შენობაში გამოყოფილი მწეველებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ამას არ იცავენ.

"საერთაშორისო პრაქტიკა მიუთითებს, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვა ჯობია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია