პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძე - ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა უფრო მეტი დადებითი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან
მაია ფანჯიკიძე - ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა უფრო მეტი დადებითი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან

ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თა­ლია, ჩვენ ვე­ლო­დით, რომ იქ­ნე­ბო­და უფრო მეტი და­დე­ბი­თი ნა­ბი­ჯი რუ­სე­თის მხრი­დან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ ინ­ტერ­ვი­უს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა, ჩვენ გვაქვს საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი თვე, 5 ივ­ნისს პრა­ღა­ში გა­ი­მარ­თე­ბა აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის შეხ­ვედ­რა. 26 ივ­ნისს კი ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბია და ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ კი­დევ უფრო გა­მო­იკ­ვე­თე­ბა სუ­რა­თი", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო რუ­სე­თის მხრი­დან მსგავ­სი ქმე­დე­ბა.

"ის რაც ხდე­ბა, ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო, მარ­თა­ლი რომ გი­თხრათ, გა­უ­გე­ბა­რი­ცაა. რა­მე­თუ მე მე­გო­ნა სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დე­ბო­და ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და რუ­სეთს შო­რის. ჩვენ არ ვაკ­ლებ­დით არა­ფერს სი­ტუ­ა­ცი­ის და­სა­ლა­გებ­ლად. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ გა­ვერ­კვი­ოთ სა­ი­დან მო­დის ეს, უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან თუ... არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს მი­ნის­ტრის, ან და­ბალ დო­ნე­ზე, შე­საძ­ლოა, გე­ნერ­ლის დო­ნე­ზეც წყდე­ბო­დეს. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა... მე მძი­მე დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბას არ ვა­პი­რებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ამ­ტკი­ცონ, რომ ეს ჩვე­ნი შერ­ბი­ლე­ბუ­ლი რი­ტო­რი­კის შე­დე­გია. ამას არ ვე­თან­ხმე­ბი. ჩვენ გვაქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, ნორ­მა­ლუ­რი, ჯან­სა­ღი რი­ტო­რი­კა, რო­მელ­საც არ ვფა­რავთ და ისევ გა­ვაგ­რძე­ლებთ. ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი და­ვა­ლა­გოთ დიპ­ლო­მა­ტი­ით და ნორ­მა­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით და არა ომით. რთუ­ლია, ად­რეც არას­დროს არ მით­ქვამს, რომ მო­ვალთ და ხუთ წუთ­ში ყვე­ლა­ფერს და­ვა­ლა­გებთ. რა თქმა უნდა, სი­ტუ­ა­ცია სა­ი­და­ნაც ჩვენ და­ვი­წყეთ იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი და დღე­საც არის რთუ­ლი, ეს, რა თქმა უნდა, მარ­ტი­ვად ვერ და­ლაგ­დე­ბა და ჩვენ არას­დროს არ გვქო­ნია ამის ილუ­ზია. მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, მე არას­დროს ამ სა­კითხს არ ვა­მარ­თლებ­დი. ეს რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა. თუ გნე­ბავთ, ეს ფაქ­ტიც ამას ადას­ტუ­რებს. მე არას­დროს არ მით­ქვამს, რომ ჩვენ მო­ვალთ და ეს პრობ­ლე­მა სწრა­ფად მოგ­ვარ­დე­ბა" , - აცხა­დებს პრე­მე­ი­რი "პრა­იმ­ტა­ი­მის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მაია ფანჯიკიძე - ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა უფრო მეტი დადებითი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან

მაია ფანჯიკიძე - ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა უფრო მეტი დადებითი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან

ბატონი ბიძინა ივანიშვილი მართალია, ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა უფრო მეტი დადებითი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.

"ვნახოთ რა იქნება, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დატვირთული თვე, 5 ივნისს პრაღაში გაიმართება აბაშიძე-კარასინის შეხვედრა. 26 ივნისს კი ჟენევის მოლაპარაკებებია და ყოველივე ამის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთება სურათი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება.

"ის რაც ხდება, ძალიან არასასიამოვნო, მართალი რომ გითხრათ, გაუგებარიცაა. რამეთუ მე მეგონა სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდა ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. ჩვენ არ ვაკლებდით არაფერს სიტუაციის დასალაგებლად. ჩემთვის გაუგებარია და მაქსიმალურად ვცდილობთ გავერკვიოთ საიდან მოდის ეს, უმაღლესი ხელისუფლებიდან თუ... არ გამოვრიცხავ, რომ ეს მინისტრის, ან დაბალ დონეზე, შესაძლოა, გენერლის დონეზეც წყდებოდეს. ძალიან სამწუხაროა... მე მძიმე დასკვნების გაკეთებას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს ჩვენი შერბილებული რიტორიკის შედეგია. ამას არ ვეთანხმები. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური, ნორმალური, ჯანსაღი რიტორიკა, რომელსაც არ ვფარავთ და ისევ გავაგრძელებთ. ვცდილობთ, ყველაფერი დავალაგოთ დიპლომატიით და ნორმალური გამონათქვამებით და არა ომით. რთულია, ადრეც არასდროს არ მითქვამს, რომ მოვალთ და ხუთ წუთში ყველაფერს დავალაგებთ. რა თქმა უნდა, სიტუაცია საიდანაც ჩვენ დავიწყეთ იყო ძალიან რთული და დღესაც არის რთული, ეს, რა თქმა უნდა, მარტივად ვერ დალაგდება და ჩვენ არასდროს არ გვქონია ამის ილუზია. მაშინაც კი, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, მე არასდროს ამ საკითხს არ ვამართლებდი. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. თუ გნებავთ, ეს ფაქტიც ამას ადასტურებს. მე არასდროს არ მითქვამს, რომ ჩვენ მოვალთ და ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდება" , - აცხადებს პრემეირი "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა