გერმანია ჰოლოკოსტის მსხვერპლთ 1 მლრდ დოლარს გადაუხდის

გერმანია ჰოლოკოსტის მსხვერპლთ 1 მლრდ დოლარს გადაუხდის

გერმანია ჰოლოკოსტის მსხვერპლთ მილიარდ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ The Conference on Jewish Material Claims against Germany-ი აცხადებს. ამ თანხას გერმანია კომპენსაციის სახით 2017 წლამდე ყოველწლიურად გადაიხდის.

2015 წელს ქვეყნის ხელისუფლება 266 მლნ დოლარს გადაიხდის, 2016-ში - 273 მლნ-ს, ხოლო 2017 წელს - 280 მლნ დოლარს.

გარდა ამისა, გერმანიის ხელისუფლება თანახმაა, გამოყოს დამატებითი თანხები იმ ებრაელთა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც ე.წ "ღია გეტოებში" ცხოვრობდნენ.

გამოყოფილი კომპენსაცია ჰოლოკოსტს გადარჩენილ 56 000 ებრაელს შორის გადანაწილდება. 

მომზადბეულია news.am-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა