პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანფისა ჩეხოვა - "მყარი ურთიერთობის საიდუმლო - ეს არის უნარი, შეიყვარო ადამიანი ისეთი, როგორიც არის"
ანფისა ჩეხოვა - "მყარი ურთიერთობის საიდუმლო - ეს არის უნარი, შეიყვარო ადამიანი ისეთი, როგორიც არის"

სექ­სუ­ა­ლუ­რი რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ბოლო დროს ძა­ლი­ან "ჩა­უ­სას­ტავ­და" ქარ­თვე­ლებს. ჯერ იყო და, შარ­შან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ა­ჩი­ნა თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი - ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი გუ­რამ ბაბ­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლის­გა­ნაც ვა­ჟიც გა­ა­ჩი­ნა. მერე კი რუ­სულ პრო­ექტ "დვე ზვეზ­დი­ში" ჩა­ერ­თო და, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, სოსო პავ­ლი­აშ­ვილს გა­უ­წია პარტნი­ო­რო­ბა. წყვილ­მა შე­სა­ნიშ­ნავ შე­დე­გებს მი­აღ­წია და სო­სომ ან­ფი­სას ქარ­თუ­ლიც კი აცეკ­ვა სცე­ნა­ზე.

ან­ფი­სა ძა­ლი­ან ამა­ყობს თა­ვი­სი ქმრი­თა და შვი­ლით, რო­მელ­საც სო­ლო­მო­ნი და­არ­ქვა. ოღონდ არც ბავ­შვს ნათ­ლა­ვენ ჯერ­ჯე­რო­ბით და არც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რე­ბას აპი­რე­ბენ.

- ან­ფი­სა, გა­მუდ­მე­ბით დებთ ინ­ტერ­ნეტ­ში ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს. რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ იმას­თან, რომ თქვე­ნი ვაჟი მა­ს­მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, დიდ­ხანს ვერ ვბე­დავ­დი მის გა­მო­ჩე­ნას, რად­გან მე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ დე­დას, მსურ­და, იგი აჟი­ო­ტა­ჟის­გან და­მეც­ვა. მი­ჭირ­და მას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში სი­ა­რუ­ლი, რად­გან არას­დროს იცი, სად გე­ლის ფო­ტო­კა­მე­რე­ბი. ახლა სო­ლო­მო­ნი ცოტა წა­მო­ი­ზარ­და და გავ­ბე­დეთ, მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. გა­ცი­ლე­ბით იოლი გახ­და, ერ­თად დავ­დი­ვართ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში, კა­ფე­ში, რეს­ტორ­ნებ­ში. უბ­რა­ლოდ, როცა რა­ღა­ცას მა­ლავ, ადა­მი­ა­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად უჩ­ნდე­ბათ მისი პოვ­ნის სურ­ვი­ლი.

- რა რჩე­ვას მის­ცემ­დით ახალ­გაზ­რდა დე­დებს, რო­გორ მო­ას­წრონ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა და არის თუ არა ეს სა­ჭი­რო?

- ნაკ­ლე­ბად უნდა უს­მი­ნონ წი­ნაპ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას - ჩვენ­მა დე­დებ­მა და ბე­ბი­ებ­მა ბევ­რი რამ იცი­ან და ბევრ რა­მე­ში შე­უძ­ლი­ათ დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ისი­ნი სხვა დრო­ში ცხოვ­რობ­დნენ. ჩვე­ნი თა­ო­ბა ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა იმ თა­ო­ბის­გან, რო­მე­ლიც 40-50 წლის წინ იზ­რდე­ბო­და. მა­შინ არ იყო ტე­ლე­ფო­ნი, კომ­პი­უ­ტე­რი, ძიძა, ბავ­შვის სა­ფე­ნე­ბი, ბო­ლოს და ბო­ლოს. თა­ნა­მედ­რო­ვე დე­დე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით იო­ლია ყვე­ლაფ­რის მოს­წრე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ფე­ნე­ბი ისე იწოვს ყვე­ლა­ფერს, რომ ბავ­შვსაც მშვი­დად სძი­ნავს და დედ-მა­მა­საც არ აღ­ვი­ძებს. ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ბევ­რს ვმუ­შა­ობ და მხნედ რომ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე და არა ზომ­ბის მსგავ­სად, კარ­გად უნდა მე­ძი­ნოს. არ არის სა­ჭი­რო, ამ­ქვეყ­ნად სა­უ­კე­თე­სო დე­დო­ბის­კენ ის­წრა­ფო­დე, ასეთ დროს შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი თავი და­კარ­გო.

- ვინ არის მთა­ვა­რი თქვენს ოჯახ­ში - თქვენ თუ გუ­რა­მი?

- რა თქმა უნდა, გუ­რა­მი! ის კა­ცია, ის იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მას­თან ისე და­ცუ­ლად ვარ, რო­გორც კე­დელ­თან.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ანფისა ჩეხოვა - "მყარი ურთიერთობის საიდუმლო - ეს არის უნარი, შეიყვარო ადამიანი ისეთი, როგორიც არის"

ანფისა ჩეხოვა - "მყარი ურთიერთობის საიდუმლო - ეს არის უნარი, შეიყვარო ადამიანი ისეთი, როგორიც არის"

სექსუალური რუსი ტელეწამყვანი ბოლო დროს ძალიან "ჩაუსასტავდა" ქართველებს. ჯერ იყო და, შარშან მოულოდნელად გამოაჩინა თავისი შეყვარებული - ქართველი მსახიობი გურამ ბაბლიშვილი, რომლისგანაც ვაჟიც გააჩინა. მერე კი რუსულ პროექტ "დვე ზვეზდიში" ჩაერთო და, არც მეტი, არც ნაკლები, სოსო პავლიაშვილს გაუწია პარტნიორობა. წყვილმა შესანიშნავ შედეგებს მიაღწია და სოსომ ანფისას ქართულიც კი აცეკვა სცენაზე.

ანფისა ძალიან ამაყობს თავისი ქმრითა და შვილით, რომელსაც სოლომონი დაარქვა. ოღონდ არც ბავშვს ნათლავენ ჯერჯერობით და არც ურთიერთობების გაოფიციალურებას აპირებენ.

- ანფისა, გამუდმებით დებთ ინტერნეტში ოჯახურ ფოტოებს. რა დამოკიდებულება გაქვთ იმასთან, რომ თქვენი ვაჟი მასმედიის ყურადღების ცენტრშია?

- სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვერ ვბედავდი მის გამოჩენას, რადგან მე, როგორც ნებისმიერ დედას, მსურდა, იგი აჟიოტაჟისგან დამეცვა. მიჭირდა მასთან ერთად საზოგადოებრივ ადგილებში სიარული, რადგან არასდროს იცი, სად გელის ფოტოკამერები. ახლა სოლომონი ცოტა წამოიზარდა და გავბედეთ, მთელი ქვეყნისთვის გვეჩვენებინა. გაცილებით იოლი გახდა, ერთად დავდივართ სავაჭრო ცენტრებში, კაფეში, რესტორნებში. უბრალოდ, როცა რაღაცას მალავ, ადამიანებს აუცილებლად უჩნდებათ მისი პოვნის სურვილი.

- რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა დედებს, როგორ მოასწრონ ყველაფრის გაკეთება და არის თუ არა ეს საჭირო?

- ნაკლებად უნდა უსმინონ წინაპრების გამოცდილებას - ჩვენმა დედებმა და ბებიებმა ბევრი რამ იციან და ბევრ რამეში შეუძლიათ დახმარება, მაგრამ ისინი სხვა დროში ცხოვრობდნენ. ჩვენი თაობა ძალიან განსხვავდება იმ თაობისგან, რომელიც 40-50 წლის წინ იზრდებოდა. მაშინ არ იყო ტელეფონი, კომპიუტერი, ძიძა, ბავშვის საფენები, ბოლოს და ბოლოს. თანამედროვე დედებისთვის გაცილებით იოლია ყველაფრის მოსწრება. თანამედროვე საფენები ისე იწოვს ყველაფერს, რომ ბავშვსაც მშვიდად სძინავს და დედ-მამასაც არ აღვიძებს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრს ვმუშაობ და მხნედ რომ გამოვიყურებოდე და არა ზომბის მსგავსად, კარგად უნდა მეძინოს. არ არის საჭირო, ამქვეყნად საუკეთესო დედობისკენ ისწრაფოდე, ასეთ დროს შეიძლება, საკუთარი თავი დაკარგო.

- ვინ არის მთავარი თქვენს ოჯახში - თქვენ თუ გურამი?

- რა თქმა უნდა, გურამი! ის კაცია, ის იღებს გადაწყვეტილებებს, იღებს პასუხისმგებლობას. მასთან ისე დაცულად ვარ, როგორც კედელთან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება