2013 წლის 25 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოება Marketing Brilliance Awards გაიმართება, რომლის ორგანიზატორი ბრიტანული კომპანია BOC-ია (Blue Ocean Consultancy). დაჯილდოების ცერემონიის მიზანი სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორში ყველაზე ინოვაციური მარკეტინგული პროექტებისა და პიარ-მიღწევების გამოვლენაა.
დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ერთდღიან კონფერენციას და მოისმინონ მსოფლიო კლასის მარკეტინგისა და პიარის წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასები, რომელზეც დასწრება თავისუფალი იქნება.
ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია მარკეტინგისა და პიარის სფეროებში არსებულ ტენდენციებზე, მოისმინოთ წამყვანი სპეციალისტების პრეზენტაციები, დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები, ახლოს გაიცნოთ ისინი, განიხილოთ და გაიზიაროთ მათი გამოცდილება.
Marketing Brilliance Awards მარკეტინგის საუკეთესო წარმომადგენლებთან ურთიერთობის შესაძლებლობას მოგცემთ. ღონისძიებაში მონაწილეობისა და წლის წარმატებების აღნიშვნის გარდა, მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ, ურთიერთობები დაამყარონ ბიზნეს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
ღონისძიების მარკეტინგ პარტნიორია: Marketer.ge; მედია-პარტნიორები: Ambebi.ge, iMarketing.ge; bpi.ge; Business Week.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდს: www.boc-uk.com
ან ფეისბუქის გვერდს: www.facebook.com
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.boc-uk.com (მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 18 სექტემბერი)
მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: სემ დევისი; Email: Sam@boc-uk.com
Phone: +44 (0) 207 112 4846