საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი კეკელია - "მეუღლე ჩემს ყველა გადაცემას უყურებს, მასზე ერთგული მაყურებელი არ მყავს"
ქეთი კეკელია - "მეუღლე ჩემს ყველა გადაცემას უყურებს, მასზე ერთგული მაყურებელი არ მყავს"

ცოტა ხნის წინ "მე­ცხრე არხზე" შუ­ა­დღის ეთერ­ში ახა­ლი გა­და­ცე­მა "ცხე­ლი შუ­ა­დღე" გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც ქეთი კე­კე­ლია, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი და ნატა მა­ღა­ლაშ­ვი­ლი უძღვე­ბი­ან. მარ­თა­ლია, გა­და­ცე­მა უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ "მე­ცხრე არხზე" შალ­ვას გა­დას­ვლამ "ცხელ შუ­ა­დღეს" პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი შეს­ძი­ნა, თუმ­ცა, რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, ამით გა­და­ცე­მა ყვე­ლა ასა­კის მა­ყუ­რებ­ლის­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და.

დღის გან­რი­გი

- მას შემ­დეგ, რაც სამ­სა­ხურ­ში გა­ვე­დი, ჩემი დილა უკვე ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იწყე­ბა, თუმ­ცა დატ­ვირ­თვის თვალ­საზ­რი­სით, დი­დად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მა­ნამ­დეც ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩემი დილა იწყე­ბა რვა სა­ათ­ზე მაღ­ვი­ძა­რას თან­ხლე­ბით, ვაღ­ვი­ძებ ჩემს უფ­როს ქა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც ჩემს მე­უღ­ლეს მიჰ­ყავს სკო­ლა­ში. პირ­ვე­ლი, რა­საც ვა­კე­თებ, არის ის, რომ ვზრუ­ნავ ჩემი შვი­ლის ჩაც­მა­სა და სა­უზ­მე­ზე. თუ ვა­ხერ­ხებ, ამა­სო­ბა­ში ერთ ფინ­ჯან ყა­ვას ვსვამ, თუმ­ცა მირ­ჩევ­ნია, ჯერ ვი­სა­უზ­მო და მერე დავ­ლიო. 9 სა­ათს რომ 20 წუთი და­აკ­ლდე­ბა, ვის­ტუმ­რებ ქმარ-შვილს და მერე ვი­წყებ ზრუნ­ვას ჩემს სა­უზ­მე­ზე. წო­ნის პრობ­ლე­მა არას­დროს მქო­ნია, ამი­ტომ ჩემი დი­ლის სა­უზ­მე ყო­ველ­თვის ნოყი­ე­რია და იმ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, მა­გა­ლი­თად, მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი და ორ­ცხო­ბი­ლა, ასე­ვე მომ­წონს ყვე­ლი და თურ­ქუ­ლი ყავა ერ­თად. ტრა­დი­ცი­ად მაქვს დი­ლით ყა­ვის ორ­ჯერ და­ლე­ვა, არა ორ­მა­გი დო­ზის, არა­მედ ორ­ჯერ მირ­თმე­ვა - ად­გო­მის­თა­ნა­ვე მი­ვირ­თმევ ერთ ჭი­ქას, სამ­სა­ხურ­ში წას­ვლამ­დე კი მე­ო­რეს ვა­ყო­ლებ, ამას­თა­ნა­ვე ვუ­ყუ­რებ დი­ლის გა­და­ცე­მებს, რო­გორც ქარ­თულ, ასე­ვე რუ­სულ არ­ხებ­ზე. ჩემი გან­ცხრო­მა გრძელ­დე­ბა დი­ლის 10 სა­ა­თამ­დე, სა­ნამ ჩემს პა­ტა­რა შვილს სძი­ნავს. ათზე ვაღ­ვი­ძებ და ვამ­ზა­დებ ბაღ­ში წა­სას­ვლე­ლად... ამ დრო­ის­თვის ჩემ­თან მო­დის დედა, ცოტა ხანს ვსა­უბ­რობთ, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მე­ო­რე ფინ­ჯან ყა­ვას მას­თან ერ­თად მი­ვირ­თმევ და მერე გავ­რბი­ვარ ბაღ­ში, სა­ი­და­ნაც სამ­სა­ხურ­ში ვი­ნაც­ვლებ.

ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე იწყე­ბა ზრუნ­ვა მა­კი­აჟ­ზე, ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე, სა­ე­თე­რო ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე ავ­დი­ვართ სტუ­დი­ა­ში და ვემ­ზა­დე­ბით ეთერ­ში გა­სას­ვლე­ლად...

3 სა­ა­თის შემ­დეგ ვგეგ­მავთ მე­ო­რე დღის გა­და­ცე­მას პრო­დი­უ­სე­რებ­თან ერ­თად, 5-ის ნა­ხევ­რის­თვის ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბი და მივ­დი­ვარ ჩემს შვილ­თან სკო­ლა­ში, სა­ი­და­ნაც გავ­რბი­ვართ ცურ­ვა­ზე. სა­ნამ ცურ­ვის გაკ­ვე­თი­ლი დას­რულ­დე­ბა, გა­მომ­ყავს უმ­ცრო­სი შვი­ლი ბა­ღი­დან, ვტო­ვებ სახ­ლში, ვსა­დი­ლობ თუ ვვახ­შმობ ამ დროს, უკვე აღარ ვიცი, მაგ­რამ ამის მერე ისევ ცურ­ვა­ზე გავ­რბი­ვარ ნა­ტა­ლის გა­მო­საყ­ვა­ნად.

ასე­თია ჩემი დღის რე­ჟი­მი, სულ გა­დარ­ბე­ნა­ზე ვარ, ქუ­ჩა­ში კი არ დავ­დი­ვარ, დავ­რბი­ვარ. სა­ა­თი ჩემი გა­ნუყ­რე­ლი ატ­რი­ბუ­ტია, რად­გან სულ მას ვუ­ყუ­რებ, რომ სად­მე ადრე არ მი­ვი­დე, ან არ და­ვაგ­ვი­ა­ნო.

ახა­ლი გა­და­ცე­მა

... მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წა­მო­ვე­დი, სხვა­დას­ხვა არ­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხში­რად მთა­ვა­ზობ­დნენ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბას, მათ შო­რის იყო "იმე­დი", "მე­ცხრე არ­ხმა" სხვა­დას­ხვა დროს ორ­ჯერ და­მი­რე­კა, მაგ­რამ უარი ვთქვი, მე­ო­რედ რომ და­მი­კავ­შირ­დნენ, ვუ­თხა­რი, შუ­ა­დღე­ზე მირ­ჩევ­ნია მუ­შა­ო­ბა-მეთ­ქი. ხან­და­ხან ისე ხდე­ბა, რომ ხვდე­ბი, ამ სფე­რო­ში შენი თავი ამო­წუ­რე და გინ­და სხვა საქ­მე აკე­თო, სწო­რედ ეს გან­ცდა და­მე­უფ­ლა და ამი­ტომ წა­მო­ვე­დი "პირ­ვე­ლი არ­ხი­დან", გარ­და ამი­სა, ფი­ზი­კუ­რა­დაც ძა­ლი­ან რთუ­ლია ყო­ველ­დღე დი­ლის 5 სა­ათ­ზე ად­გო­მა და მუ­შა­ო­ბა.

2012 წლის ბო­ლოს "იმე­დიც" აპი­რებ­და შუ­ა­დღის გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბას და "მე­ცხრე არ­ხიც", მაგ­რამ ამ უკა­ნას­კნელ­მა და­ას­წრო "იმედს", შე­მომ­თა­ვა­ზა მუ­შა­ო­ბა და მეც დავ­თან­ხმდი. მი­ვე­დი დი­რექ­ტორ­თან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და იმ დღეს­ვე ყო­ველ­გვა­რი კას­ტინ­გის გა­რე­შე გა­ვა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ჩემ თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბად მა­შინ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ორ კვი­რა­ში რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა სი­ტუ­ა­ცია, რად­გან შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი შე­მო­უ­ერ­თდა "მე­ცხრე არხს", მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­ვე­მა­ტა ნატა მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც დიდი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს, ჩვენ ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით "პირ­ველ არხზე". ასე­ვე ჩვენ­თან ერ­თად უნდა ყო­ფი­ლი­ყო ნატა ასა­თი­ა­ნი, მაგ­რამ მან სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად გა­და­ი­ნაც­ვლა, შე­დე­გად ამ სამ ადა­მი­ანს მიგ­ვყავს გა­და­ცე­მა.

თა­ვი­დან "ცხე­ლი შუ­ა­დღე" სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რად­გან ამ ყვე­ლა­ფერ­ში შალ­ვა ჩა­ერ­თო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა პო­ლი­ტი­კამ, იმავდრო­უ­ლად ჩემი და ნა­ტას იდე­ე­ბი შე­ერ­წყა, შე­დე­გად კი მი­ვი­ღეთ გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ასა­კის მა­ყუ­რე­ბელს და­ა­ინ­ტე­რე­სებს.

...სა­მი­ვე წამ­ყვანს გვყავს პი­რა­დი პრო­დი­უ­სე­რი, კვი­რის ბო­ლოს მათ­თან ერ­თად ვგეგ­მავთ, რაზე შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს აქ­ცენ­ტი მო­მა­ვალ სა­მუ­შაო კვი­რას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხან­და­ხან გვი­წევს გა­დახ­ვე­ვა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მა­ინც ვი­ცით, წი­ნას­წარ რაზე ვი­სა­უბ­რებთ.

...მარ­თა­ლია, როცა ამ­ბო­ბენ, კა­მე­რამ მო­ნატ­რე­ბა იცი­სო, მქონ­და ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზა, მაგ­რამ ოჯახ­ზე ზრუნ­ვამ მარ­ტი­ვად გა­და­მა­ტა­ნი­ნა ეს ნოს­ტალ­გია. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ ეთერს პა­უ­ზის შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე ყო­ველ­თვის ღია ეთერ­ში ვმუ­შა­ობ­დი და დღე­საც ამ რე­ჟიმ­ში ვარ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვღე­ლავ­დი. სა­ერ­თოდ, არ მჯე­რა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ არა­ნა­ი­რი გან­ცდა არ აქვთ ეთერ­ში გას­ვლის წინ, ღელ­ვა ყო­ველ­თვის ახ­ლავს ეთერს; მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ პირ­ველ გა­და­ცე­მა­ზე ისე შე­ვე­დით ეთერ­ში, არა­ფერ­ზე მი­ნერ­ვი­უ­ლია, რაც ჩემი თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, კარ­გად ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, ვიცი, რაზე რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბათ და არ მი­ჭირს მათ­თან მუ­შა­ო­ბა.

სა­ე­თე­რო იმი­ჯი

... ჩემს სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ამ იზ­რუ­ნა. სა­ნამ გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­ვი­დო­და, მხატ­ვარ­მა მაკა ჩი­ჩუ­ამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შეგ­ვირ­ჩია სა­მო­სი იმის მი­ხედ­ვით, ვის რა და რო­გო­რი გვიხ­დე­ბო­და, თუმ­ცა გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი გარ­დე­რო­ბიც მო­ვიშ­ვე­ლი­ოთ. ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ძი­რი­თა­დად თა­ვი­სუ­ფალ სა­მოსს ვა­ტა­რებ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ წვე­უ­ლე­ბა­ზე არ მივ­დი­ვარ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ქეთი კეკელია - "მეუღლე ჩემს ყველა გადაცემას უყურებს, მასზე ერთგული მაყურებელი არ მყავს"

ქეთი კეკელია - "მეუღლე ჩემს ყველა გადაცემას უყურებს, მასზე ერთგული მაყურებელი არ მყავს"

ცოტა ხნის წინ "მეცხრე არხზე" შუადღის ეთერში ახალი გადაცემა "ცხელი შუადღე" გამოჩნდა, რომელსაც ქეთი კეკელია, შალვა რამიშვილი და ნატა მაღალაშვილი უძღვებიან. მართალია, გადაცემა უფრო განსხვავებული ფორმატის უნდა ყოფილიყო, მაგრამ "მეცხრე არხზე" შალვას გადასვლამ "ცხელ შუადღეს" პოლიტიკური ელფერი შესძინა, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ამით გადაცემა ყველა ასაკის მაყურებლისთვის უფრო საინტერესო გახდა.

დღის განრიგი

- მას შემდეგ, რაც სამსახურში გავედი, ჩემი დილა უკვე ოდნავ განსხვავებულად იწყება, თუმცა დატვირთვის თვალსაზრისით, დიდად არაფერი შეცვლილა, მანამდეც ძალიან დატვირთული ვიყავი. ჩემი დილა იწყება რვა საათზე მაღვიძარას თანხლებით, ვაღვიძებ ჩემს უფროს ქალიშვილს, რომელიც ჩემს მეუღლეს მიჰყავს სკოლაში. პირველი, რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ ვზრუნავ ჩემი შვილის ჩაცმასა და საუზმეზე. თუ ვახერხებ, ამასობაში ერთ ფინჯან ყავას ვსვამ, თუმცა მირჩევნია, ჯერ ვისაუზმო და მერე დავლიო. 9 საათს რომ 20 წუთი დააკლდება, ვისტუმრებ ქმარ-შვილს და მერე ვიწყებ ზრუნვას ჩემს საუზმეზე. წონის პრობლემა არასდროს მქონია, ამიტომ ჩემი დილის საუზმე ყოველთვის ნოყიერია და იმ ინგრედიენტებისგან შედგება, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს, მაგალითად, მოხარშული კვერცხი და ორცხობილა, ასევე მომწონს ყველი და თურქული ყავა ერთად. ტრადიციად მაქვს დილით ყავის ორჯერ დალევა, არა ორმაგი დოზის, არამედ ორჯერ მირთმევა - ადგომისთანავე მივირთმევ ერთ ჭიქას, სამსახურში წასვლამდე კი მეორეს ვაყოლებ, ამასთანავე ვუყურებ დილის გადაცემებს, როგორც ქართულ, ასევე რუსულ არხებზე. ჩემი განცხრომა გრძელდება დილის 10 საათამდე, სანამ ჩემს პატარა შვილს სძინავს. ათზე ვაღვიძებ და ვამზადებ ბაღში წასასვლელად... ამ დროისთვის ჩემთან მოდის დედა, ცოტა ხანს ვსაუბრობთ, ზემოხსენებულ მეორე ფინჯან ყავას მასთან ერთად მივირთმევ და მერე გავრბივარ ბაღში, საიდანაც სამსახურში ვინაცვლებ.

ტელევიზიაში მისვლისთანავე იწყება ზრუნვა მაკიაჟზე, ვარცხნილობაზე, საეთერო ჩაცმულობაზე. პირველის ნახევარზე ავდივართ სტუდიაში და ვემზადებით ეთერში გასასვლელად...

3 საათის შემდეგ ვგეგმავთ მეორე დღის გადაცემას პროდიუსერებთან ერთად, 5-ის ნახევრისთვის ვთავისუფლდები და მივდივარ ჩემს შვილთან სკოლაში, საიდანაც გავრბივართ ცურვაზე. სანამ ცურვის გაკვეთილი დასრულდება, გამომყავს უმცროსი შვილი ბაღიდან, ვტოვებ სახლში, ვსადილობ თუ ვვახშმობ ამ დროს, უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ამის მერე ისევ ცურვაზე გავრბივარ ნატალის გამოსაყვანად.

ასეთია ჩემი დღის რეჟიმი, სულ გადარბენაზე ვარ, ქუჩაში კი არ დავდივარ, დავრბივარ. საათი ჩემი განუყრელი ატრიბუტია, რადგან სულ მას ვუყურებ, რომ სადმე ადრე არ მივიდე, ან არ დავაგვიანო.

ახალი გადაცემა

... მას შემდეგ, რაც ტელევიზიიდან წამოვედი, სხვადასხვა არხის წარმომადგენლები ხშირად მთავაზობდნენ დილის გადაცემის წამყვანობას, მათ შორის იყო "იმედი", "მეცხრე არხმა" სხვადასხვა დროს ორჯერ დამირეკა, მაგრამ უარი ვთქვი, მეორედ რომ დამიკავშირდნენ, ვუთხარი, შუადღეზე მირჩევნია მუშაობა-მეთქი. ხანდახან ისე ხდება, რომ ხვდები, ამ სფეროში შენი თავი ამოწურე და გინდა სხვა საქმე აკეთო, სწორედ ეს განცდა დამეუფლა და ამიტომ წამოვედი "პირველი არხიდან", გარდა ამისა, ფიზიკურადაც ძალიან რთულია ყოველდღე დილის 5 საათზე ადგომა და მუშაობა.

2012 წლის ბოლოს "იმედიც" აპირებდა შუადღის გადაცემის გაკეთებას და "მეცხრე არხიც", მაგრამ ამ უკანასკნელმა დაასწრო "იმედს", შემომთავაზა მუშაობა და მეც დავთანხმდი. მივედი დირექტორთან გასაუბრებაზე და იმ დღესვე ყოველგვარი კასტინგის გარეშე გავაფორმეთ ხელშეკრულება. ჩემ თანაწამყვანებად მაშინ სხვა ადამიანები მოიაზრებოდნენ, მაგრამ ორ კვირაში რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, რადგან შალვა რამიშვილი შემოუერთდა "მეცხრე არხს", მოგვიანებით შემოგვემატა ნატა მაღალაშვილი, რომელთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებს, ჩვენ ერთად ვმუშაობდით "პირველ არხზე". ასევე ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო ნატა ასათიანი, მაგრამ მან საინფორმაციო გადაცემის წამყვანად გადაინაცვლა, შედეგად ამ სამ ადამიანს მიგვყავს გადაცემა.

თავიდან "ცხელი შუადღე" სრულიად აპოლიტიკური უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან ამ ყველაფერში შალვა ჩაერთო, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა პოლიტიკამ, იმავდროულად ჩემი და ნატას იდეები შეერწყა, შედეგად კი მივიღეთ გადაცემა, რომელიც ყველა ასაკის მაყურებელს დააინტერესებს.

...სამივე წამყვანს გვყავს პირადი პროდიუსერი, კვირის ბოლოს მათთან ერთად ვგეგმავთ, რაზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი მომავალ სამუშაო კვირას. რასაკვირველია, ხანდახან გვიწევს გადახვევა, მაგრამ ძირითადად მაინც ვიცით, წინასწარ რაზე ვისაუბრებთ.

...მართალია, როცა ამბობენ, კამერამ მონატრება იცისო, მქონდა ორწლიანი პაუზა, მაგრამ ოჯახზე ზრუნვამ მარტივად გადამატანინა ეს ნოსტალგია. რაც შეეხება პირველ ეთერს პაუზის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ღია ეთერში ვმუშაობდი და დღესაც ამ რეჟიმში ვარ, რასაკვირველია, ვღელავდი. საერთოდ, არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი განცდა არ აქვთ ეთერში გასვლის წინ, ღელვა ყოველთვის ახლავს ეთერს; მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პირველ გადაცემაზე ისე შევედით ეთერში, არაფერზე მინერვიულია, რაც ჩემი თანაწამყვანების დამსახურებაცაა, ძალიან კომფორტულია მათთან ურთიერთობა, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ვიცი, რაზე როგორი რეაქცია ექნებათ და არ მიჭირს მათთან მუშაობა.

საეთერო იმიჯი

... ჩემს სატელევიზიო ჩაცმულობაზე ტელევიზიამ იზრუნა. სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, მხატვარმა მაკა ჩიჩუამ ინდივიდუალურად შეგვირჩია სამოსი იმის მიხედვით, ვის რა და როგორი გვიხდებოდა, თუმცა გვაქვს საშუალება, საკუთარი გარდერობიც მოვიშველიოთ. ყოველდღიურობაში ძირითადად თავისუფალ სამოსს ვატარებ, იმ შემთხვევაში, თუ წვეულებაზე არ მივდივარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები