ბრუს და ჯენიფერ ჰენდერსონების ძაღლი, სახელად არბორი ხატავს. მისი ნამუშევრები 300 გირვანქა სტერლინგად იყიდება.
პატრონებმა ლას-ვეგასში წვიმაში მოხეტიალე ძაღლი იპოვეს, შეეცოდათ და შეიფარეს. მოგვიანებით კი ცხოველი ოჯახის სრულუფლებიან წევრად იქცა. ჯენიფერის თქმით, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ძაღლი მხატვარი გახდებოდა.
"როცა მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ ჩვენი ძაღლი ხატავდა, ყველა ფიქრობდა, რომ შევიშალე. იძულებული გამხადეს, ისინი სახლში დამეპატიჟა; ძალიან საინტერესოა კბილებით ფუნჯს ჩაბღაუჭებული არბორი", - ამბობს ბრუსი.
გაყიდული ნახატებით შემოსულ თანხას არბორის პატრონები ჩრდილოეთ კაროლინაში არსებულ ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციაში რიცხავენ.
მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.