მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The National Interest - აფხაზეთი – კომფორტული კონფლიქტური ზონა
The National Interest - აფხაზეთი – კომფორტული კონფლიქტური ზონა

"აფხა­ზე­თი – კომ­ფორ­ტუ­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი ზონა", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს The National Interest "კარ­ნე­გის ცენ­ტრის" ექ­სპერ­ტის, კავ­კა­სი­ის მკლე­ვა­რის თო­მას დე ვა­ა­ლის სტა­ტი­ას აფხა­ზეთ­ზე.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ჩა­სულს ერთი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტყვა მოს­დის თავ­ში – მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი.

"აფხა­ზე­თი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. სო­ხუმ­ში ახალ­შე­კე­თე­ბულ გზებს მი­ვუყ­ვე­ბი, მთე­ლი ქა­ლა­ქის გარ­შე­მო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მა­ღა­ზი­ე­ბი ღიაა, ქუ­ჩებს სა­რეკ­ლა­მო სტენ­დე­ბი ამ­შვე­ნებს. სა­ნა­პი­რო­ზე კი რუსი ტუ­რის­ტე­ბი გა­ზა­ფხუ­ლის მშვე­ნი­ე­რი ამინ­დით ტკბე­ბი­ან", - წერს თო­მას დე ვა­ა­ლი და დას­ძენს, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში კვლა­ვაც რჩე­ბა 1992-93 წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო-აფხა­ზეთს ომის შემ­დეგ, გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა ეპო­ქის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა.

"აფხა­ზი ხალ­ხი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. 2011 წლის არ­ჩევ­ნებ­ში პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, აფხა­ზე­თი უფრო მეტ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს იმ და­სავ­ლურ ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ თბი­ლისს. აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი და­ი­მუქ­რა, რომ იმ უცხო­ე­ულ დიპ­ლო­მა­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს აღი­ა­რე­ბენ, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლის უფ­ლე­ბას შე­უ­ჩე­რებ­და", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მი­უ­ხე­და­ვად მუ­ქა­რი­სა, ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის დიპ­ლო­მატს ჯე­რაც უშ­ვე­ბენ აფხა­ზეთ­ში, მაგ­რამ მათი რი­ცხვი მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და. ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტი კი აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის ასეთ მიდ­გო­მას "თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას" უწო­დებს. თუმ­ცა, სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, რომ დე-ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვი­ა­ჩეს­ლავ ჩი­რი­კბა ამ მო­საზ­რე­ბას უარ­ყოფს.

"რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ უწო­დოთ ჩა­კე­ტი­ლი ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც გა­სულ წელს შვიდ მი­ლი­ონ­ზე მეტი ვი­ზი­ტო­რი ჰყავ­და?", - აცხა­დებს ჩი­რი­კბა და დას­ძენს, რომ რუსი ტუ­რის­ტე­ბის გარ­და, ქვე­ყა­ნას სხვა ვი­ზი­ტო­რე­ბიც ჰყავ­და.

თო­მას დე ვა­ალ­თან სა­უბ­რი­სას აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა დე-ფაქ­ტო მი­ნის­ტრი ასე­ვე აცხა­დებს, რომ აფხა­ზე­თი არ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია და იქ ვერც ერთ ოკუ­პანტს ვერ შე­ნიშ­ნავთ.

"უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­ხვდნენ, მხო­ლოდ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას ვნა­ხე. მაგ­რამ რო­გორც არ უნდა იყოს, რუ­სუ­ლი კონ­ტრო­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსუ­ბუ­ქად, მაგ­რამ მა­ინც არ­სე­ბობს", - წერს "კარ­ნე­გის ცენ­ტრის" ექ­სპერ­ტი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კურ დო­მი­ნან­ტო­ბა­ზე არა­ვინ და­ვობს. გზე­ბის, სკო­ლე­ბის, სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა სწო­რედ რუ­სუ­ლი ფონ­დე­ბი­დან ხდე­ბა. გარ­და ამი­სა, აფხაზ პენ­სი­ო­ნე­რებს პენ­სი­ას რუ­სე­თი უხ­დის.

რო­გორც თო­მას დე ვა­ა­ლი წერს, აფხა­ზეთ­ში მწვა­ვე დე­ბა­ტე­ბი მი­დის იმ სა­კი­თხზე, უნდა გა­ი­ცეს თუ არა გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ ქარ­თვე­ლებ­ზე აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბი.

"იმის გან­ხილ­ვა­საც მოვ­კა­რი ყური, იქ­ნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა, თუ უმ­ჯო­ბე­სია აქ­ცენ­ტი მე­სა­მე დო­ნის ქვეყ­ნებ­ზე გა­კეთ­დეს", - წერს თო­მას დე ვა­ა­ლი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მე­მარ­ჯვე­ნე ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი მხარს უჭე­რენ აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბის გა­ცე­მას და ცდი­ლო­ბენ, აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მი­აღ­წი­ონ.

"ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 20 ათა­სი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­თაც აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი მი­ი­ღეს, ნი­შა­ნია იმ აფხა­ზუ­რი სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექ­ტი­სა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე კო­სო­ვო­ში მი­ი­ღეს - "ჯერ სტან­და­ტე­ბი, მერე სტა­ტუ­სე­ბი". კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი კი უარს ამ­ბო­ბენ ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბის გა­ცე­მა­ზე და თბი­ლის­თან რა­ი­მე სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე", - წერს თო­მას დე ვა­ა­ლი და აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის, სტა­ნის­ლავ ლა­კო­ბას კო­მენ­ტარს დას­ძენს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ გალ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბის გა­ცე­მა აფხა­ზე­თის "გა­ნად­გუ­რე­ბას" გა­მო­იწ­ვევს.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო მსგავს და­პი­რის­პი­რე­ბულ მო­საზ­რე­ბებს ვერ მო­ის­მენთ და აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

თუმ­ცა სა­კი­თხი­სად­მი მდგო­მა, - წერს თო­მას დე ვა­ა­ლი, - გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ეძებ­და უა­რის თქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის. ჩვენ კი მათ­თვის "დიახ"-ის თქმის მი­ზე­ზებს ვე­ძებთ, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრის პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

რო­გორც კავ­კა­სი­ის მკვლე­ვა­რი აღ­ნიშ­ნავს, ამ ყვე­ლა­ფერს მცი­რე, მაგ­რამ შე­დე­გი მა­ინც მოჰ­ყვა – გა­სულ კვი­რას ენ­გურ­ზე ორი ახა­ლი და­მა­ტე­ბი­თი გამ­შვე­ბი პუნ­ქტი გა­იხ­სნა; სა­ბო­ლო­ოდ მხა­რე­ებ­მა ერ­თად და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა ერ­თობ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც ომის დროს და­კარ­გუ­ლებ­სა და ცო­ცხლად და­კა­ვე­ბუ­ლებს ეხე­ბა.

"მაგ­რამ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კრი­ტი­კის სა­გა­ნია. ისი­ნი ამას რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვენ", - წერს თო­მას დე ვა­ა­ლი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზე­თი-სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის აფხა­ზე­თის ნა­წი­ლის სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლის აღ­დგე­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს იდეა ცოტა ხნის წინ წა­მოჭ­რა, თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ა­წყდა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან. მაგ­რამ რუ­სე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­უ­ჭერს მხარს ან გა­უ­წევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რე­გი­ო­ნულ პრო­ექტს, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა რე­გი­ო­ნის დაშ­ლი­ლი ნა­წი­ლე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნოს. ყვე­ლა­ფე­რი ეს ერთ რა­მე­ზე მი­უ­თი­თებს - თუ რო­გორ კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს ყვე­ლა იმ სტა­ტუს ქვოს­თან, რო­მე­ლიც ჯე­რაც გრძელ­ვა­დი­ა­ნი დის­კომ­ფორ­ტია აფხა­ზე­ბის­თვის, ქარ­თვე­ლე­ბი­სა და სხვე­ბის­თვის", - წერს "კარ­ნე­გის ცენ­ტრის" ექ­სპერ­ტი თო­მას დე ვა­ა­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The National Interest-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

The National Interest - აფხაზეთი – კომფორტული კონფლიქტური ზონა

The National Interest - აფხაზეთი – კომფორტული კონფლიქტური ზონა

"აფხაზეთი – კომფორტული კონფლიქტური ზონა", - ამ სათაურით აქვეყნებს The National Interest "კარნეგის ცენტრის" ექსპერტის, კავკასიის მკლევარის თომას დე ვაალის სტატიას აფხაზეთზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, კონფლიქტის ზონაში ჩასულს ერთი საინტერესო სიტყვა მოსდის თავში – მოწესრიგებული.

"აფხაზეთი მოწესრიგებულად გამოიყურება. სოხუმში ახალშეკეთებულ გზებს მივუყვები, მთელი ქალაქის გარშემო მშენებლობები მიმდინარეობს, მაღაზიები ღიაა, ქუჩებს სარეკლამო სტენდები ამშვენებს. სანაპიროზე კი რუსი ტურისტები გაზაფხულის მშვენიერი ამინდით ტკბებიან", - წერს თომას დე ვაალი და დასძენს, რომ ქალაქის ცენტრში კვლავაც რჩება 1992-93 წლებში, საქართველო-აფხაზეთს ომის შემდეგ, გაპარტახებული საბჭოთა ეპოქის პარლამენტის შენობა.

"აფხაზი ხალხი ამჟამინდელი სიტუაციით თავს კომფორტულად გრძნობს. 2011 წლის არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის გამარჯვების შემდეგ, აფხაზეთი უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს იმ დასავლურ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ თბილისს. აფხაზეთის ხელისუფლებამ კი დაიმუქრა, რომ იმ უცხოეულ დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებენ, ტერიტორიაზე შესვლის უფლებას შეუჩერებდა", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად მუქარისა, ზოგიერთი ქვეყნის დიპლომატს ჯერაც უშვებენ აფხაზეთში, მაგრამ მათი რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი კი აფხაზეთის მთავრობის ასეთ მიდგომას "თვითიზოლაციას" უწოდებს. თუმცა, სტატიის ავტორი წერს, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ამ მოსაზრებას უარყოფს.

"როგორ შეგიძლიათ უწოდოთ ჩაკეტილი ქვეყანას, რომელსაც გასულ წელს შვიდ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა?", - აცხადებს ჩირიკბა და დასძენს, რომ რუსი ტურისტების გარდა, ქვეყანას სხვა ვიზიტორებიც ჰყავდა.

თომას დე ვაალთან საუბრისას აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრი ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთი არ არის ოკუპირებული ტერიტორია და იქ ვერც ერთ ოკუპანტს ვერ შენიშნავთ.

"უნდა აღვნიშნო, რომ რუსი ჯარისკაცები, რომელიც აფხაზეთში 3 დღის განმავლობაში შემხვდნენ, მხოლოდ საზღვრის გადაკვეთისას ვნახე. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, რუსული კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე მსუბუქად, მაგრამ მაინც არსებობს", - წერს "კარნეგის ცენტრის" ექსპერტი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკურ დომინანტობაზე არავინ დავობს. გზების, სკოლების, სამთავრობო შენობებისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსება სწორედ რუსული ფონდებიდან ხდება. გარდა ამისა, აფხაზ პენსიონერებს პენსიას რუსეთი უხდის.

როგორც თომას დე ვაალი წერს, აფხაზეთში მწვავე დებატები მიდის იმ საკითხზე, უნდა გაიცეს თუ არა გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე აფხაზური პასპორტები.

"იმის განხილვასაც მოვკარი ყური, იქნება თუ არა საქართველოსთვის მომგებიანი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, თუ უმჯობესია აქცენტი მესამე დონის ქვეყნებზე გაკეთდეს", - წერს თომას დე ვაალი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მემარჯვენე ლეიბორისტები მხარს უჭერენ აფხაზური პასპორტების გაცემას და ცდილობენ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს მხრიდან მიაღწიონ.

"ისინი მიიჩნევენ, რომ 20 ათასი ქართველი, რომელთაც აფხაზური პასპორტი მიიღეს, ნიშანია იმ აფხაზური სახელმწიფო პროექტისა, რომელიც თავის დროზე კოსოვოში მიიღეს - "ჯერ სტანდატები, მერე სტატუსები". კონსერვატორები კი უარს ამბობენ ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემაზე და თბილისთან რაიმე სახის ურთიერთობაზე", - წერს თომას დე ვაალი და აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სტანისლავ ლაკობას კომენტარს დასძენს, რომელიც აცხადებს, რომ გალში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა აფხაზეთის "განადგურებას" გამოიწვევს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ამ საკითხის გარშემო მსგავს დაპირისპირებულ მოსაზრებებს ვერ მოისმენთ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დღის წესრიგში არ დგას.

თუმცა საკითხისადმი მდგომა, - წერს თომას დე ვაალი, - განსხვავებულია საქართველოს ამჟამინდელ და წინა ხელისუფლების მხრიდან.

"სააკაშვილი ყოველთვის ეძებდა უარის თქმის შესაძლებლობას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის. ჩვენ კი მათთვის "დიახ"-ის თქმის მიზეზებს ვეძებთ, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს", - ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებს.

როგორც კავკასიის მკვლევარი აღნიშნავს, ამ ყველაფერს მცირე, მაგრამ შედეგი მაინც მოჰყვა – გასულ კვირას ენგურზე ორი ახალი დამატებითი გამშვები პუნქტი გაიხსნა; საბოლოოდ მხარეებმა ერთად დაიწყეს მუშაობა ერთობ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ომის დროს დაკარგულებსა და ცოცხლად დაკავებულებს ეხება.

"მაგრამ ახალი ხელისუფლების მიერ კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა ახალი ინიციატივა "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის საგანია. ისინი ამას რუსეთის ინტერესების კაპიტულაციად მიიჩნევენ", - წერს თომას დე ვაალი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთი-საქართველოს მომავალი ურთიერთობებისთვის მომგებიანი იქნება რუსეთ-საქართველო-სომხეთის აფხაზეთის ნაწილის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა.

"საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ეს იდეა ცოტა ხნის წინ წამოჭრა, თუმცა წინააღმდეგობას წააწყდა აზერბაიჯანისა და ქართული ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ რუსებისა და აფხაზების მოწონება დაიმსახურა. ნიშანდობლივია, რამდენი ადამიანი დაუჭერს მხარს ან გაუწევს წინააღმდეგობას რეგიონულ პროექტს, რომელმაც შესაძლოა რეგიონის დაშლილი ნაწილები გააერთიანოს. ყველაფერი ეს ერთ რამეზე მიუთითებს - თუ როგორ კომფორტულად გრძნობს თავს ყველა იმ სტატუს ქვოსთან, რომელიც ჯერაც გრძელვადიანი დისკომფორტია აფხაზებისთვის, ქართველებისა და სხვებისთვის", - წერს "კარნეგის ცენტრის" ექსპერტი თომას დე ვაალი.

მომზადებულია The National Interest-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"