მიუხედავად იმისა, რომ ვადაგასული კოსმეტიკის გამოყენება კანის პრობლემებს იწვევს, ქალების უმეტესობა მას მაინც მოიხმარს. Debenhams-ის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ქალების 57,7% -ის კოსმეტიკურ ჩანთებში ვადაგასული კოსმეტიკა ინახება. კოსმეტიკას გადაყრა ქალებს ენანებათ, მაგრამ მან შესაძლოა კანზე გამონაყარი და თვალების ინფექცია გამოიწვიოს.
Debenhams-ის წარმომადგენელის ლიზა ბრეტის თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალების 73%-მა საკუთარი კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადა არც კი იცის.
ქალების ერთი მესამედი თვალის ვადაგასულ ლაინერს იყენებს. 22% ტონალურ საცხს წელიწადზე მეტხანს ინახავს. 7% კი ჩრდილებს - 6 წელზე მეტხანს, მაშინ როცა ოფიციალური შენახვის ვადა 12 თვეა. ექსპერტების აზრით, ასეთი ეკონომია ქალებს ძვირად უჯდებათ. ისინი კანის პრობლემებს ებრძვიან, მაშინ როცა მხოლოდ კოსმეტიკის განახლებაა საჭირო.
მომზადებულია The Times of India-ს მიხედვით.