თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­ი: "მე­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლებს დუ­მი­ლის სა­ნაც­ვლოდ ფულს უხ­დი­და"

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­ი: "მე­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლებს დუ­მი­ლის სა­ნაც­ვლოდ ფულს უხ­დი­და"

მთა­ვარ­მა პრო­კურა­ტუ­რამ შს მი­ნისტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილის სი­მამ­რის, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალ თამაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე რამდენიმე პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­კა­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მათ თა­მა­ზაშ­ვი­ლის­თვის ია­რა­ღის ჩა­დე­ბის, ყალ­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის­თვის ბრა­ლი წაუყენა. და­კა­ვე­ბამ­დე პო­ლი­ცი­ელ­თა ჯგუფ­მა გა­ავ­რცე­ლა განცხადება, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მათ პრო­კუ­რა­ტუ­რა აშან­ტა­ჟებ­და - აი­ძუ­ლებ­და ეღი­ა­რე­ბი­ნათ, რომ თა­მა­ზაშ­ვილს ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ია­რა­ღი მათ ჩა­უ­დეს. პო­ლი­ცი­ელ­თა და­კა­ვე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა - ზოგ­მა ეს პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშ­სწო­რე­ბად მო­ნათ­ლა, ზო­გი კი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბამ იზე­ი­მა. პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამ სა­კითხ­ით და­ვიწყ­ეთ.

- დი­ახ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ა­კა­ვა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში უკა­ნო­ნოდ და­მა­კა­ვეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ ჩე­მი და­პა­ტიმ­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით მოხ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩე­მი სი­ძე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან მუ­შა­ობ­და და ჩე­მი და­კა­ვე­ბით შე­ე­ცად­ნენ მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას. თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მცდე­ლო­ბა, მო­რა­ლუ­რად წელ­ში გა­ვე­ტე­ხეთ მეც და ჩე­მი სი­ძეც, უშე­დე­გოდ დას­რულ­და. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცი, რომ მე, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რა­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე და­ნა­შა­ულს ვებ­რძო­დი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა და­მა­კა­ვა იმ და­ნა­შა­ულ­ზე, რაც სა­ერ­თოდ არ ჩა­მი­დე­ნი­ა. ყვე­ლა იმ პო­ლი­ცი­ელ­მა, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ სი­ბინ­ძუ­რე­ში - ია­რა­ღის ჩა­დე­ბა­ში, რაც შემ­დეგ ჩე­მი და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და - კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით უნ­და აგოს პა­სუ­ხი. ზო­გი­ერ­თე­ბის ჭკუ­ით, რად­გა­ნაც მე შს მი­ნის­ტრის სი­მამ­რი ვარ, ამი­ტომ ჩემს უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე და დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბი არ უნ­და და­ი­სა­ჯონ, თუ რა­შია საქ­მე? ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ოჯა­ხის წევ­რის­თვის მსგავ­სი რამ რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ვინ­მეს, იმა­ვე დღეს ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­სა და პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვის გა­რე­შე არ შეყ­რი­და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ცია ყვე­ლას ცი­ხე­ში? ახ­ლა, არა­ვინ მითხ­რას, ამას რო­გორ იკად­რებ­და­ო! ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელ­მა, ვინც ჩემს და­კა­ვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და, რა­საც აკე­თებ­და, რომ ჩე­მი და­კა­ვე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თა იყო. ეს ჩე­მი სი­ძის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­სა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად გა­ა­კე­თეს. ამ­ჯე­რა­დაც ჩე­მი სი­ძის სა­ხე­ლით აპე­ლი­რე­ბენ, თით­ქოს მე ამი­ტომ უნ­და ვა­პა­ტიო მათ ეს სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ჯერ ერ­თი, ყვე­ლა მათ­გა­ნი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც მუ­შა­ობ­და და ამის­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან არ და­უთხ­ო­ვი­ათ. პი­რი­ქით, კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში კი­კა­ლიშ­ვი­ლი და ჭაია და­ა­წი­ნა­უ­რეს კი­დეც. შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ გახ­ლავთ შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი, ის წე­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი პი­როვ­ნე­ბაა და თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რის ან ახ­ლობ­ლის გა­მო ვინ­მეს უსა­მარ­თლოდ არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს სამ­სა­ხუ­რი­დან. უკა­ნო­ნო­ბის პე­რი­ო­დი დამ­თავ­რდა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვიდ­რე გა­მო­ძი­ე­ბამ ჩემს უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა შე­სა­ხებ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ შე­აგ­რო­ვა, მა­ნამ­დე არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ქმე­დე­ბას, თუ რა­ტომ ჩა­ი­დი­ნეს ეს უკა­ნო­ნო­ბა და რა­ტომ გა­მი­მე­ტეს ასე­თი სი­სას­ტი­კის­თვის, ეს თა­ვად მათ იცი­ან. ალ­ბათ, ეგო­ნათ, ისევ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი დაბ­რუნ­დე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიო და ყვე­ლა­ფერ უკად­რე­ბელს, რა­საც მე­რა­ბიშ­ვი­ლი ავა­ლებ­დათ, კად­რუ­ლობ­დნენ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მო­იქ­ცა ისე, რო­გორც ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა და­უკ­ვე­თეს და არა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. მათ შე­ას­რუ­ლეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბა და ნაც­ვლად იმი­სა, რომ კა­ცუ­რად ეთ­ქვათ, შევ­ცდით და გვა­პა­ტი­ე­თო, კი­დევ აქეთ და­იწყ­ეს სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა - პრო­კუ­რა­ტუ­რა გვა­ვა­ლებს, ტყუ­ი­ლი ვთქვათ, თით­ქოს თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილს ია­რა­ღი ჩა­ვუ­დე­თო. ჰო­და, ახ­ლა თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა მი­ი­ღოს ის, რაც კა­ნო­ნით ეკუთ­ვნის. ბო­ლოს და ბო­ლოს 7 თვე გა­ვი­და და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბის მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით დად­გინ­და მა­თი და­ნა­შა­უ­ლი.­ რო­გორც ვი­ცი, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი თით­ქოს სი­მარ­თლის თქმას აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ რო­ცა ია­რა­ღის ჩა­დე­ბის თე­მა­ზე უნ­და და­ე­წე­რათ ჩვე­ნე­ბა, ბო­ლო მო­მენ­ტში თავს იკა­ვებ­დნენ. მა­თი დი­რი­ჟო­რი იყო ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნებს ხვდე­ბო­და და ერ­თად აწყ­ობ­დნენ გეგ­მებს, რო­გორ და­ეძ­ვრი­ნათ თა­ვი, რა ჩვე­ნე­ბე­ბი მი­ე­ცათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბით ხდე­ბო­და. ჩემს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა სი­ბინ­ძუ­რის ერ­თ-ერ­თი შე­მოქ­მე­დი გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გახ­ლავთ. რა უნ­და ვთქვა ისეთ კაც­ზე, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად "ბო­რო­ტა" შე­არ­ქვეს, ამით ამა­ყობს კი­დეც - მე ბო­რო­ტა ვა­რო! მაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და მე­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლებს ფულს უხ­დიდ­ნენ, რომ არა­ფე­რი ეთ­ქვათ. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ნი არ­სე­ბობს და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი აქვს, თა­ვად­ვე წა­რუდ­გე­ნენ ალ­ბათ, გა­მო­ძი­ე­ბას. გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გავ­ლე­ნით და ძა­ლის­ხმე­ვით გა­მო­დი­ო­და გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ათას სი­ბინ­ძუ­რეს ამ­ბობ­და ჩემ­ზე მი­ხე­ილ სა­კაშ­ვი­ლის სა­ა­მებ­ლად. ვინც მე და ჩე­მი ოჯა­ხი შე­უ­რაცხ­გვყო, ყვე­ლას ვუ­ჩივ­ლებ, არა­ვის ვა­პა­ტი­ებ იმ ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ას, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა რე­ჟიმ­მა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მა და გა­ნა­ხო­ცი­ე­ლა კი­დეც. სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის გა­მო და მი­სი უშუ­ა­ლო ხელ­შეწყ­ო­ბით მე ცი­ხე­ში ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ვი­ა­რე. ჩემ­თან ერ­თად გა­მო­ი­ა­რა დამ­ცი­რე­ბა და შე­უ­რაცხ­ყო­ფა ჩემ­მა ოჯახ­მაც. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თით­ქმის ყვე­ლა ლი­დე­რი და თვით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც ტე­ლე­ე­თე­რით მთე­ლი ქვეყ­ნის გა­სა­გო­ნად ლან­ძღავ­და ჩემს ოჯახს. პი­რო­ბას ვაძ­ლევ სა­ზო­გა­დო­ე­ბას "ყვე­ლა სი­ახ­ლის" სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ არც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ვა­პა­ტი­ებ ამას. კი­დევ ჰყოფ­ნით ნა­ცი­ო­ნა­ლებს და მათ მხარ­დამ­ჭე­რებს სინ­დი­სი და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჩე­მი შვი­ლის, ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ათას სი­ბინ­ძუ­რეს და სი­სუ­ლე­ლეს ავ­რცე­ლე­ბენ. თუ­კი ვინ­მეს რა­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს იმ სი­ბინ­ძუ­რის შე­სა­ხებ, რა­საც ავ­რცე­ლე­ბენ, კი ბა­ტო­ნო, წარ­მო­ად­გი­ნონ, მი­ი­ტა­ნონ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, თუ არა და, თა­ვი და­ა­ნე­ბონ ჭო­რა­ო­ბას. თუმ­ცა, რას მი­ი­ტა­ნენ, რაც ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს?

- რო­გორც თქვე­ნი სა­უბ­რი­დან ირ­კვე­ვა, ჩი­ვილს აპი­რებთ.

- ვუ­ჩი­ვი პირ­ველ რიგ­ში ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ასე­ვე ვა­პი­რებ ვუ­ჩივ­ლო ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს იმ კა­ნონ­სა­წი­ნააღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის გა­მო, რა­საც ისი­ნი სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მა­ში ჩე­მი და ჩე­მი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ავ­რცე­ლებ­დნენ, ასე­ვე მინ­და ვუ­ჩივ­ლო გი­გა ნა­სა­რი­ძეს, რო­მე­ლიც ასე­ვე ავ­რცე­ლებ­და ვი­დე­ოკ­ლი­პებს, სა­დაც მე კრი­მი­ნა­ლად, ნარ­კო­მო­ვაჭ­რედ და სა­შიშ დამ­ნა­შა­ვედ ვი­ყა­ვი გა­მოყ­ვა­ნი­ლი. ამ კლი­პე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, გი­გა ნა­სა­რი­ძე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს აფ­რთხი­ლებ­და, რომ მე ვი­ყა­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში ადა­მი­ა­ნი და მხა­რი არ უნ­და და­ე­ჭი­რათ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­თვის, რო­მელ­თა­ნაც ჩე­მი სა­ხე­ლი ასო­ცირ­დე­ბო­და. ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებ პრო­ბა­ცი­ი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყო­ფილ მი­ნისტრ ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს და კი­დევ მრა­ვალ სხვას, ვინც არ ის­ვე­ნებს და კვლავ გა­ნაგ­რძობს ჩე­მი და ჩე­მი ოჯა­ხის შე­უ­რაცხ­ყო­ფას. არ მინ­და ვინ­მე გა­მომ­რჩეს და "ვაწყ­ე­ნი­ნო", ამი­ტომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მე და ჩე­მი ადვო­კა­ტე­ბი ჩა­ვუჯ­დე­ბით თი­თო­ე­ულ საქ­მეს და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ვი­ტანთ სარ­ჩელს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის და ზემოთ დასახელებულ პირ­თა მი­მართ თან­დარ­თუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით.

- რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი მოთხ­ოვ­ნა, მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანაზღ­ა­უ­რე­ბა?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში... რად მინ­და მი­ხე­ილ საა­კაშ­ვი­ლის ბინ­ძუ­რი და ჭუჭყ­ი­ა­ნი ფუ­ლი? ფუ­ლით შე­იძ­ლე­ბა იმის გა­მოს­ყიდ­ვა, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა რე­ჟიმ­მა ჩე­მი და ჩე­მი ოჯახის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ი­დი­ნა? მათ­ პა­სუ­ხი უნ­და აგონ კა­ნო­ნის მთე­ლი­­ სიმ­კაც­რით და უნ­და მოხ­ვდნენ ცი­ხე­ში.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ