მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
SKYRANGER - ზურგჩანთით სატარებელი კომპაქტური უპილოტო
SKYRANGER - ზურგჩანთით სატარებელი კომპაქტური უპილოტო

კომ­პა­ნია Aeryon Labs-მა ახა­ლი ტი­პის კომ­პაქ­ტუ­რი უპი­ლო­ტო შექ­მნა, რო­მელ­საც ფრე­ნა ძლი­ე­რი ქა­რი­სა და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­შიც შე­უძ­ლია.

საფ­რე­ნი აპა­რა­ტი სა­ხე­ლად SkyRanger დაშ­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ზურგჩან­თით გა­და­აქვთ. მის აწყო­ბა­სა და ჰა­ერ­ში გაშ­ვე­ბას ნა­ხე­ვა­რი წუ­თიც არ სჭირ­დე­ბა. უპი­ლო­ტოს ფრე­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 65 კმ/სთ-ის ქა­რის პი­რო­ბებ­შიც შე­უძ­ლია. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი სხვა­ო­ბა, რომ­ლის დი­ა­პა­ზონ­შიც აპა­რა­ტი გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს -30-დან +50 გრა­დუ­სამ­დე მერ­ყე­ობს.

უპი­ლო­ტოს მაქ­სი­მა­ლუ­რი მასა მხო­ლოდ 2,4 კგ-ია. და­კე­ცილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მისი სიგ­რძე 50 სან­ტი­მეტრს არ აღე­მა­ტე­ბა. საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ვი­დე­ო­კა­მე­რა და სა­თა­და­რი­გო ხელ­სა­წყო­ე­ბიც ასე­ვე ზურგჩან­თა­ში თავ­სე­ბა.

აფ­რე­ნა-დაფ­რე­ნის პრო­ცე­დუ­რას SkyRanger ვერ­ტი­კა­ლუ­რად ახორ­ცი­ე­ლებს. უპი­ლო­ტო აკუ­მუ­ლა­ტო­რით "იკ­ვე­ბე­ბა", რო­მე­ლიც მას უწყვე­ტი ფრე­ნის შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას 50 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აძ­ლევს. ოპე­რა­ტორს მისი მარ­თვა და ფრე­ნის კურ­სის შეც­ვლა სენ­სო­რულ ეკ­რა­ნი­ა­ნი პლან­შე­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი­დან შე­უძ­ლია.

სა­სარ­გებ­ლო დატ­ვირ­თვის სა­ხით უპი­ლო­ტო SkyRanger-ზე თითო - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ინფრა­წი­თე­ლი ხედ­ვის კა­მე­რე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი. მი­წა­ზე მყო­ფი ოპე­რა­ტო­რის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­შიფ­რუ­ლი არ­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ Popmech.ru-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

SKYRANGER - ზურგჩანთით სატარებელი კომპაქტური უპილოტო

SKYRANGER - ზურგჩანთით სატარებელი კომპაქტური უპილოტო

კომპანია Aeryon Labs-მა ახალი ტიპის კომპაქტური უპილოტო შექმნა, რომელსაც ფრენა ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის პირობებშიც შეუძლია.

საფრენი აპარატი სახელად SkyRanger დაშლილ მდგომარეობაში ზურგჩანთით გადააქვთ. მის აწყობასა და ჰაერში გაშვებას ნახევარი წუთიც არ სჭირდება. უპილოტოს ფრენის განხორციელება 65 კმ/სთ-ის ქარის პირობებშიც შეუძლია. მაქსიმალური ტემპერატურული სხვაობა, რომლის დიაპაზონშიც აპარატი გამართულად ფუნქციონირებს -30-დან +50 გრადუსამდე მერყეობს.

უპილოტოს მაქსიმალური მასა მხოლოდ 2,4 კგ-ია. დაკეცილ მდგომარეობაში მისი სიგრძე 50 სანტიმეტრს არ აღემატება. საფრენი აპარატის ვიდეოკამერა და სათადარიგო ხელსაწყოებიც ასევე ზურგჩანთაში თავსება.

აფრენა-დაფრენის პროცედურას SkyRanger ვერტიკალურად ახორციელებს. უპილოტო აკუმულატორით "იკვებება", რომელიც მას უწყვეტი ფრენის შესრულების საშუალებას 50 წუთის განმავლობაში აძლევს. ოპერატორს მისი მართვა და ფრენის კურსის შეცვლა სენსორულ ეკრანიანი პლანშეტური კომპიუტერიდან შეუძლია.

სასარგებლო დატვირთვის სახით უპილოტო SkyRanger-ზე თითო - ჩვეულებრივი და ინფრაწითელი ხედვის კამერებია განთავსებული. მიწაზე მყოფი ოპერატორისთვის ინფორმაციის გადაცემა სპეციალური დაშიფრული არხის საშუალებით ხდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ Popmech.ru-ის მიხედვით

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე