მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟან კლოდ მინიონმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ჟურნალისტებისგან შეიტყო
ჟან კლოდ მინიონმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ჟურნალისტებისგან შეიტყო

ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი ჟან კლოდ მი­ნი­ო­ნი აცხა­დებს, რომ დი­ცის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს, თუმ­ცა, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მან მი­ნი­ო­ნი ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა­ზე საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნა.

რო­გორც პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ჟან კლოდ მი­ნი­ონ­მა გა­ნა­ცხა­და, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლამ­დე მან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან და არც პრე­ზი­დენ­ტთან და არც პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­თან ეს სა­კი­თხი არ გა­ნუ­ხი­ლავს. "ეს ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და და თქვენ­გან გა­ვი­გე", - მი­მარ­თა მი­ნი­ონ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ამას­თან, მან პი­რო­ბა დადო, რომ ამ სა­კი­თხზე ისა­უბ­რებს იმ მი­ნის­ტრთან, რო­მელ­თა­ნაც ის ახლა მარ­თავს შეხ­ვედ­რას და ეს მი­ნის­ტრია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

"ეს არის ის მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მელ­ზეც ჩვენ ვერ გავ­ჩუმ­დე­ბით და აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას. თუკი ეს და­დას­ტურ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, დავ­გმობთ ამას, თუმ­ცა ნება მო­მე­ცით, ფრთხი­ლად ვიყო იმ სა­კი­თხზე, რო­მელ­ზეც ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ", - აღ­ნიშ­ნა მი­ნი­ონ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილს, რო­გორც მან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ერთ-ერთი სა­კი­თხი სწო­რედ ეს სა­კი­თხი იყო დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე. "ჩემ­გან ბა­ტო­ნი მი­ნი­ო­ნი იყო ამ სა­კი­თხზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. მა­ნამ­დე ჰქონ­და თუ არა ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, არ ვიცი", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

555
0

ჰააააააა ჰაააააა ჰაააააააა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ჟან კლოდ მინიონმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ჟურნალისტებისგან შეიტყო

ჟან კლოდ მინიონმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ჟურნალისტებისგან შეიტყო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი აცხადებს, რომ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლებაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ მან მინიონი ამ ფაქტთან დაკავშირებით შეხვედრაზე საქმის კურსში ჩააყენა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ჟან კლოდ მინიონმა განაცხადა, პაატა ზაქარეიშვილამდე მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და არც პრეზიდენტთან და არც პაატა ზაქარეიშვილთან ეს საკითხი არ განუხილავს. "ეს ინფორმაცია არ მქონდა და თქვენგან გავიგე", - მიმართა მინიონმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მან პირობა დადო, რომ ამ საკითხზე ისაუბრებს იმ მინისტრთან, რომელთანაც ის ახლა მართავს შეხვედრას და ეს მინისტრია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.

"ეს არის ის მოვლენები, რომელზეც ჩვენ ვერ გავჩუმდებით და აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. თუკი ეს დადასტურდა, ბუნებრივია, დავგმობთ ამას, თუმცა ნება მომეცით, ფრთხილად ვიყო იმ საკითხზე, რომელზეც ინფორმაციას არ ვფლობ", - აღნიშნა მინიონმა.

რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს საკითხი იყო დღევანდელ შეხვედრაზე. "ჩემგან ბატონი მინიონი იყო ამ საკითხზე ინფორმირებული. მანამდე ჰქონდა თუ არა ამის თაობაზე ინფორმაცია, არ ვიცი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში" - ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა

"ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია, აპლია ვაჭრობისთვის მზად არის" - აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ