პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქაჯაია მემუქრებოდა - გაითვალისწინე, რა მოუვა შენს ქალიშვილს, ციხეში რომ შევაო... როგორია, ამას მამას რომ გეუბნებიან?
ქაჯაია მემუქრებოდა - გაითვალისწინე, რა მოუვა შენს ქალიშვილს, ციხეში რომ შევაო... როგორია, ამას მამას რომ გეუბნებიან?

ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რის, თა­მარ ჩიკ­ვა­ი­ძის ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. იგი პრო­კუ­რორ მა­ნუ­ჩარ ქა­ჯა­ი­ას ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­სა და მუ­ქა­რა­ში ამ­ხელს. ამ ფაქ­ტით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ინ­ტე­რეს­და და ჩიკ­ვა­ი­ძე უკვე დაჰ­კი­თხეს, საქ­მე­ზე მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი­სა, მა­ნუ­ჩარ ქა­ჯა­ია ისევ პრო­კუ­რო­რად მუ­შა­ობს(?!). კო­ლე­გებს არც კი და­უ­კი­თხავთ, რად­გან მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ჯერ აღ­ძრუ­ლი არ არის. "თუ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მოჩ­ნდა, დავ­კი­თხავთ", - გვი­თხრა პრო­კუ­რორ­მა მა­დო­ნა ღიბ­რა­ძემ.

მა­ნუ­ჩარ ქა­ჯა­ი­ას ამ­ჯე­რად ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ხვი­ჩა ბენ­დე­ლი­ა­ნი ამ­ხელს:

- 6 წე­ლი­წა­დი სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. 2007 წელს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი ფო­თის ჰიდ­როგ­რა­ფი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ავ­თან­დილ კვა­რა­ცხე­ლია და­მი­კავ­შირ­და და მთხო­ვა, შეს­ყიდ­ვებ­ზე მის­თვის კონ­სულ­ტა­ცია გა­მე­წია. რამ­დენ­ჯერ­მე კონ­სულ­ტა­ცია გა­ვუ­წიე, ამის მერე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ვი­ყა­ვი, ამი­ტომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გა­ვა­ფორ­მე. მას იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, შეს­ყიდ­ვე­ბის სა­კი­თხი კარ­გად ეს­მის. ჩემს შვილს ნამ­დვი­ლად ვეხ­მა­რე­ბო­დი დო­კუ­მენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში და მას ხელ­ფა­სად 600 ლარს უხ­დიდ­ნენ. ასე გრძელ­დე­ბო­და 2010 წლამ­დე.

- რა დო­კუ­მენ­ტებს ამ­ზა­დებ­დით?

- მხო­ლოდ სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით... 2011 წლის და­სა­წყის­ში მე და ჩემი შვი­ლი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში დაგ­ვი­ბა­რეს, სა­დაც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­მუ­კა კვერ­ნა­ძე, ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და­ვით კურ­ტა­ნი­ძე და ცნო­ბი­ლი "მას­ტე­რა", გია დგე­ბუ­ა­ძე დაგ­ვხვდნენ\. ცალ-ცალ­კე ოთახ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნეს და და­ი­წყო და­კი­თხვა. მი­თხრეს, ფულს ათეთ­რებ­დი­თო. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ავ­თან­დილ კვა­რა­ცხე­ლია ხელს გა­დებ­სო (ისიც და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჰყავ­დათ). თურ­მე, როცა შე­სა­მოწ­მებ­ლად შე­ვიდ­ნენ, იკი­თხეს, ასე ვინ მო­გი­წეს­რი­გათ სა­ბუ­თე­ბიო, უთ­ქვამთ, ხვი­ჩა ბენ­დე­ლი­ან­მაო და რომ გა­ი­გეს, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა მქონ­და, ხელი ჩა­მავ­ლეს. ორ­ჯერ ვი­ყა­ვით და­კი­თხვა­ზე, 2011 წლის 29 მარტს კი თავს და­მესხნენ და ისე და­მა­კა­ვეს.

- სად და­გა­კა­ვეს?

- ავ­ტო­ფა­რე­ხი­დან მან­ქა­ნის გა­მოყ­ვა­ნი­სას გა­მი­ტა­ცეს. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­მიყ­ვა­ნეს, იქ და­ვით კურ­ტა­ნი­ძე ცდი­ლობ­და და­ვე­ში­ნე­ბი­ნე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ვე­ტე­ხე. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ახლა შენი 22 წლის გოგო უნდა და­ვი­ჭი­როთ, გვერ­დით მო­გის­ვამ­თო... მერე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, იქ შევ­ხვდი პირ­ვე­ლად პრო­კუ­რორ ქა­ჯა­ი­ას.

- რო­გორ გექ­ცე­ო­დათ?

- პირ­ვე­ლად ის მკი­თხა, წარ­მო­შო­ბით სა­ი­დან ხარო? ზუგ­დი­დე­ლი ვარ-მეთ­ქი. რას ამ­ბობ, მე დევ­ნი­ლი ვარ, ჩე­მე­ბუ­რი ყო­ფილ­ხარ, ყვე­ლა­ნა­ი­რად და­გეხ­მა­რე­ბიო. ისე­თი სა­უ­ბა­რი და ქცე­ვა ჰქონ­და, გა­ვოც­დი, ლა­მის ატირ­და კაცი, უამ­რა­ვი თბი­ლი სი­ტყვა მი­თხრა.…ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ, გულ­წრფე­ლად თა­ნა­მიგ­რძნობს, უკა­ნო­ნოდ რომ და­მა­კა­ვეს-მეთ­ქი. თურ­მე სად ხარ, ეს სპექ­ტაკ­ლია. მერე მე­უბ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი თქვი, მე აგერ ვარ და ეგ­რე­ვე გა­გიშ­ვე­ბენ, აინ­ტე­რე­სებთ, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სამ­სა­ხურ­ში რა ხდე­ბაო. ვუ­თხა­რი, შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი გა­და­ა­მოწ­მოთ და ვე­რა­ნა­ირ დარ­ღვე­ვას ვერ ნა­ხავთ-მეთ­ქი. მი­თხრა, ამ სამ­სა­ხურ­ში მი­ლი­ო­ნე­ბია ნა­შო­ვი, იქ­ნებ და­ა­სა­ხე­ლო გვა­რე­ბიო. მი­ლი­ო­ნებს რო­გორ იშო­ვიდ­ნენ, როცა მთლი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რია-მეთ­ქი. გვა­ტყუ­ე­ბო, მი­თხრა, ტონი შე­იც­ვა­ლა და და­მე­მუქ­რა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნე შენი შვი­ლის მო­მა­ვა­ლიო. ვერა ქო­ბა­ლი­ას გარ­და, სა­მი­ნის­ტრო­ში ნე­ბის­მი­ერ ყო­ფილ მი­ნისტრს ან მო­ად­გი­ლეს და­ა­დე ხელი, ან მოქ­მედს, თქვი, რომ კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში იყო ვი­ღა­ცებ­თან და ახ­ლა­ვე აქე­დან გახ­ვა­ლო. თქვენ რას გაძ­ლევთ, ვი­ღაც უდა­ნა­შა­უ­ლოს ხელი რომ და­ვა­დო-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა - შენ თან­ხას გა­და­გახ­დე­ვი­ნებთ საპ­რო­ცე­სო­ში, ვი­საც და­ა­სა­ხე­ლებ, იმა­საც გა­და­ვახ­დე­ვი­ნებთ, ის მერე სხვას და­ა­დებს ხელს, ისიც გა­და­იხ­დის და ბი­უ­ჯე­ტი ასე ივ­სე­ბა, აბა, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­აო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ქაჯაია მემუქრებოდა - გაითვალისწინე, რა მოუვა შენს ქალიშვილს, ციხეში რომ შევაო... როგორია, ამას მამას რომ გეუბნებიან?

ქაჯაია მემუქრებოდა - გაითვალისწინე, რა მოუვა შენს ქალიშვილს, ციხეში რომ შევაო... როგორია, ამას მამას რომ გეუბნებიან?

ყოფილი პატიმრის, თამარ ჩიკვაიძის ინტერვიუს, რომელიც "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იგი პროკურორ მანუჩარ ქაჯაიას ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარაში ამხელს. ამ ფაქტით მთავარი პროკურატურა დაინტერესდა და ჩიკვაიძე უკვე დაჰკითხეს, საქმეზე მოკვლევა დაიწყო, მაგრამ მიუხედავად მძიმე ბრალდებებისა, მანუჩარ ქაჯაია ისევ პროკურორად მუშაობს(?!). კოლეგებს არც კი დაუკითხავთ, რადგან მის წინააღმდეგ საქმე ჯერ აღძრული არ არის. "თუ მტკიცებულებები გამოჩნდა, დავკითხავთ", - გვითხრა პროკურორმა მადონა ღიბრაძემ.

მანუჩარ ქაჯაიას ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ხვიჩა ბენდელიანი ამხელს:

- 6 წელიწადი სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვიყავი. 2007 წელს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ფოთის ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსის მოადგილე ავთანდილ კვარაცხელია დამიკავშირდა და მთხოვა, შესყიდვებზე მისთვის კონსულტაცია გამეწია. რამდენჯერმე კონსულტაცია გავუწიე, ამის მერე ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმება შემომთავაზა. საჯარო მოხელე ვიყავი, ამიტომ ხელშეკრულება ჩემი ქალიშვილის სახელზე გავაფორმე. მას იუსტიციის უმაღლესი სკოლა აქვს დამთავრებული, შესყიდვების საკითხი კარგად ესმის. ჩემს შვილს ნამდვილად ვეხმარებოდი დოკუმენტების მომზადებაში და მას ხელფასად 600 ლარს უხდიდნენ. ასე გრძელდებოდა 2010 წლამდე.

- რა დოკუმენტებს ამზადებდით?

- მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში ვეხმარებოდით... 2011 წლის დასაწყისში მე და ჩემი შვილი სამხედრო პოლიციაში დაგვიბარეს, სადაც გამომძიებელი მამუკა კვერნაძე, ოპერატიული სამსახურის უფროსი დავით კურტანიძე და ცნობილი "მასტერა", გია დგებუაძე დაგვხვდნენ\. ცალ-ცალკე ოთახში შეგვიყვანეს და დაიწყო დაკითხვა. მითხრეს, ფულს ათეთრებდითო. მეუბნებოდნენ, ავთანდილ კვარაცხელია ხელს გადებსო (ისიც დაპატიმრებული ჰყავდათ). თურმე, როცა შესამოწმებლად შევიდნენ, იკითხეს, ასე ვინ მოგიწესრიგათ საბუთებიო, უთქვამთ, ხვიჩა ბენდელიანმაო და რომ გაიგეს, რა თანამდებობა მქონდა, ხელი ჩამავლეს. ორჯერ ვიყავით დაკითხვაზე, 2011 წლის 29 მარტს კი თავს დამესხნენ და ისე დამაკავეს.

- სად დაგაკავეს?

- ავტოფარეხიდან მანქანის გამოყვანისას გამიტაცეს. თავდაცვის სამინისტროში მიმიყვანეს, იქ დავით კურტანიძე ცდილობდა დავეშინებინე, ფსიქოლოგიურად გავეტეხე. მეუბნებოდნენ, ახლა შენი 22 წლის გოგო უნდა დავიჭიროთ, გვერდით მოგისვამთო... მერე პროკურატურაში გადამიყვანეს, იქ შევხვდი პირველად პროკურორ ქაჯაიას.

- როგორ გექცეოდათ?

- პირველად ის მკითხა, წარმოშობით საიდან ხარო? ზუგდიდელი ვარ-მეთქი. რას ამბობ, მე დევნილი ვარ, ჩემებური ყოფილხარ, ყველანაირად დაგეხმარებიო. ისეთი საუბარი და ქცევა ჰქონდა, გავოცდი, ლამის ატირდა კაცი, უამრავი თბილი სიტყვა მითხრა.…ვიფიქრე, ალბათ, გულწრფელად თანამიგრძნობს, უკანონოდ რომ დამაკავეს-მეთქი. თურმე სად ხარ, ეს სპექტაკლია. მერე მეუბნება, ყველაფერი თქვი, მე აგერ ვარ და ეგრევე გაგიშვებენ, აინტერესებთ, ეკონომიკის სამინისტროს სამსახურში რა ხდებაო. ვუთხარი, შეგიძლიათ ყველა დოკუმენტი გადაამოწმოთ და ვერანაირ დარღვევას ვერ ნახავთ-მეთქი. მითხრა, ამ სამსახურში მილიონებია ნაშოვი, იქნებ დაასახელო გვარებიო. მილიონებს როგორ იშოვიდნენ, როცა მთლიანი ბიუჯეტი მილიონ-ნახევარია-მეთქი. გვატყუებო, მითხრა, ტონი შეიცვალა და დამემუქრა, გაითვალისწინე შენი შვილის მომავალიო. ვერა ქობალიას გარდა, სამინისტროში ნებისმიერ ყოფილ მინისტრს ან მოადგილეს დაადე ხელი, ან მოქმედს, თქვი, რომ კორუფციულ გარიგებაში იყო ვიღაცებთან და ახლავე აქედან გახვალო. თქვენ რას გაძლევთ, ვიღაც უდანაშაულოს ხელი რომ დავადო-მეთქი. მიპასუხა - შენ თანხას გადაგახდევინებთ საპროცესოში, ვისაც დაასახელებ, იმასაც გადავახდევინებთ, ის მერე სხვას დაადებს ხელს, ისიც გადაიხდის და ბიუჯეტი ასე ივსება, აბა, როგორ წარმოგიდგენიაო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ