საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა
მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ბრა­ლი და­უმ­ძი­მა. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცნო­ბილ იქნა ბრალ­დე­ბუ­ლად 2011 წლის 26 მა­ისს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის. და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"2011 წლის 26 მა­ისს იმ­დრო­ინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო და­ვა­ლე­ბი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­გეგ­მა არა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დაშ­ლის, ანუ მას­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის შეკ­რე­ბის ად­გი­ლი­დან პრო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ძე­ვე­ბი­სა და გა­ფან­ტვი­სათ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ლე­გი­ტი­მუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, არა­მედ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და გა­ნურ­ჩე­ვე­ლი თავ­დას­ხმა, რომ­ლის გა­მოკ­ვე­თი­ლი მი­ზა­ნი იყო მათი მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბა, და­ში­ნე­ბა, დას­ჯა, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ წინ­და­წინ გა­და­კე­ტა მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის, კი­ნო­თე­ატრ "რუს­თა­ვე­ლი­სა" და სხვა მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით 00 სა­ათ­სა და 10 წუთ­ზე, პი­რა­დად ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბი­თა და კონ­ტრო­ლით, "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა სა­პი­რის­პი­როდ, კერ­ძოდ, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი­სათ­ვის ტე­რი­ტო­რი­ის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი გო­ნივ­რუ­ლი ვა­დის მი­ცე­მის გა­რე­შე, მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, სა­პო­ლი­ციო ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყეს მი­ტინ­გის დაშ­ლის ოპე­რა­ცია.

წყალ­სა­ტყორ­ცნი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თა­ნა­ვე, არ­სე­ბი­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი შე­ე­ცად­ნენ გაქ­ცე­ვას, თუმ­ცა, წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, მათ გან­ზრახ არ მი­ე­ცათ ტე­რი­ტო­რი­ი­დან უსაფრ­თხოდ გას­ვლი­სა და პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ყა­შე­მორ­ტყმულ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ერ­თდრო­უ­ლად და ინ­ტენ­სი­უ­რად რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და რე­ზი­ნის ხელ­კე­ტე­ბი­თა და ტყვი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის რაზ­მე­ბის იე­რი­ში რო­გორც ქუ­ჩა­ში, ასე­ვე შე­ნო­ბებ­ში, რა დრო­საც შეგ­ნე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა გა­უ­მარ­თლებ­ლად არა­თა­ნა­ზო­მი­ე­რი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძალა. შე­დე­გად, გარ­და­იც­ვა­ლა ორი (მათი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა), და­სა­ხიჩ­რდა და ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო სა­მა­სამ­დე ადა­მი­ან­მა. უსა­ფუძ­ვლოდ და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი პირი", - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით, პო­ლი­ცი­ელ­თა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ზე მო­ახ­დი­ნა მხო­ლოდ თვალ­თმაქ­ცუ­რი რე­ა­გი­რე­ბა.

"კერ­ძოდ, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უბ­რა­ლო­ე­ბი­სა და, რაც მთა­ვა­რია, და­ნა­შა­ულ­ში ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­ნიღბვის მიზ­ნით, დის­ციპ­ლი­ნუ­რი წე­სით მოჩ­ვე­ნე­ბი­თად და­ი­სა­ჯა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 15 თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­თა­გან არც ერთი უშუ­ა­ლოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და მი­ტინ­გის დაშ­ლა­ში. მათ შო­რის, სა­ყუ­რა­დღე­ბო და ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ სამი მათ­გა­ნი აქ­ცი­ამ­დე იყო და­თხოვ­ნი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა ორ­გა­ნო­ე­ბი­დან", - გან­მარ­ტეს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა

მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად 2011 წლის 26 მაისს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.

პოლიციამ წინდაწინ გადაკეტა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის, კინოთეატრ "რუსთაველისა" და სხვა მიმდებარე ქუჩები. დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე, პირადად ივანე მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ, კერძოდ, მომიტინგეებისათვის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებისათვის აუცილებელი გონივრული ვადის მიცემის გარეშე, მხოლოდ ფორმალური გაფრთხილების შემდეგ, საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია.

წყალსატყორცნი საშუალების გამოყენებისთანავე, არსებითი წინააღმდეგობის გარეშე, მომიტინგეები შეეცადნენ გაქცევას, თუმცა, წინასწარ შეთანხმებული ზემოაღნიშნული გეგმის შესაბამისად, მათ განზრახ არ მიეცათ ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლისა და პოლიციის მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა. შესაბამისად, ალყაშემორტყმულ მშვიდობიან მოქალაქეებზე ერთდროულად და ინტენსიურად რამდენიმე მიმართულებიდან განხორციელდა რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში როგორც ქუჩაში, ასევე შენობებში, რა დროსაც შეგნებულად გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი (მათი სიკვდილის მიზეზის დასაზუსტებლად გამოძიება გრძელდება), დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო სამასამდე ადამიანმა. უსაფუძვლოდ დაკავებული იქნა რამდენიმე ათეული პირი", - განაცხადეს პროკურატურაში.

მათივე ცნობით, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირებისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა მხოლოდ თვალთმაქცური რეაგირება.

"კერძოდ, არსებული ვითარების გაუბრალოებისა და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელი, რომელთაგან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის, საყურადღებო და ხაზგასასმელია, რომ სამი მათგანი აქციამდე იყო დათხოვნილი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან", - განმარტეს მთავარ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ