პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავთანხმდებოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებას, თუკი ის სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას"
"დავთანხმდებოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებას, თუკი ის სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას"

"მე ვთქვი, რომ ქვე­ყა­ნა­ში არა­სა­თა­ნა­დო სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს შემ­თხვე­ვით არ მით­ქვამს... ოპო­ზი­ცია ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნად აფა­სებს, მაგ­რამ ეს მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ზურ­გის ენით მო­ფხა­ნის პო­ლი­ტი­კაა, რომ­ლი­თაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს "აპ­რა­ვე­ბენ". სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ია იხ­დის სას­ჯელს, მე­ო­რე - ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს ახ­ლა­ხან, და­ნარ­ჩე­ნე­ბი მხო­ლოდ იდევ­ნე­ბი­ან. ანუ სა­სა­მარ­თლომ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი "ჩვე­ნი­ა­ნე­ბად" და "სხვი­სი­ა­ნე­ბად" დაყო, "ჩვე­ნი­ა­ნებს" თავ­ზე ხელს უს­ვა­მენ და მათ­ზე ძებ­ნას აცხა­დე­ბენ, მა­გა­ლი­თად, კე­ზე­რაშ­ვილ­სა და ეზუგ­ბა­ი­ას, ხოლო ვინც სა­ქარ­თვე­ლო­შია, გი­რა­ო­თი ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ", - აცხა­დებს დე­პუ­ტა­ტი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი. ის კო­ა­ლი­ცი­ის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­საც აკ­რი­ტი­კებს და ამ­ბობს, რომ მის შერ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია.

- სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა იმის­თვის გვინ­დო­და, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. მე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ ვარ იმ კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ. ბო­ლოს მას­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით ის გას­ცდა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას. ჩვენ­მა კო­ლე­გებ­მა სი­ა­მა­ყით გა­ნა­ცხა­დეს, უფრო შორს წა­ვე­დით, ვიდ­რე ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია გვაძ­ლევ­და რე­კო­მენ­და­ცი­ა­სო, მაგ­რამ მე არ ვე­თან­ხმე­ბი ამ "შორს წას­ვლას". ეჭვი მე­პა­რე­ბო­და, რომ ეს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხა­რის­ხის და­ცე­მას გა­მო­იწ­ვევ­და. თუ გი­რა­ო­თი გა­რეთ გა­მოშ­ვე­ბულ მე­რა­ბიშ­ვილს ვნა­ხავ­დით, ეს იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ ის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­გო­ბარ­მა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა გა­ა­სა­მარ­თლეს, მაგ­რამ ახლა ისევ "ჩვე­ნი­ა­ნე­ბად" და "სხვი­სი­ა­ნე­ბად" და­ყო­ფი­ლი სა­სა­მარ­თლო ვი­ხი­ლეთ.

- პრე­ზი­დენ­ტის თქმით, საქ­მე გვაქვს რე­ვანშთან...

- ბა­ტონ მი­შას მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რე­ვან­ში და დევ­ნა მათ დროს იყო, თუ იყო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან ერთი თვე­ში რამ­დე­ნი მი­ნის­ტრი და­ი­ჭი­რეს? შე­ვა­და­როთ ჩვენ მიერ და­ჭე­რი­ლი მი­ნის­ტრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას...

- შე­საძ­ლოა, გა­მო­ძი­ე­ბა პრე­ზი­დენ­ტამ­დეც მი­ვი­დეს?

- ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ ვერ მი­ი­ღებ­და, ეს უდა­ვოა. ისე კი, მე დავ­თან­ხმდე­ბო­დი მე­რა­ბიშ­ვილ­თან საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას, თუკი ის სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცემ­და ჩვე­ნე­ბას... თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­ა­კაშ­ვილს მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის გამო მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდ სევ­დას ვერ ვა­ტყობ. ბოლო დროს მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ძვე­ლე­ბუ­რი შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლო­ბით აღარ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პრა­ი­მე­რის ერთ-ერთ კან­დი­და­ტად სწო­რედ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ხელ­დე­ბო­და, მაგ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" ვინც დე­დამ და­წყევ­ლა, ყვე­ლა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი იყო. ეს არის ერ­თგვა­რი ტაქ­ტი­კა, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ვარ, არ და­მი­ჭი­რო­თო, მაგ­რამ მა­გას ვინ ჭამს. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი­დან არც ერთს არ აქვს შან­სი. ეს შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, როცა მე­ო­რე ად­გილ­ზეც ვერ გა­ვიდ­ნენ.

- ოპო­ზი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სი­რი­ად გა­დაქ­ცე­ვის საფრ­თხე ემუქ­რე­ბა...

- რას გუ­ლის­ხმო­ბენ? იქ სა­მო­ქა­ლა­ქო ომია და აქ მე ვერ ვხე­დავ ომის ნიშ­ნებს. თუ ამით ისი­ნი გვე­მუქ­რე­ბი­ან, პა­სუხ­საც მი­ი­ღე­ბენ, პა­სუ­ხი კი ასე­თი იქ­ნე­ბა: ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას!", - ყვე­ლა­ნი ცი­ხე­ში! წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ, მათი ად­გი­ლი ნამ­დვი­ლად იქ არის.

- ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას უკვე მოჰ­ყვა "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" თავ­მჯდო­მა­რის შეშ­ფო­თე­ბა... ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აირ­ჩია გზა, რო­მელ­საც მარ­ტო დარ­ჩე­ნის­კენ მივ­ყა­ვართ და ამას ამ­ტკი­ცებს 17 მა­ი­სის აქ­ცი­ის შე­დე­გე­ბიც...

- ჩემი ფან­ტა­ზია ისე შორს არ მი­დის, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას მი­ვა­კუთ­ვნო, მაგ­რამ ვი­საც რაზე უნდა, იმა­ზე და­ვუ­დებ ნაძ­ლევს, რომ მას ისე აქ­ტი­უ­რად არ და­ი­ცა­ვენ, რო­გორც სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა და­სავ­ლე­თის შე­ფა­სე­ბას 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე, რომ ჯერ კი­დევ არ ვართ მზად ევ­რო­კავ­შირ­ში შე­სას­ვლე­ლად, - ჩვენ არას­დროს ვიქ­ნე­ბით მზად, შე­ვე­გუ­ოთ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის აშ­კა­რა გა­მოვ­ლი­ნე­ბას. ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს მო­რა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი, ჩვენ­თან არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია არის სხვა­თა უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა. თა­ვის პრი­ვა­ტულ გა­რე­მო­ში სა­სურ­ვე­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვას არა­ვის ვუშ­ლით, მაგ­რამ ღია გა­მო­ხატ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ და ვიქ­ნე­ბით. მე არ მსურს, ჩემი შვი­ლე­ბი მათი მო­რა­ლით აღი­ზარ­დონ, მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი მო­რა­ლი უკე­თე­სია. თუმ­ცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ორი სა­მარ­ცხვი­ნო აქ­ცია, ში­ნა­არ­სით სა­მარ­ცხვი­ნო იყო ლგბტ-ს აქ­ცია, ფორ­მით კი - კონ­ტრაქ­ცია. მათ თა­ვი­ან­თი უბე­დუ­რე­ბა ეყო­ფო­დათ და მათ­ზე მო­ი­ე­რი­შე გა­ვე­შე­ბუ­ლი ბრბოს საქ­ცი­ე­ლი, უბ­რა­ლოდ, არა­კა­ცო­ბაა... მა­პა­ტი­ეთ და ფე­ხებ­ზე მკი­დია, ამას და­სავ­ლე­თი რო­გორ შე­ა­ფა­სებს, მაგ­რამ მე თბი­ლის­ში არც ამ­სტერ­და­მი მინ­და და არც ირა­ნი, მე სა­ქარ­თვე­ლო მინ­და და მარ­თმლა­დი­დებ­ლურ პრინ­ცი­პებ­ში არ ჯდე­ბა, რო­დე­საც მღვდე­ლი დე­დას იგი­ნე­ბა და ვი­ღა­ცას სა­ცე­მად მის­დევს. დე­დის გი­ნე­ბით ღვთის დი­დე­ბა არ გა­მი­გია...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"დავთანხმდებოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებას, თუკი ის სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას"

"დავთანხმდებოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებას, თუკი ის სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას"

"მე ვთქვი, რომ ქვეყანაში არასათანადო სისხლის სამართლის პროცესები მიმდინარეობს და ეს შემთხვევით არ მითქვამს... ოპოზიცია ამ ყველაფერს პოლიტიკურ დევნად აფასებს, მაგრამ ეს მათთვის დამახასიათებელი ზურგის ენით მოფხანის პოლიტიკაა, რომლითაც წლების განმავლობაში ყველაფერს "აპრავებენ". სინამდვილეში, ყოფილი ხელისუფლებიდან მხოლოდ ბაჩო ახალაია იხდის სასჯელს, მეორე - ვანო მერაბიშვილი დააკავეს ახლახან, დანარჩენები მხოლოდ იდევნებიან. ანუ სასამართლომ მაღალჩინოსნები "ჩვენიანებად" და "სხვისიანებად" დაყო, "ჩვენიანებს" თავზე ხელს უსვამენ და მათზე ძებნას აცხადებენ, მაგალითად, კეზერაშვილსა და ეზუგბაიას, ხოლო ვინც საქართველოშია, გირაოთი ათავისუფლებენ", - აცხადებს დეპუტატი კობა დავითაშვილი. ის კოალიციის მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მის შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.

- სასამართლო რეფორმა იმისთვის გვინდოდა, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება ყოფილიყო. მე აღფრთოვანებული არ ვარ იმ კანონით, რომელიც პარლამენტმა მიიღო საერთო სასამართლოების შესახებ. ბოლოს მასში შესული ცვლილებებით ის გასცდა ვენეციის კომისიას. ჩვენმა კოლეგებმა სიამაყით განაცხადეს, უფრო შორს წავედით, ვიდრე ვენეციის კომისია გვაძლევდა რეკომენდაციასო, მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ "შორს წასვლას". ეჭვი მეპარებოდა, რომ ეს მართლმსაჯულების ხარისხის დაცემას გამოიწვევდა. თუ გირაოთი გარეთ გამოშვებულ მერაბიშვილს ვნახავდით, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ის წინა ხელისუფლების მეგობარმა მოსამართლეებმა გაასამართლეს, მაგრამ ახლა ისევ "ჩვენიანებად" და "სხვისიანებად" დაყოფილი სასამართლო ვიხილეთ.

- პრეზიდენტის თქმით, საქმე გვაქვს რევანშთან...

- ბატონ მიშას მინდა შევახსენო, რევანში და დევნა მათ დროს იყო, თუ იყო. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი თვეში რამდენი მინისტრი დაიჭირეს? შევადაროთ ჩვენ მიერ დაჭერილი მინისტრების რაოდენობას...

- შესაძლოა, გამოძიება პრეზიდენტამდეც მივიდეს?

- ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად რომ ვერ მიიღებდა, ეს უდავოა. ისე კი, მე დავთანხმდებოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებას, თუკი ის სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას... თუნდაც იმიტომ, რომ სააკაშვილს მერაბიშვილის დაპატიმრების გამო მაინცდამაინც დიდ სევდას ვერ ვატყობ. ბოლო დროს მათი ურთიერთობა ძველებური შეხმატკბილებულობით აღარ გამოირჩეოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში პრაიმერის ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ვანო მერაბიშვილი სახელდებოდა, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობაში" ვინც დედამ დაწყევლა, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ეს არის ერთგვარი ტაქტიკა, პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ, არ დამიჭიროთო, მაგრამ მაგას ვინ ჭამს. "ნაციონალების" მიერ დასახელებული კანდიდატებიდან არც ერთს არ აქვს შანსი. ეს შუალედური არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, როცა მეორე ადგილზეც ვერ გავიდნენ.

- ოპოზიციამ განაცხადა, რომ სა­ქართველოს სირიად გადაქცევის საფრთხე ემუქრება...

- რას გულისხმობენ? იქ სამოქალაქო ომია და აქ მე ვერ ვხედავ ომის ნიშნებს. თუ ამით ისინი გვემუქრებიან, პასუხსაც მიიღებენ, პასუხი კი ასეთი იქნება: ნულოვანი ტოლერანტობა "ნაციონალურ მოძრაობას!", - ყველანი ციხეში! წარმატებებს ვუსურვებ, მათი ადგილი ნამდვილად იქ არის.

- ვანო მერაბიშვილის დაკავებას უკვე მოჰყვა "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარის შეშფოთება... ოპოზიციის განცხადებით, ამ ხე­ლისუფლებამ აირჩია გზა, რომელსაც მარტო დარჩენისკენ მივყავართ და ამას ამტკიცებს 17 მაისის აქციის შე­დეგებიც...

- ჩემი ფანტაზია ისე შორს არ მიდის, რომ ვანო მერაბიშვილი სექსუალურ უმცირესობას მივაკუთვნო, მაგრამ ვისაც რაზე უნდა, იმაზე დავუდებ ნაძლევს, რომ მას ისე აქტიურად არ დაიცავენ, როგორც სექსუალურ უმცირესობას. რაც შეეხება დასავლეთის შეფასებას 17 მაისის მოვლენებზე, რომ ჯერ კიდევ არ ვართ მზად ევროკავშირში შესასვლელად, - ჩვენ არასდროს ვიქნებით მზად, შევეგუოთ სექსუალური უმცირესობის აშკარა გამოვლინებას. ყველა ქვეყანას აქვს მორალური სტანდარტები, ჩვენთან არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არის სხვათა უფლების დარღვევა. თავის პრივატულ გარემოში სასურველი ნების გამოხატვას არავის ვუშლით, მაგრამ ღია გამოხატვის წინააღმდეგი ვართ და ვიქნებით. მე არ მსურს, ჩემი შვილები მათი მორალით აღიზარდონ, მიმაჩნია, რომ ჩემი მორალი უკეთესია. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია, შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ფორმით კი - კონტრაქცია. მათ თავიანთი უბედურება ეყოფოდათ და მათზე მოიერიშე გავეშებული ბრბოს საქციელი, უბრალოდ, არაკაცობაა... მაპატიეთ და ფეხებზე მკიდია, ამას დასავლეთი როგორ შეაფასებს, მაგრამ მე თბილისში არც ამსტერდამი მინდა და არც ირანი, მე საქართველო მინდა და მართმლადიდებლურ პრინციპებში არ ჯდება, როდესაც მღვდელი დედას იგინება და ვიღაცას საცემად მისდევს. დედის გინებით ღვთის დიდება არ გამიგია...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა