კრის ნოტი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ითვლებოდა, გასუქდა. ვარსკვლავმა წონაში მოიმატა და წვერი მოუშვა.
მსახიობმა სახელი ფილმ "სექსი დიდ ქალაქში" მისტერ დიდის როლის შესრულებით გაითქვა, თუმცა ახლა დასავლურ პრესაში კრის ნოტს ”მისტერ ძალიან დიდი” დაარქვეს.
58 წლის ვარსკვლავი, რომელსაც ჰოლივუდში ქალების გულთამყრობლად იცნობენ, ახლა ისეთი შეცვლილია, რომ მისი ცნობა პაპარაცებსაც კი გაუჭირდათ.
კრისი ჰავაიზე მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაიღეს.
თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ კრისი ფორმაში ისევ ჩადგება, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "სექსი დიდ ქალაქში" შესაძლოა გაგრძელდეს.
ამის შესახებ კრისის კოლეგამ, სარა ჯესიკა პარკერმა ისაუბრა, რომელიც ფილმში მისტერ დიდის საყვარელს, ქერი ბრედშოუს განასახიერებს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.