მოუწყობელი პარკინგი, აუმოქმედებელი ფანტანი და კონდიცირების გარეშე დარჩენილი შენობა - ეს იმ შეუსრულებელი სამუშაოების ჩამონათვალია, რაც პარლამენეტის შენობის დასრულების შემდეგ უნდა გაკეთებულიყო. თუმცა კომპანიას, რომელმაც პარლამენტის შიდა თუ გარე ტერიტორიაზე სამუშაოები უნდა განახორციელოს, 6 თვეა ყადაღა ადევს. კომპანია "მენო ინტერნეიშენალმა" ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება ვერ მოახერხა, რადგან კომპანიის ანგარიშზე 250 -დან მხოლოდ 237 მილიონია გადარიცხული.
საპარლამენტო უმცირესობის წარომადგენლების განმარტებით, საქართველოს მთავრობა პარლამენტის შენობის საბოლოო დასრულებისთვის თავს განზრახ არ იწუხებს. როგორც ირკვევა, პარლამენტის კეთილმოწყობითი სამუშაოების დასასრულებლად, იმერეთის გუბერნია რესურსების მოძიებას საკუთარი ძალებითა და შემოწირულობებით აპირებს.