სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ხარაზიშვილმა 2009-2012 წლებში ხელფასისა და პრემიის სახით 87 770 ლარი მიიღო
ლაშა ხარაზიშვილმა 2009-2012 წლებში ხელფასისა და პრემიის სახით 87 770 ლარი მიიღო

"იმე­დის" ყო­ფილ­მა წამ­ყვან­მა ლაშა ხა­რა­ზიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, 2009-2012 წლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში, ხელ­ფა­სი­სა და პრე­მი­ის სა­ხით 87770 ლარი მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის 2012 წლის სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის, აუ­დი­ტის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი­სა და შიდა კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გებს ასა­ხავს.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით "ლაშა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი 2009-2012 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში, ანუ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, იკა­ვებ­და სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რის - შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას და იმავდრო­უ­ლად "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ნორ­მა­თა დარ­ღვე­ვით ეკა­ვა სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა და ას­რუ­ლებ­და ანა­ზღა­უ­რე­ბად საქ­მი­ა­ნო­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში".

აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში ხა­რა­ზიშ­ვილს ხელ­ფა­სი­სა და პრე­მი­ის სა­ხით სულ მი­ღე­ბუ­ლი აქვს 87 770 ლარი (მათ შო­რის და­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სი - 55 070 ლარი, და­რი­ცხუ­ლი პრე­მია - 32 700 ლარი).

ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კო­მი­სი­ას ვერ მი­ე­წო­და რა­ი­მე მა­სა­ლა აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბი­სას მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სა­ხებ.

კო­მი­სი­ას მი­აჩ­ნია, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ დარ­ღვე­ვა­თა გამო სა­კი­თხი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს.

ლაშა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მე­დი­ის სა­კი­თხებ­ში კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, მის გარ­და სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორმ­და 6 შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რეს: მა­რი­ამ მა­მა­ლა­ძეს - სპე­ცი­ა­ლისტს შიდა და გარე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში, მა­რი­ნე მა­ზა­ნაშ­ვილს - კონ­სულ­ტანტს მე­დი­ის სა­კი­თხებ­ში, ვაჟა გო­გი­ნაშ­ვილს - კონ­სულ­ტანტს ვებგ­ვერ­დის გა­ნახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში, და­ვით ბა­რა­მი­ძეს - კონ­სულ­ტანტს ვებგ­ვერ­დის გა­ნახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში, დი­მიტ­რი კოს­ტა­ვას - ოპე­რა­ტორს მე­დი­ის სა­კი­თხებ­ში, თე­ი­მუ­რაზ ხა­რა­ძეს - ოპე­რა­ტორს მე­დი­ის სა­კი­თხებ­ში.

2012 წელს, აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში პრე­სას­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობ­და სულ 12 სპე­ცი­ა­ლის­ტი (5 შტა­ტით და 7 შტატ­გა­რე­შე).

"მე­დი­ი­სა და ვებგ­ვერ­დის გა­ნახ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი­სათ­ვის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზით გა­ირ­კვა, რომ და­ირ­ღვა "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-8 მუხ­ლის მო­თხოვ­ნე­ბი, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მუდ­მივ ამო­ცა­ნა­თა შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­ი­ღეს შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, და­ნიშ­ვნით ან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი ვა­დით მი­ი­ღე­ბი­ან სამ­სა­ხურ­ში არა­მუდ­მივ ამო­ცა­ნა­თა შე­სას­რუ­ლებ­ლად.

კო­მი­სი­ას ვერ მი­ე­წო­და ასე­ვე მა­სა­ლე­ბი მა­რი­ნე მა­ზა­ნაშ­ვი­ლის მიერ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხე­ბაც.

"პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ, თუ რის­თვის, რე­ა­ლუ­რად, რა სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის გა­ი­ცა მას­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 3636 ლარი.

ჩვენს მო­თხოვ­ნა­ზე, ეც­ნო­ბე­ბი­ნათ კო­მი­სი­ი­სათ­ვის, თუ რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მე­დი­ი­სა და ვებგ­ვერ­დის გა­ნახ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა მა­ღა­ლი ხელ­ფა­სის (თვე­ში 2000 ლარი) მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, რომ ასე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მათ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ გა­აჩ­ნდათ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ანა­ლი­ზი კო­მი­სი­ას აძ­ლევს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქმის სა­ფუძ­ველს, რომ 2012 წელს აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში პრე­სა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით არ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ან სა­თა­ნა­დოდ ვერ ას­რუ­ლებ­და მას­ზე და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს",- ნათ­ქვა­მია კო­მი­სი­ის ან­გა­რიშ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლაშა ხარაზიშვილმა 2009-2012 წლებში ხელფასისა და პრემიის სახით 87 770 ლარი მიიღო

ლაშა ხარაზიშვილმა 2009-2012 წლებში ხელფასისა და პრემიის სახით 87 770 ლარი მიიღო

"იმედის" ყოფილმა წამყვანმა ლაშა ხარაზიშვილმა ტელეკომპანიაში მუშაობის პარალელურად, 2009-2012 წლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ხელფასისა და პრემიის სახით 87770 ლარი მიიღო. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემოწმების შედეგებს ასახავს.

ანგარიშის მიხედვით "ლაშა ხარაზიშვილი 2009-2012 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ანუ სახელმწიფო სამსახურში, იკავებდა სახელმწიფო მოსამსახურის - შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობას და იმავდროულად "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ზემოაღნიშნულ ნორმათა დარღვევით ეკავა სხვა თანამდებობა და ასრულებდა ანაზღაურებად საქმიანობას ტელეკომპანია "იმედში".

აუდიტის სამსახურში ხარაზიშვილს  ხელფასისა და პრემიის სახით სულ მიღებული აქვს 87 770 ლარი (მათ შორის დარიცხული ხელფასი - 55 070 ლარი, დარიცხული პრემია - 32 700 ლარი).

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომისიას ვერ მიეწოდა რაიმე მასალა აუდიტის სამსახურში მუშაობისას მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.

კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ დარღვევათა გამო საკითხი სამართალდამცავი ორგანოების სამართლებრივი შეფასების საგანი უნდა გახდეს.

ლაშა ხარაზიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიის საკითხებში კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა, მის გარდა სხვადასხვა პერიოდულობით ხელშეკრულება გაუფორმდა 6 შტატგარეშე მოსამსახურეს: მარიამ მამალაძეს - სპეციალისტს შიდა და გარე კომუნიკაციის საკითხებში, მარინე მაზანაშვილს - კონსულტანტს მედიის საკითხებში, ვაჟა გოგინაშვილს - კონსულტანტს ვებგვერდის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებში, დავით ბარამიძეს - კონსულტანტს ვებგვერდის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებში, დიმიტრი კოსტავას - ოპერატორს მედიის საკითხებში, თეიმურაზ ხარაძეს - ოპერატორს მედიის საკითხებში.

2012 წელს, აუდიტის სამსახურში სხვადასხვა პერიოდში პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მუშაობდა სულ 12 სპეციალისტი (5 შტატით და 7 შტატგარეშე).

"მედიისა და ვებგვერდის განახლების საკითხებში შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზით გაირკვა, რომ დაირღვა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნები, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად მიიღეს შტატგარეშე მოსამსახურეები, რომლებიც აღნიშნული კანონის მიხედვით, დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღებიან სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

კომისიას ვერ მიეწოდა ასევე მასალები მარინე მაზანაშვილის მიერ კონტროლის პალატაში გაწეული საქმიანობის შესახებაც.

"პასუხი ვერ მივიღეთ, თუ რისთვის, რეალურად, რა სამუშაოების შესრულებისათვის გაიცა მასზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3636 ლარი.

ჩვენს მოთხოვნაზე, ეცნობებინათ კომისიისათვის, თუ რა სამუშაოები განახორციელეს მედიისა და ვებგვერდის განახლების საკითხებში შტატგარეშე მოსამსახურეებმა მაღალი ხელფასის (თვეში 2000 ლარი) მიღების სანაცვლოდ, აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციიდან შეგვატყობინეს, რომ ასეთი ვალდებულება მათ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ გააჩნდათ.

აღნიშნული მდგომარეობის ანალიზი კომისიას აძლევს დასაბუთებული ვარაუდის გამოთქმის საფუძველს, რომ 2012 წელს აუდიტის სამსახურში პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით დასაქმებული ზოგიერთი შტატგარეშე მოსამსახურე ხელშეკრულებით განსაზღვრული საქმიანობით არ იყო დაკავებული ან სათანადოდ ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს",- ნათქვამია კომისიის ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები