მოძრაობა "თალიბანმა" ქაბულში 10 000 ვარდისფერი ბუშტის დარიგების აქცია გაკიცხა. ღონისძიება 25 მაისს გაიმართა.
სტატია სათაურით: "იყო კი ეს ბუშტების, თუ მინი-ქვედაბოლოების შოუ?" "თალიბანის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ვარდისფერი ბუშტების დარიგების ორგანიზატორი დასავლეთი იყო და მისი მიზანი ავღანელ ახალგაზრდებში დასავლური ღირებულებების დანერგვაა.
მოხალისეებს, რომლებიც ქაბულის ქუჩებში ბუშტებს არიგებდნენ, "დასავლურ ყაიდაზე" ეცვათ - გოგონათა უმეტესობა მოკლე კაბაში იყო გამოწყობილი.
25 მაისს 100 მოხალისე ქაბულის ქუჩაში ყველა გამვლელს ვარდისფერ ბუშტებს ურიგებდა. აქცია პროექტ We Believe In Balloons-ის ფარგლებში მოეწყო და მისი ორგზანიტორი ამერიკელი მხატვარი იაზმანი არბოლეოდი იყო.
მომზადებულია AFP-ს მიხედვით.