პარტნიორები:

    ჩინელებმა მარსზე საცხოვრებლად გადასვლის სურვილი გამოთქვეს

    ჩინელებმა მარსზე საცხოვრებლად გადასვლის სურვილი გამოთქვეს

    მარსზე გაფრენა სულ უფრო მეტ ადამიანს სურს. დაახლოებით 10 000-მა ჩინელმა გამოთქვა სურვილი პროექტ Mars One-ში მონაწილეობაზე, რომელიც მარსზე საცხოვრებლად გადასვლას ითვალისწინებს.

    პროექტის ორგანიზატორები 2023 წელს წითელ პლანეტაზე 4 მოხალისის გაშვებას გეგმავენ. მოვლენა რეალითი-შოუს რეჟიმში გაშუქდება.

    აღსანიშნავია, რომ განაცხადის შეტანის გადასახადი ყველა კანდიდატისთვის ინდივიდუალურად, მათი ქვეყნის მშპ-ს მიხედვით განისაზღვრება. თანხა 5-დან 75 დოლარამდე მერყეობს. პრესაში უკვე გამოთქვამენ Mars One-ის წინააღმდეგ პროტესტს. მათ არ სჯერათ, რომ პროექტი რეალურია.

    მიუხედავად ამისა, მარსზე გაფრენის მსურველებს პროექტში მონაწილეობაზე განაცხადი მაინც შეაქვთ. მარსის პირველი კოლონისტები ადგილზე 10 წელში ჩაფრინდებიან. 

    მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

    კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

    მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს