სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ადანაშაულებს
მიხეილ სააკაშვილი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ადანაშაულებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას არ ადა­ნა­შა­უ­ლებს, - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თი სა­კუ­თა­რი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებს და რი­ტო­რი­კას არ უყუ­რებს.

"რუ­სე­თის­თვის სულ ერ­თია ჩვე­ნი რი­ტო­რი­კა. თუ ჩვენ ვა­შე­ნებთ სა­ხელ­მწი­ფოს, რაც გინ­და ელა­პა­რა­კე და ეფე­რე - ჩემ­ზე მე­ტად მათ არა­ვინ მო­ფე­რე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ წლებ­ში. მათ­თვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრობ­ლე­მა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა. ჩვენ არ უნდა შე­ვა­სუს­ტოთ ან­ტი­ო­კუ­პა­ცი­უ­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. გუ­შინ გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, "ენა მო­ვუ­ჩლი­ქეთ და სა­ზღვა­რი მა­ინც გად­მო­წი­ეს". რუ­სეთს აქვს თა­ვი­სი გეგ­მა - არ უყუ­რებს რო­დის რა ვთქვით და რა ხა­სი­ათ­ზე ვართ, ის თა­ვის გეგ­მას მიყ­ვე­ბა. არა­ფერ შუ­ა­შია, რა გა­ა­კე­თა რო­მე­ლი­მე ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ ამას მივ­ხვდეთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვა რო­მე­ლი­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის და­ნა­შა­უ­ლი არ არის და არც წინა წლებ­ში ყო­ფი­ლა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რუ­სე­თის გეგ­მე­ბის სა­პა­სუ­ხოდ სა­ქარ­თვე­ლომ სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ე­ბი არ უნდა შე­ა­სუს­ტოს.

"არ უნდა შე­ვა­სუს­ტოთ ოკუ­პა­ცი­ის კა­ნო­ნი სა­ზღვრებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ტერ­მი­ნი "ოკუ­პა­ცია" არ ამო­ვი­ღოთ ხმა­რე­ბი­დან, რად­გან ეს არის ჩვე­ნი იუ­რი­დი­უ­ლი გა­სა­ღე­ბი. თუ ვი­ტყვით, რომ ომში ჩვენ ვართ დამ­ნა­შა­ვე და ტე­რო­რის­ტებს ვამ­ზა­დებ­დით, არა­ღი­ა­რე­ბის რე­ჟი­მიც, რო­მელ­შიც დიდი წარ­მა­ტე­ბა გვაქვს, შე­სუს­ტდე­ბა. სა­მარ­თლებ­რი­ვი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და უნდა გვეს­მო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. იქამ­დე კი არ უნდა და­ვი­ღა­ლოთ, არ უნდა შე­ვა­სუს­ტოთ ძა­ლის­ხმე­ვა, გავ­ყვეთ გეგ­მას, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­მტკი­ცე­ბას, სა­მარ­თლებ­რი­ვი სივ­რცის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სო­ფელ დი­ცის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა. რო­გორც უწყე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კა­ხა­ბერ ქე­მოკ­ლი­ძე აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი, უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს, რის გა­მოც სა­კითხს 31 მა­ისს, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა­ზე და­ა­ყე­ნე­ბენ. ივ­ნი­სის ბო­ლოს კი აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის ფორ­მა­ტის ფარ­გლებ­შიც.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

მიხეილ სააკაშვილი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ადანაშაულებს

საქართველოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ადანაშაულებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი საკუთარი გეგმის შესაბამისად მოქმედებს და რიტორიკას არ უყურებს.

"რუსეთისთვის სულ ერთია ჩვენი რიტორიკა. თუ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რაც გინდა ელაპარაკე და ეფერე - ჩემზე მეტად მათ არავინ მოფერებია, განსაკუთრებით პირველ წლებში. მათთვის ფუნდამენტური პრობლემა ქართული სახელმწიფოა. ჩვენ არ უნდა შევასუსტოთ ანტიოკუპაციური საკანონმდებლო რეჟიმი საქართველოში. საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ვადანაშაულებ. გუშინ გაკეთდა განცხადებები, "ენა მოვუჩლიქეთ და საზღვარი მაინც გადმოწიეს". რუსეთს აქვს თავისი გეგმა - არ უყურებს როდის რა ვთქვით და რა ხასიათზე ვართ, ის თავის გეგმას მიყვება. არაფერ შუაშია, რა გააკეთა რომელიმე ოფიციალურმა პირმა. მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას მივხვდეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა რომელიმე ოფიციალური პირის დანაშაული არ არის და არც წინა წლებში ყოფილა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის გეგმების საპასუხოდ საქართველომ სამართლებრივი პოზიციები არ უნდა შეასუსტოს.

"არ უნდა შევასუსტოთ ოკუპაციის კანონი საზღვრებთან მიმართებაში, ტერმინი "ოკუპაცია" არ ამოვიღოთ ხმარებიდან, რადგან ეს არის ჩვენი იურიდიული გასაღები. თუ ვიტყვით, რომ ომში ჩვენ ვართ დამნაშავე და ტერორისტებს ვამზადებდით, არაღიარების რეჟიმიც, რომელშიც დიდი წარმატება გვაქვს, შესუსტდება. სამართლებრივი სიტუაციის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს გათავისუფლება გარდაუვალია. იქამდე კი არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა შევასუსტოთ ძალისხმევა, გავყვეთ გეგმას, რომელიც ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, სამართლებრივი სივრცის, დემოკრატიისა და შეიარაღებული ძალების განვითარებას გულისხმობს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი დაადასტურა. როგორც უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, აღნიშნული, უკანონო ქმედებას წარმოადგენს, რის გამოც საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ. ივნისის ბოლოს კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საუბარი იქნება ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?