ახალმა მილენიუმმა ახალი გამოწვევები მოიტანა, შესაბამისად, აუცილებელი გახდა განათლების მეთოდების და მიდგომების მოდიფიკაცია. გარდა საბაზისო საგნების შესწავლისა, მომავალი წარმატების მისაღწევად, ახალი ათასწლეულის თაობა აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი უნარებით, როგორიცაა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრის უნარი, კომუნიკაცია, ინოვაცია და კრეატიულობა, ურთიერთთანამშრომლობა და ა.შ.
წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო განათლების სისტემის წამყვან ორგანიზაციებთან, ახალი ათასწლეულის განათლების მეთოდების დანერგვის კუთხით. სკოლის თანამშრომლები გადიან კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების სპეციალურ ტრენინგებს. სკოლა დაუღალავად ცდილობს ეროვნული სასწავლო პროგრამის მაღალხარისხიანი უზრუნველყოფის გარდა, სასწავლო პროცესი გაამდიდროს მრავალი ინტერდისციპლინარული მიდგომებით 21-ე საუკუნის განათლების გლობალური მოთხოვნების შესაბამისად.
მანანა გიორგაძე, წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის დირექტორი: "ჩვენი გუნდის მიზანია, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად განავითარონ ახალი ათასწლეულის უნარები, რათა შემდგომში ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ ისინი, შეძლონ გააანალიზონ და გადაჭრან გლობალური საკითხები. მათ პირველ რიგში სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები. ამასთანავე უნდა ითანამშრომლონ სხვადასხვა კულტურული ღირებულებებისა თუ ფასეულობების მქონე თანატოლებთან, მსოფლიო მასშტაბით ურთიერთპატივისცემის, ღია დიალოგის ფარგლებში, როგორც პირადი, ასევე თანამედროვე კომუნიკაციების გამოყენებით. ისინი უნდა გაეცნონ სხვადასხვა ერებს და კულტურებს, შეისწავლონ უცხო ენები.
მოსწავლეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა სამოქალაქო ცხოვრებაში, სამთავრობო პროცესების გაცნობიერების და ცოდნის მეშვეობით. უნდა შეისწავლონ მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ახალი თაობის ბავშვებმა შეძლონ: კრეატიულად ფიქრი, შექმნან ახალი და ღირებული იდეები, გააანალიზონ, დახვეწონ, შეაფასონ საკუთარი იდეები, რათა გააძლიერონ და გაზარდონ სამიზნე შედეგები. გუნდური მუშაობისას განიხილონ და განავითარონ ერთმანეთის იდეები, გააკეთონ სწორი არჩევანი და დანერგონ საუკეთესო. განიხილონ მარცხი, როგორც ახლის სწავლის შესაძლებლობა. გააცნობიერონ, რომ კრეატიულობა და ინოვაცია ხანგრძლივი პროცესია. ახალი ათასწლეულის მოზარდებს უნდა შეეძლოთ კრიტიკული აზროვნება, ჰქონდეთ სისტემური აზროვნების უნარი, განსაჯონ და მიიღონ გადაწყვეტილებები.
ნინო მგელაძე, წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და სწავლების ხელმძღვანელი: "21-ე საუკუნეში ბავშვებს უნდა შეეძლოთ ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათ უნდა შეძლონ იდეების ეფექტურად სინთეზი, როგორც ზეპირი და წერითი, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ციფრული და მულტიმედიური ტექნოლოგიების საშუალებით მათ მიიღონ, გაცვალონ და გამოიყენონ ინფორმაცია, გამოავლინონ გუნდურ მუშაობაში ეფექტური და პატივისცემაზე დაფუძნებული მუშაობის უნარი. ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ საერთო პასუხისმგებლობა და შეაფასონ ინდივიდუალური კონტრიბუციის მნიშვნელობა.
ისინი უნდა იყვნენ მიზანდასახულები და ორგანიზებულები. სწორად ამ მიმართულებებით წმინდა ნიკოლოზის სკოლა არ ზოგავს რესურსებს და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების განათლება, რათა შემდგომში მათ ადვილად დაიმკვიდრონ თავი გლობალურ სამყაროში და შეძლონ ქართული ფასეულობებისა და ღირებულებების წარმოჩინება მსოფლიო მასშტაბებით".
"ახალი გამოწვევები განათლებაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურასაც მოითხოვს. წმინდა ნიკოლოზის სკოლა თანამედროვე ბრიტანული სტილის არქიტექტურული შენობა-ნაგებობაა, რომელიც განლაგებულია ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ლუბლიანას ქუჩაზე. მოსწავლეებს აქ დახვდებათ ნათელი და კომფორტული საკლასო ოთახები, მათთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადები, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი ორი საცურაო აუზი და სპორტული დარბაზი, მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი, სკოლის თეატრი, 21- ე საუკუნის კომპიუტერული კლასი, მრავალენოვანი ბიბლიოთეკა და სრულყოფილად აღჭურვილი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები".
წმინდა ნიკოლოზის სკოლამ დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია შემდეგი სასწავლო წლისათვის.
ქ. თბილისი
დიღმის მასივი,
ლუბლიანას 21
218-38-28; 218-48-38
R