მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფსიქოლოგი - დღეს ჩვენში ანომალური ფსიქიკური აშლილობების ხანაა
ფსიქოლოგი - დღეს ჩვენში ანომალური ფსიქიკური აშლილობების ხანაა

საკ­მა­რი­სია, ამა თუ იმ სა­იტ­ზე, ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტია თუ ინ­ტერ­ვიუ გან­თავ­სდეს, მკი­თხვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ნა­წილ­ში მა­შინ­ვე სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას აფიქ­სი­რებს. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ეს კო­მენ­ტა­რე­ბი ნე­გა­ტი­უ­რია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პი­როვ­ნე­ბა ლან­ძღვა-გი­ნე­ბი­სა და დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ობი­ექ­ტი ხდე­ბა... ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არის ბოლო დროს ასე მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აგ­რე­სია. ამ თე­მა­ზე "ამ­ბე­ბი.გე" ფი­ქო­ლოგ-ფი­ზი­ო­ლოგს მა­რი­ნა კა­ჭა­რა­ვას ესა­უბ­რა.

- აგ­რე­სია ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის და მათ შო­რის, ადა­მი­ა­ნის­თვი­საც ბუ­ნებ­რი­ვია, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად, თავ­დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მია. აგ­რე­სია სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს სპორ­ტშიც, ამა თუ იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც, რად­გა­ნაც ის ენერ­გე­ტი­კაა, მაგ­რამ ამა­ში რა­ღაც და­მან­გრე­ველ ძა­ლას არ ვგუ­ლის­ხმობ. თუმ­ცა, ის აგ­რე­სია, რა­ზეც თქვენ ლა­პა­რა­კობთ, ბუ­ნებ­რი­ვია, არის ნე­გა­ტი­უ­რი... ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ბოლო წლე­ბია, რე­ა­ლუ­რად ქა­ო­სია (ომე­ბი, გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მი­ტინ­გე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე, უთა­ნას­წო­რო­ბა, უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა), რა გა­საკ­ვი­რია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ადა­მი­ა­ნებს დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ დიდი აგ­რე­სია. ამას­თან, მათ ამ აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვი­სა და გან­მუხ­ტვის არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ. იმა­საც ვერ ახერ­ხე­ბენ, რომ პო­ზი­ტი­უ­რი გა­გე­ბით, ვთქვათ, წა­ვიდ­ნენ და ირ­ბი­ნონ, ითა­მა­შონ. ასეთ დროს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ ადა­მი­ანს გაბ­რა­ზე­ბა გა­და­უვ­ლის ხოლ­მე, რად­გა­ნაც აგ­რე­სი­ის დროს ჰორ­მო­ნე­ბის მიერ გა­მო­ტყორ­ცნილ ნივ­თი­ე­რე­ბას კუნ­თე­ბი მო­იხ­მარს და გაბ­რა­ზე­ბაც ეხ­სნე­ბა.

მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ არ ვი­ცით ბრა­ზის, აგ­რე­სი­ის, ემო­ცი­ის მარ­თვა. ამი­ტო­მაც არის, რომ ამ­დენ­მა დაგ­რო­ვე­ბულ­მა უარ­ყო­ფით­მა მუხტმა გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­უ­ღებ­ლო­ბა­ში ჰპო­ვა. არ შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რობს. არა თუ მი­ვი­ღოთ, მისი გა­და­კე­თე­ბა გვსურს, არა თუ გა­და­კე­თე­ბა, მას­ზე ძა­ლა­დო­ბა გვინ­და, მისი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა. ამას­თან, ის­ტო­რი­უ­ლად სა­ო­ცა­რი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ვართ, მაგ­რამ დღე­ი­სათ­ვის ეს ყვე­ლა­ფე­რი მოშ­ლი­ლია. კო­მუ­ნი­კა­ცია არ არის მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბის თქმა, ან მო­კი­თხვა: რო­გორ ხარ. კო­მუ­ნი­კა­ცი­აა უპირ­ვე­ლე­სად, ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბა ისე­თად, რო­გო­რიც არის.

ადა­მი­ა­ნი ისე უნდა მი­ი­ღო, რომ პი­რო­ბა არ უნდა წა­უ­ყე­ნო. ეს ეხე­ბა მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს, და-ძმას, მე­ზობ­ლებს, მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს, თა­ნამ­შრომ­ლებს. მი­ღე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერთ-ერთი "ოქ­როს წე­სია". ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ემ­პა­თი­ის უნა­რი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ში ასე­ვე ნა­წი­ლობ­რივ და­კარ­გუ­ლია.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ემ­პა­თია იმას ნიშ­ნავს, რომ თავი სხვის ად­გი­ლას და­ა­ყე­ნო, და­ი­ნა­ხო მისი გა­ჭირ­ვე­ბა, იგ­რძნო მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­ე­ცა­დო, მისი თვა­ლით შე­ხე­დო სამ­ყა­როს. პი­როვ­ნე­ბა თუ ასე მო­იქ­ცე­ვა, აგ­რე­სი­უ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნის მი­მართ ვე­ღარ იქ­ნე­ბა. მას მეტი ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბის უნა­რი ექ­ნე­ბა.

- რო­გორც ჩანს, ადა­მი­ანს ადა­მი­ა­ნის შე­წყნა­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს?

- დიახ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის უპი­რო­ბო მი­ღე­ბა. დიახ, გვი­ჭირს ემ­პა­თია, რად­გა­ნაც გვაქვს ან სიმ­პა­თია, ან ან­ტი­პა­თია. ემ­პა­თია კი სხვა რამ გახ­ლავთ. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მომ­წონ­ხართ, ან არ მომ­წონ­ხართ, რაც მა­ინც შე­ფა­სე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ემ­პა­თია ნიშ­ნავს იმას, რომ მე მეს­მის თქვე­ნი!

- ალ­ბათ, შე­ფა­სე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას აფუ­ჭებს.

- დიახ, მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით. თა­ნა­გან­ცდა ზო­გა­დად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია... სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ და­ვი­ნა­ხოთ, თუ რო­გორ გა­მო­ხა­ტა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ლან­ძღვი­თა და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით აგ­რე­სი­ას, რი­თაც ასე ვთქვათ, გულს იფხა­ნენ...

იმას, რა­საც ვერ ახერ­ხე­ბენ ცხოვ­რე­ბა­ში, შე­უძ­ლი­ათ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ა­ხერ­ხონ. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, - ადა­მი­ანს ნიღ­ბავს და ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლევს. ჰოდა, ის იქ არის სა­ოც­რად აგ­რე­სი­უ­ლი, გულ­წრფე­ლიც და მთე­ლი მისი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით შე­უძ­ლია, ადა­მი­ა­ნი ტა­ლახ­ში ამოს­ვა­როს...

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცდი­ლო­ბენ, ფსევ­დო­ნი­მით წარ­დგნენ, ან შეც­ვლი­ლი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით იმის გამო, რომ შემ­დგომ არ მო­ე­კი­თხოთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ასე­თი აღ­ვი­რახ­სნი­ლი აგ­რე­სია არ შე­იძ­ლე­ბა, უპა­სუ­ხოდ დარ­ჩეს და რო­გორც წესი, აგ­რე­სია აგ­რე­სი­ას იწ­ვევს. მაგ­რამ ამ უკუ­კავ­ში­რის არ არ­სე­ბო­ბის გამო ისი­ნი ცალ­მხრი­ვად ეწე­ვი­ან ამ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას, დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. ასე რომ, ბევ­რი კარ­გი და სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისე­თი გა­ლან­ძღუ­ლი, შე­უ­რა­ცხყო­ფე­ლი "ეპი­თე­ტე­ბით" შემ­კუ­ლია, რომ გა­ვო­ცე­ბულ­ვარ...

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ხდე­ბა იმი­ტომ, რომ ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი ვი­ღა­ცის ჩარ­ჩო­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მა­ში არ ჯდე­ბა, ამი­ტომ შე­უძ­ლია, შე­უ­რა­ცხო­ფა მი­ა­ყე­ნოს... ბევ­რი რამ არ მომ­წონს და ბევ­რის ქცე­ვა არ მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ არ მაქვს უფ­ლე­ბა, ადა­მი­ანს რა­მე­ზე მი­ვუ­თი­თო. პე­და­გო­გის რან­გშიც კი ძა­ლი­ან ფრთხი­ლი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, ანუ უნდა იცო­დეს, რო­გორ ას­წავ­ლოს. სწავ­ლე­ბა კი ხდე­ბა არა დი­რექ­ტი­ვე­ბით, მენ­ტო­რუ­ლი ტო­ნით, ლან­ძღვა-გი­ნე­ბი­თა და მუშ­ტი-კრი­ვით, არა­მედ ჩემი მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით.

დიახ, ჩემი პო­ზი­ცია არის ისე­თი, რომ ის მი­ვი­ღე, პა­ტივს ვცემ მის პი­როვ­ნე­ბას, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, მისი ქცე­ვა არ მომ­წონ­დეს. თუ ასე და­ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს, მა­შინ ის ადა­მი­ა­ნი ამას გა­ი­გებს და მი­ი­ღებს. მაგ­რამ თუ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას და­ვი­წყებ, ლან­ძღვას არა­ვინ მო­უს­მენს. კრი­ტი­კა არა­ვის უყ­ვარს! სამ­წუ­ხა­როდ, სხვებს ვაკ­რი­ტი­კებთ მთე­ლი გუ­ლი­თა და დიდი ძა­ლის­ხმე­ვით და ჩვენ მი­მართ მო­მარ­თუ­ლი კრი­ტი­კა არ მოგ­ვწონს. იმი­ტომ, რომ კრი­ტი­კა თა­ვის თავ­ში შე­ი­ცავს გან­კი­თხვას. ჩვენ ვაძ­ლევთ თავს უფ­ლე­ბას, ვლან­ძღოთ, ვაკ­რი­ტი­კოთ, ვა­გი­ნოთ სხვა, რაც არ არის ქცე­ვის, ან მოვ­ლე­ნის ანა­ლი­ზი, რაც მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ აქ ლა­პა­რა­კია უპი­რო­ბო ლან­ძღვა-გი­ნე­ბა­ზე, თავსლა­ფი­სა და ერ­თმა­ნე­თის­თვის ტა­ლა­ხის შეს­ხმა­ზე... ამ მოვ­ლე­ნა­ზე სა­უ­ბა­რი ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა და არ მი­მაჩ­ნია, რომ მას­ზე მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნდა ილა­პა­რა­კონ, ამ სა­კი­თხზე ლა­პა­რა­კის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს. აზ­რის შე­ფუთ­ვას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სხვა­თა შო­რის, ამ პო­ზი­ცი­ას, ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში "სენდვიჩს" უწო­დე­ბენ: "პლუ­სი, მი­ნუ­სი, პლუ­სი".

- ეს რას ნიშ­ნავს?

- ვთქვათ, მე მაქვს რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვე­ნი ქცე­ვი­სად­მი, თქვე­ნი პი­როვ­ნე­ბი­სად­მი, შე­ფა­სე­ბი­სას ჯერ ის პო­ზი­ტი­უ­რი უნდა აღ­ვნიშ­ნო და მერე ვთქვა ნე­გა­ტი­ვი და სა­უ­ბა­რი ისევ პო­ზი­ტი­ვით და­ვას­რუ­ლო.

- ე.ი. ამ ფორ­მუ­ლას "სენდვი­ჩი" იმი­ტომ ჰქვია, რომ შუ­ა­ში ნე­გა­ტი­ვი ექ­ცე­ვა, არა? - კი და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი ამას გა­დაყ­ლა­პავს, მი­ი­ღებს, მო­ის­მენს.

-არის კი­დევ ასე­თი სა­ვარ­ჯი­შო, რო­მელ­საც ჩემს პა­ცი­ენ­ტებ­თან ვი­ყე­ნებ: რო­დე­საც მათ­ზე ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის­გან დიდი აგ­რე­სია მო­დის, ვთხოვ ხოლ­მე, რომ იმ პი­როვ­ნე­ბის, რო­მე­ლიც მათ­ზე აგ­რე­სი­ას ახორ­ცი­ე­ლებს, 10 და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა მო­ი­ფიქ­რონ ანუ ვის­ზეც არი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი. პა­ცი­ენ­ტე­ბი მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მას და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა სა­ერ­თოდ არ აქვს და არც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს (ეს რის­თვის არის იცით, რომ იმ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდეს მეტი პო­ზი­ტი­ვი მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბის მი­მართ). რო­გორც კი შე­ეც­დე­ბი­ან ხოლ­მე, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ში კარ­გი თვი­სე­ბა და­ი­ნა­ხონ, მის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ეც­ვა­ლე­ბათ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! ანუ ვი­საც არ აქვს სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი, ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ოს.

- ამ საქ­მე­ში ალ­ბათ, სა­ხელ­მწი­ფოც უნდა ეხ­მა­რე­ბო­დეს ადა­მი­ანს...

- სა­ერ­თოდ უნდა ტარ­დე­ბო­დეს ამა თუ იმ სა­მი­ნის­ტოს მიერ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტრე­ნინ­გი სოფ­ლებ­ში, ქა­ლაქ­ში, სკო­ლებ­ში, მშობ­ლებ­თან. ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი (რა ასაკ­ში რა მოს­დის და რა­ტომ, ზო­გა­დად რო­გორ უნდა მი­მარ­თო ადა­მი­ანს) სწავ­ლას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ადა­მი­ა­ნი "სუფ­თა ფურ­ცე­ლი" ხომ არ იბა­დე­ბა? ჩვენ დე­დის მუც­ლი­დან მთე­ლი ჩვე­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მოგ­ვყვე­ბა, მაგ­რამ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმ სო­ცი­უმს, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ ანუ ოჯახს, სა­დაც ვიზ­რდე­ბით, გა­რე­მოს, ქუ­ჩას, სო­ფელს, სა­დაც გი­წევს ყოფ­ნა... ადა­მი­ანს ავი­წყდე­ბა ერთი რამ: რო­გორც არ უნდა, რომ მო­ექ­ცნენ მას, ისე არ უნდა მო­ექ­ცეს სხვას! ის, რომ ერთხელ უკვე გამ­ლან­ძღეს, მა­გი­ნეს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩემ­ში ერ­თგვა­რი გამ­შვე­ბი მე­ქა­ნიზ­მი უნდა ჩა­ე­რი­ოს და გავ­ხდე აგ­რე­სო­რი, მლან­ძღვე­ლი. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ბავ­შვო­ბა­ში ტრავ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ზოგი სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის­გან არის უარ­ყო­ფი­ლი, ყვე­ლა რა­ღაც პრობ­ლე­მი­დან მო­დის და შემ­დეგ რი­კო­შე­ტით ჯავრს იყ­რის ზო­გა­დად სამ­ყა­რო­ზე ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე.

- იმი­სათ­ვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დავძლი­ოთ, ალ­ბათ ამის სურ­ვი­ლი უნდა არ­სე­ბობ­დეს...

- ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან და ხში­რად სულ სხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან. მად­ლო­ბის თქმი­სას და ბო­დი­შის მოხ­დი­სას თა­ვის ტვინ­ში ენ­კე­ფა­ლი­ნი გა­მო­ი­ყო­ფა (სი­ა­მოვ­ნე­ბის ჰორ­მო­ნი). რო­დე­საც მად­ლო­ბას ვიხ­დი და ბო­დიშს ვე­უბ­ნე­ბი ვინ­მეს, ეს უპირ­ვე­ლე­სად ჩემ­თვის არის კარ­გი და არა თქვენ­თვის. ეს ქრის­ტი­ა­ნუ­ლა­დაც ასეა, მაგ­რამ ვნა­ხეთ, რომ ეს მეც­ნი­ე­რუ­ლა­დაც ასე ყო­ფი­ლა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერს სწავ­ლა უნდა, რაც ოჯახ­ში უნდა მოხ­დეს. მშობ­ლებ­მაც უნდა მო­უ­ხა­დონ ბო­დი­ში შვი­ლებს და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტონ. დიახ, ამ ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა ასე­თი ფორ­მით ხდე­ბა.

- მაგ­რამ რო­გორც ჩანს, პრობ­ლე­მე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მა­ინც ის არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია...

- ჩვენ ძი­რი­თა­დად გვყავს ფუსტრი­რე­ბუ­ლი, არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც ანეკ­დო­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უწევს ცხოვ­რე­ბა. რაკი არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ, ამი­ტომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ მშობ­ლებ­ზე, ნა­თე­სა­ვებ­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, მი­ნის­ტრებ­ზე, მთავ­რო­ბა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო­ზე, ღმერ­თზე და ყვე­ლა­ფერ­ზე, ეს არის მისი პო­ზი­ცია... ამი­ტომ ჩემ­გან და­საშ­ვე­ბია აგ­რე­სია და და­უნ­დო­ბე­ლი ვხდე­ბი ყვე­ლა­სა და ყვე­ლას მი­მართ.

არა­რე­ა­ლი­ზე­ბულ ადა­მი­ანს ბევ­რი დრო აქვს და ხდე­ბა შუ­რი­ა­ნიც. ვინც ამ­ბობს, რომ შუ­რი­ა­ნი არ ვარ, ის გარ­კვე­უ­ლად ცრუ­ობს. თუკი მა­ვან­მა რა­ღა­ცას მი­აღ­წია, რა­ღაც გა­მო­უ­ვი­და, შუ­რით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მან წარ­მა­ტე­ბას ვი­ღა­ცის დახ­მა­რე­ბით მი­აღ­წია, რად­გა­ნაც რე­ა­ლუ­რად უნი­ჭოა... მინ­და, ერთ მტკივ­ნე­ულ თე­მა­საც შე­ვე­ხო, ტე­ლე­ვი­ზი­ით ხში­რად უხამ­სო­ბას აჩ­ვე­ნე­ბენ, სიყ­ვით­ლე და ჭო­რე­ბი ჭარ­ბობს, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ხელს უშ­ლის. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე არ მაქვს იმის უფ­ლე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი გავ­ლან­ძღო...

- ტე­ლე­ვი­ზი­ით უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი თუ უცხო­უ­რი სე­რი­ა­ლი გა­დის, რო­მელ­საც ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ისე არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი მას­ში, რომ სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟეტს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან აი­გი­ვე­ბენ. იმ პერ­სო­ნა­ჟე­ბის გარ­შე­მო მა­ყუ­რე­ბე­ლი ერ­თი­ან­დე­ბა, მის ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად იჭ­რე­ბა. რას იტყვით ამა­ზე? რა არის ეს ფე­ნო­მე­ნი?

- მათი ყუ­რე­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ერ­თო­ბა. ეს სე­რი­ა­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ში კონ­ფლუ­ენ­ცი­ას აჩენს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ხდე­ბა შეთ­ქვე­ფა სე­რი­ა­ლის სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და იკარ­გე­ბა ზღვა­რი. არა­და, სა­ზღვრე­ბი თუ დავ­კარ­გეთ, მა­შინ საქ­მე ძა­ლი­ან ცუ­დად არის. რად­გა­ნაც სა­ზღვრე­ბის და­კარ­გვა (შეთ­ქვე­ფა) ოჯახ­ში, ცოლ-ქმარს შო­რის, შვი­ლებ­თან, ზო­გა­დად ნე­ბის­მი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დიდი ტკი­ვილ­სა და პრობ­ლე­მებს იწ­ვევს, რად­გა­ნაც პი­როვ­ნულ ჩა­მოშ­ლას იწ­ვევს. რო­დე­საც ყვე­ლა­ფერს და­ვი­ვი­წყებ, შე­ვიჭ­რე­ბი სე­რი­ალ­ში და იქ ვი­წყებ ცხოვ­რე­ბას, უკვე იქა­უ­რო­ბას ვა­ლა­გებ კი­დეც და სი­ტუ­ა­ცი­ას ჩემს ჭკუ­ა­ზე ვა­ყე­ნებ. ეს კი სრუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­აა! გახ­ლეჩ­ვა. ზო­გა­დად ში­ზოფ­რე­ნი­ულ, ფსი­ქო­ტურ წრე­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სხვი­სი ანუ სე­რი­ა­ლით ცხოვ­რო­ბენ, გა­ნიც­დი­ან, ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, პი­რადს კარ­გა­ვენ. აი, ამ დროს, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ხდე­ბა სრუ­ლი პი­როვ­ნუ­ლი ჩა­მოშ­ლა. ეს და­ახ­ლო­ე­ბით იმას ჰგავს, რო­დე­საც დე­დე­ბი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ისე იჭ­რე­ბი­ან, რომ მათ ცხოვ­რე­ბას უფუ­ჭე­ბენ და უნ­გრე­ვენ... ჩვენ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი მგო­ნი, სპე­ცი­ა­ლუ­რად ხდე­ბა, რომ ადა­მი­ან­მა და­კარ­გოს სა­კუ­თა­რი ყო­ფი­თი, სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა და აღარ იფიქ­როს მას­ზე, რი­თაც ხალ­ხის მა­სობ­რი­ვად და­დე­ბი­ლე­ბა ხდე­ბა.

- მოკ­ლედ, გარ­შე­მო მა­სობ­რი­ვი ფსი­ქო­ზია...

- დიახ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა დე­ზო­რი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია. დღეს ჩვენ­ში ანო­მა­ლუ­რი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბის ხა­ნაა, რა­საც ბევ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ფსიქოლოგი - დღეს ჩვენში ანომალური ფსიქიკური აშლილობების ხანაა

ფსიქოლოგი - დღეს ჩვენში ანომალური ფსიქიკური აშლილობების ხანაა

საკმარისია, ამა თუ იმ საიტზე, ცნობილ ადამიანებზე მომზადებული სტატია თუ ინტერვიუ განთავსდეს, მკითხველი კომენტარების ნაწილში მაშინვე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს. უმეტეს შემთხვევაში, ეს კომენტარები ნეგატიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ პიროვნება ლანძღვა-გინებისა და დისკრედიტაციის ობიექტი ხდება... ალბათ საინტერესოა, რატომ არის ბოლო დროს ასე მოჭარბებული საზოგადოებაში აგრესია. ამ თემაზე ”ამბები.გე” ფიქოლოგ-ფიზიოლოგს მარინა კაჭარავას ესაუბრა.

- აგრესია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის და მათ შორის, ადამიანისთვისაც ბუნებრივია, რაც გარკვეულწილად, თავდაცვითი მექანიზმია. აგრესია სჭირდება ადამიანს სპორტშიც, ამა თუ იმ საქმიანობაშიც, რადგანაც ის ენერგეტიკაა, მაგრამ ამაში რაღაც დამანგრეველ ძალას არ ვგულისხმობ. თუმცა, ის აგრესია, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, ბუნებრივია, არის ნეგატიური... ჩვენს ქვეყანაში, ბოლო წლებია, რეალურად ქაოსია (ომები, გადატრიალებები, გაუთავებელი მიტინგები, სოციალური სიდუხჭირე, უთანასწორობა, უსამართლობის განცდა), რა გასაკვირია, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანებს დაგროვებული ჰქონდეთ დიდი აგრესია. ამასთან, მათ ამ აგრესიის გამოხატვისა და განმუხტვის არანაირი საშუალება არ გააჩნიათ. იმასაც ვერ ახერხებენ, რომ პოზიტიური გაგებით, ვთქვათ, წავიდნენ და ირბინონ, ითამაშონ. ასეთ დროს გაღიზიანებულ ადამიანს გაბრაზება გადაუვლის ხოლმე, რადგანაც აგრესიის დროს ჰორმონების მიერ გამოტყორცნილ ნივთიერებას კუნთები მოიხმარს და გაბრაზებაც ეხსნება.

მაგრამ საქმე ის არის, რომ არ ვიცით ბრაზის, აგრესიის, ემოციის მართვა. ამიტომაც არის, რომ ამდენმა დაგროვებულმა უარყოფითმა მუხტმა გამოსავალი ერთმანეთის მიუღებლობაში ჰპოვა. არ შეგვიძლია მივიღოთ განსხვავებული ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს. არა თუ მივიღოთ, მისი გადაკეთება გვსურს, არა თუ გადაკეთება, მასზე ძალადობა გვინდა, მისი ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა. ამასთან, ისტორიულად საოცარი კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ დღეისათვის ეს ყველაფერი მოშლილია. კომუნიკაცია არ არის მხოლოდ გამარჯობის თქმა, ან მოკითხვა: როგორ ხარ. კომუნიკაციაა უპირველესად, ადამიანის მიღება ისეთად, როგორიც არის.

ადამიანი ისე უნდა მიიღო, რომ პირობა არ უნდა წაუყენო. ეს ეხება მშობლებსა და შვილებს, და-ძმას, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, თანამშრომლებს. მიღება კომუნიკაციის ერთ-ერთი "ოქროს წესია". ასევე მნიშვნელოვანია ემპათიის უნარი, რომელიც ადამიანებში ასევე ნაწილობრივ დაკარგულია.

- რას გულისხმობთ?

- ემპათია იმას ნიშნავს, რომ თავი სხვის ადგილას დააყენო, დაინახო მისი გაჭირვება, იგრძნო მისი მდგომარეობა. შეეცადო, მისი თვალით შეხედო სამყაროს. პიროვნება თუ ასე მოიქცევა, აგრესიული სხვა ადამიანის მიმართ ვეღარ იქნება. მას მეტი ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის უნარი ექნება.

- როგორც ჩანს, ადამიანს ადამიანის შეწყნარება ყველაზე მეტად უჭირს?

- დიახ და განსაკუთრებულად ამა თუ იმ პიროვნების უპირობო მიღება. დიახ, გვიჭირს ემპათია, რადგანაც გვაქვს ან სიმპათია, ან ანტიპათია. ემპათია კი სხვა რამ გახლავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომწონხართ, ან არ მომწონხართ, რაც მაინც შეფასებითი დამოკიდებულებაა. ემპათია ნიშნავს იმას, რომ მე მესმის თქვენი!

- ალბათ, შეფასებითი დამოკიდებულება ზოგადად ადამიანებს შორის ურთიერთობას აფუჭებს.

- დიახ, მართალი ბრძანდებით. თანაგანცდა ზოგადად ურთიერთობაში აუცილებელია... სოციალური ქსელი იმის საშუალებას იძლევა, რომ დავინახოთ, თუ როგორ გამოხატავენ ადამიანები ლანძღვითა და უშვერი სიტყვებით აგრესიას, რითაც ასე ვთქვათ, გულს იფხანენ...

იმას, რასაც ვერ ახერხებენ ცხოვრებაში, შეუძლიათ, სოციალური ქსელის საშუალებით მოახერხონ. ვირტუალური სამყარო ამის საშუალებას იძლევა, - ადამიანს ნიღბავს და ოცნების ასრულების საშუალებასაც აძლევს. ჰოდა, ის იქ არის საოცრად აგრესიული, გულწრფელიც და მთელი მისი უარყოფითი დამოკიდებულებით შეუძლია, ადამიანი ტალახში ამოსვაროს...

ეს ადამიანები სოციალურ ქსელში ცდილობენ, ფსევდონიმით წარდგნენ, ან შეცვლილი სახელითა და გვარით იმის გამო, რომ შემდგომ არ მოეკითხოთ. მოგეხსენებათ, ასეთი აღვირახსნილი აგრესია არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს და როგორც წესი, აგრესია აგრესიას იწვევს. მაგრამ ამ უკუკავშირის არ არსებობის გამო ისინი ცალმხრივად ეწევიან ამ ლანძღვა-გინებას, დისკრედიტაციას. ასე რომ, ბევრი კარგი და სამაგალითო ადამიანი სოციალურ ქსელში ისეთი გალანძღული, შეურაცხყოფელი "ეპითეტებით" შემკულია, რომ გავოცებულვარ...

ეს ყველაფერი კი ხდება იმიტომ, რომ ესა თუ ის ადამიანი ვიღაცის ჩარჩოსა და ღირებულებათა სისტემაში არ ჯდება, ამიტომ შეუძლია, შეურაცხოფა მიაყენოს... ბევრი რამ არ მომწონს და ბევრის ქცევა არ მსიამოვნებს, მაგრამ არ მაქვს უფლება, ადამიანს რამეზე მივუთითო. პედაგოგის რანგშიც კი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს ადამიანი, ანუ უნდა იცოდეს, როგორ ასწავლოს. სწავლება კი ხდება არა დირექტივებით, მენტორული ტონით, ლანძღვა-გინებითა და მუშტი-კრივით, არამედ ჩემი მეორე პიროვნებისადმი დამოკიდებულებით.

დიახ, ჩემი პოზიცია არის ისეთი, რომ ის მივიღე, პატივს ვცემ მის პიროვნებას, მაგრამ შეიძლება, მისი ქცევა არ მომწონდეს. თუ ასე დავაფიქსირებ ჩემს აზრს, მაშინ ის ადამიანი ამას გაიგებს და მიიღებს. მაგრამ თუ ლანძღვა-გინებას დავიწყებ, ლანძღვას არავინ მოუსმენს. კრიტიკა არავის უყვარს! სამწუხაროდ, სხვებს ვაკრიტიკებთ მთელი გულითა და დიდი ძალისხმევით და ჩვენ მიმართ მომართული კრიტიკა არ მოგვწონს. იმიტომ, რომ კრიტიკა თავის თავში შეიცავს განკითხვას. ჩვენ ვაძლევთ თავს უფლებას, ვლანძღოთ, ვაკრიტიკოთ, ვაგინოთ სხვა, რაც არ არის ქცევის, ან მოვლენის ანალიზი, რაც მისაღებია, მაგრამ აქ ლაპარაკია უპირობო ლანძღვა-გინებაზე, თავსლაფისა და ერთმანეთისთვის ტალახის შესხმაზე... ამ მოვლენაზე საუბარი ნამდვილად საჭიროა და არ მიმაჩნია, რომ მასზე მხოლოდ სპეციალისტებმა უნდა ილაპარაკონ, ამ საკითხზე ლაპარაკის უფლება ყველას აქვს. აზრის შეფუთვას დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ამ პოზიციას, ფსიქოლოგიაში "სენდვიჩს" უწოდებენ: "პლუსი, მინუსი, პლუსი".

- ეს რას ნიშნავს?

- ვთქვათ, მე მაქვს რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება თქვენი ქცევისადმი, თქვენი პიროვნებისადმი, შეფასებისას ჯერ ის პოზიტიური უნდა აღვნიშნო და მერე ვთქვა ნეგატივი და საუბარი ისევ პოზიტივით დავასრულო.

- ე.ი. ამ ფორმულას "სენდვიჩი" იმიტომ ჰქვია, რომ შუაში ნეგატივი ექცევა, არა? - კი და ასეთ შემთხვევაში ადამიანი ამას გადაყლაპავს, მიიღებს, მოისმენს.

-არის კიდევ ასეთი სავარჯიშო, რომელსაც ჩემს პაციენტებთან ვიყენებ: როდესაც მათზე ამა თუ იმ პიროვნებისგან დიდი აგრესია მოდის, ვთხოვ ხოლმე, რომ იმ პიროვნების, რომელიც მათზე აგრესიას ახორციელებს, 10 დადებითი თვისება მოიფიქრონ ანუ ვისზეც არიან გაბრაზებულები. პაციენტები მეწინააღმდეგებიან, მეუბნებიან, რომ მას დადებითი თვისება საერთოდ არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს (ეს რისთვის არის იცით, რომ იმ ადამიანს გაუჩნდეს მეტი პოზიტივი მეორე პიროვნების მიმართ). როგორც კი შეეცდებიან ხოლმე, მოწინააღმდეგეში კარგი თვისება დაინახონ, მის მიმართ დამოკიდებულებაც ეცვალებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ანუ ვისაც არ აქვს სწორი კომუნიკაციის უნარი, ეს აუცილებლად უნდა გამოიმუშაოს.

- ამ საქმეში ალბათ, სახელმწიფოც უნდა ეხმარებოდეს ადამიანს...

- საერთოდ უნდა ტარდებოდეს ამა თუ იმ სამინისტოს მიერ რაც შეიძლება მეტი საგანმანათლებლო ტრენინგი სოფლებში, ქალაქში, სკოლებში, მშობლებთან. ადამიანის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები (რა ასაკში რა მოსდის და რატომ, ზოგადად როგორ უნდა მიმართო ადამიანს) სწავლას ექვემდებარება. ადამიანი "სუფთა ფურცელი" ხომ არ იბადება? ჩვენ დედის მუცლიდან მთელი ჩვენი გენეტიკური მონაცემები მოგვყვება, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სოციუმს, რომელშიც ვცხოვრობთ ანუ ოჯახს, სადაც ვიზრდებით, გარემოს, ქუჩას, სოფელს, სადაც გიწევს ყოფნა... ადამიანს ავიწყდება ერთი რამ: როგორც არ უნდა, რომ მოექცნენ მას, ისე არ უნდა მოექცეს სხვას! ის, რომ ერთხელ უკვე გამლანძღეს, მაგინეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში ერთგვარი გამშვები მექანიზმი უნდა ჩაერიოს და გავხდე აგრესორი, მლანძღველი. ასეთი ადამიანები ბავშვობაში ტრავმირებულები არიან, ზოგი საკუთარი მშობლებისგან არის უარყოფილი, ყველა რაღაც პრობლემიდან მოდის და შემდეგ რიკოშეტით ჯავრს იყრის ზოგადად სამყაროზე ანუ საზოგადოებაზე.

- იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დავძლიოთ, ალბათ ამის სურვილი უნდა არსებობდეს...

- ადამიანები სხვანაირად გამოიყურებიან და ხშირად სულ სხვანაირები არიან. მადლობის თქმისას და ბოდიშის მოხდისას თავის ტვინში ენკეფალინი გამოიყოფა (სიამოვნების ჰორმონი). როდესაც მადლობას ვიხდი და ბოდიშს ვეუბნები ვინმეს, ეს უპირველესად ჩემთვის არის კარგი და არა თქვენთვის. ეს ქრისტიანულადაც ასეა, მაგრამ ვნახეთ, რომ ეს მეცნიერულადაც ასე ყოფილა. მოკლედ, ყველაფერს სწავლა უნდა, რაც ოჯახში უნდა მოხდეს. მშობლებმაც უნდა მოუხადონ ბოდიში შვილებს და მადლიერება გამოხატონ. დიახ, ამ ყველაფრის სწავლა ასეთი ფორმით ხდება.

- მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემების მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ საზოგადოება არარეალიზებულია...

- ჩვენ ძირითადად გვყავს ფუსტრირებული, არარეალიზებული საზოგადოება, რომელსაც ანეკდოტურ სიტუაციაში უწევს ცხოვრება. რაკი არარეალიზებული ვარ, ამიტომ გაბრაზებული ვარ მშობლებზე, ნათესავებზე, მასწავლებლებზე, მინისტრებზე, მთავრობაზე, სახელმწიფოზე, ღმერთზე და ყველაფერზე, ეს არის მისი პოზიცია... ამიტომ ჩემგან დასაშვებია აგრესია და დაუნდობელი ვხდები ყველასა და ყველას მიმართ.

არარეალიზებულ ადამიანს ბევრი დრო აქვს და ხდება შურიანიც. ვინც ამბობს, რომ შურიანი არ ვარ, ის გარკვეულად ცრუობს. თუკი მავანმა რაღაცას მიაღწია, რაღაც გამოუვიდა, შურით შეპყრობილი ადამიანები ამბობენ, რომ მან წარმატებას ვიღაცის დახმარებით მიაღწია, რადგანაც რეალურად უნიჭოა... მინდა, ერთ მტკივნეულ თემასაც შევეხო, ტელევიზიით ხშირად უხამსობას აჩვენებენ, სიყვითლე და ჭორები ჭარბობს, რომელიც ადამიანს გემოვნების ჩამოყალიბებაში ხელს უშლის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ მაქვს იმის უფლება, რომ რომელიმე ჟურნალისტი გავლანძღო...

- ტელევიზიით უამრავი ქართული თუ უცხოური სერიალი გადის, რომელსაც ბევრი მაყურებელი ჰყავს. ეს ადამიანები ისე არიან ჩართულები მასში, რომ სერიალის სიუჟეტს რეალურ ცხოვრებასთან აიგივებენ. იმ პერსონაჟების გარშემო მაყურებელი ერთიანდება, მის ცხოვრებაში სერიოზულად იჭრება.  რას იტყვით ამაზე? რა არის ეს ფენომენი?

- მათი ყურებით ბევრი ადამიანი ერთობა. ეს სერიალები ადამიანებში კონფლუენციას აჩენს.

- რას გულისხმობთ?

- ხდება შეთქვეფა სერიალის სიტუაციასთან და იკარგება ზღვარი. არადა, საზღვრები თუ დავკარგეთ, მაშინ საქმე ძალიან ცუდად არის. რადგანაც საზღვრების დაკარგვა (შეთქვეფა) ოჯახში, ცოლ-ქმარს შორის, შვილებთან, ზოგადად ნებისმიერ ურთიერთობაში დიდი ტკივილსა და პრობლემებს იწვევს, რადგანაც პიროვნულ ჩამოშლას იწვევს. როდესაც ყველაფერს დავივიწყებ, შევიჭრები სერიალში და იქ ვიწყებ ცხოვრებას, უკვე იქაურობას ვალაგებ კიდეც და სიტუაციას ჩემს ჭკუაზე ვაყენებ. ეს კი სრული შიზოფრენიაა! გახლეჩვა. ზოგადად შიზოფრენიულ, ფსიქოტურ წრეში გვიწევს ცხოვრება. როდესაც ადამიანები სხვისი ანუ სერიალით ცხოვრობენ, განიცდიან, ნერვიულობენ, პირადს კარგავენ. აი, ამ დროს, როგორც უკვე აღვნიშნე, ხდება სრული პიროვნული ჩამოშლა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც დედები დაოჯახებული შვილების ცხოვრებაში ისე იჭრებიან, რომ მათ ცხოვრებას უფუჭებენ და უნგრევენ... ჩვენ გარშემო ყველაფერი მგონი, სპეციალურად ხდება, რომ ადამიანმა დაკარგოს საკუთარი ყოფითი, სოციალური პრობლემა და აღარ იფიქროს მასზე, რითაც ხალხის მასობრივად დადებილება ხდება.

- მოკლედ, გარშემო მასობრივი ფსიქოზია...

- დიახ, საზოგადოება დეზორიენტირებულია. დღეს ჩვენში ანომალური ფსიქიკური აშლილობების ხანაა, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია