საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუბარის აღარ გვჯერა - ჩემი ძმა ციხის ადმინისტრაციამ აწამა, პატიმრები არაფერ შუაში არიან"
"სუბარის აღარ გვჯერა - ჩემი ძმა ციხის ადმინისტრაციამ აწამა, პატიმრები არაფერ შუაში არიან"

"ლე­ვა­ნი ნა­წა­მე­ბი იყო, მას ორი­ვე მაჯა გახ­ვრე­ტი­ლი ჰქონ­და" - ამ­ბობს გე­გუ­თის ცი­ხე­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ლე­ვან კორ­ტა­ვას და, ნა­თია კორ­ტა­ვა. ქუ­თა­ი­სის დი­აგ­ნოს­ტი­კურ ცენ­ტრში გარ­დაც­ვლი­ლი 24 წლის ლე­ვან კორ­ტა­ვა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით გე­გუ­თის ცი­ხე­ში, პა­ტიმ­რებს შო­რის მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შე­დე­გად და­შავ­და. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა პა­ტიმ­რის ცე­მი­სა და და­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მე­ო­რე დღეს­ვე გა­ა­კე­თა. მან თავ­და­პირ­ველ მი­ზე­ზად კი­ბე­ზე და­გო­რე­ბა და­ა­სა­ხე­ლა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სია გა­მო­რი­ცხა და გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტიმ­რის ასე მძი­მედ და­შა­ვე­ბა მსხვი­ლი ქვე­ბით მოხ­რე­ში­ლი ეზოს ბრა­ლი იყო... ორ­შა­ბათს, "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი სო­ზარ სუ­ბარ­მა რო­გორც იქნა, და­ა­დას­ტუ­რა ის, რა­საც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი თა­ვი­დან­ვე ეჭ­ვობ­და: პა­ტი­მა­რი ლე­ვან კორ­ტა­ვა ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით და­ი­ღუ­პა. მი­ნის­ტრმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა და პრეს-სამ­სა­ხუ­რის იმ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მუ­შა­კის დას­ჯა აღუთ­ქვა, ვინც თა­ვი­დან მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა... გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ოჯა­ხი არც მი­ნის­ტრის და­პი­რე­ბამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, ისი­ნი თვლი­ან, რომ ლე­ვან კორ­ტა­ვას სი­ცო­ცხლე პა­ტიმ­რებს შო­რის ატე­ხილ ჩხუბს არ შე­წირ­ვია, რო­გორც ამას სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ...

ნა­თია კორ­ტა­ვა:

- არ და­ი­ჯე­როთ, რომ ლე­ვა­ნი პა­ტიმ­რებს შო­რის ჩხუ­ბის დროს და­შავ­და. მას ცი­ხე­ში ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ლე­ვან­ზე რო­მე­ლი­მე მათ­განს ხელი აე­წია.

- ხომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, კი­ბე­ზე სხვა პა­ტიმ­რე­ბის გაშ­ვე­ლე­ბის დროს და­გო­რე­ბუ­ლი­ყო?

- იცით, ლე­ვა­ნი რას ჰგავს? ნა­ცე­მი და კი­ბე­ებ­ზე და­გო­რე­ბუ­ლი კი არა, ნა­წა­მე­ბია. ერთი ძვა­ლიც კი არ აქვს მთე­ლი. კის­რი­დან და­წყე­ბუ­ლი თი­თე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მთე­ლი ტანი დამ­ტვრე­უ­ლი აქვს. მა­ჯებ­ში ნახ­ვრე­ტე­ბი აქვს. კი­ბე­ებ­ზე და­გო­რე­ბის ან მცხვილ მოხ­რე­შილ ქვებ­ზე და­გო­რე­ბით მა­ჯე­ბი რო­გორ და­ეხვრი­ტა? თა­ნაც ორი­ვე ხელ­ზე ერ­თნა­ი­რად? ცი­ხი­დან პა­ტიმ­რე­ბი გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და გვე­უბ­ნე­ბი­ან კარ­გად გა­არ­კვი­ეთ ეგ ამ­ბა­ვი, ლე­ვანს პა­ტიმ­რებს შო­რის არა­ვის­თან ჰქო­ნია პრობ­ლე­მაო...

- პა­ტიმ­რებს თუ აქვთ, ვერ­სია, რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო?

- ლე­ვა­ნი რუს­თა­ვის მეშ­ვი­დე სა­პა­ტიმ­რო­ში იჯდა. გე­გუთ­ში ერთი დღით გა­და­იყ­ვა­ნეს. სწო­რედ იმ ერთ დღე­ში მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამის მერე გა­მო­ვი­და სო­ზარ სუ­ბა­რი და ხან ის თქვა, კი­ბე­ზე და­გო­რე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო ტრამ­ვე­ბიო, ხა­ნაც ირ­წმუ­ნე­ბო­და, ქვებ­ზე და­ცე­მის შე­დე­გად და­ზი­ან­დაო. ორი­ვე გა­მო­რი­ცხუ­ლია. მისი აღარ გვჯე­რა, არც გა­მო­ძი­ე­ბას ვენ­დო­ბით, დახ­მა­რე­ბას არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რებს ვთხოვთ და საქ­მე­ში და­მი­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვას ვი­თხოვთ...

- ლე­ვანს თუ და­მუქ­რე­ბია ვინ­მე, ან ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან პრობ­ლე­მე­ბი თუ ჰქო­ნია?

- არა, არას­დროს. ჩემი საბ­რა­ლო ძმა, ორ­მეტ­რი­ან სა­სახ­ლე­ში ვერ ჩა­ვას­ვე­ნეთ, ორი მეტ­რი და ოცი სმ იყო...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სუბარის აღარ გვჯერა - ჩემი ძმა ციხის ადმინისტრაციამ აწამა, პატიმრები არაფერ შუაში არიან"

"სუბარის აღარ გვჯერა - ჩემი ძმა ციხის ადმინისტრაციამ აწამა, პატიმრები არაფერ შუაში არიან"

"ლევანი ნაწამები იყო, მას ორივე მაჯა გახვრეტილი ჰქონდა" - ამბობს გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას და, ნათია კორტავა. ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში გარდაცვლილი 24 წლის ლევან კორტავა, ოფიციალური ვერსიით გეგუთის ციხეში, პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად დაშავდა. სასჯელაღსრულების მინისტრმა პატიმრის ცემისა და დაშავების შესახებ განცხადება მეორე დღესვე გააკეთა. მან თავდაპირველ მიზეზად კიბეზე დაგორება დაასახელა, ხოლო მოგვიანებით, თავდაპირველი ვერსია გამორიცხა და განაცხადა, რომ პატიმრის ასე მძიმედ დაშავება მსხვილი ქვებით მოხრეშილი ეზოს ბრალი იყო... ორშაბათს, "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კი სოზარ სუბარმა როგორც იქნა, დაადასტურა ის, რასაც გარდაცვლილის ოჯახი თავიდანვე ეჭვობდა: პატიმარი ლევან კორტავა ძალადობრივი სიკვდილით დაიღუპა. მინისტრმა საზოგადოებას მომხდარის გამოძიება და პრეს-სამსახურის იმ პასუხისმგებელი მუშაკის დასჯა აღუთქვა, ვინც თავიდან მცდარი ინფორმაცია გაავრცელა... გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი არც მინისტრის დაპირებამ დააკმაყოფილა, ისინი თვლიან, რომ ლევან კორტავას სიცოცხლე პატიმრებს შორის ატეხილ ჩხუბს არ შეწირვია, როგორც ამას სამინისტროში აცხადებენ...

ნათია კორტავა:

- არ დაიჯეროთ, რომ ლევანი პატიმრებს შორის ჩხუბის დროს დაშავდა. მას ციხეში ყველა პატივს სცემდა, გამორიცხულია, რომ ლევანზე რომელიმე მათგანს ხელი აეწია.

- ხომ შესაძლებელია, კიბეზე სხვა პატიმრების გაშველების დროს დაგორებულიყო?

- იცით, ლევანი რას ჰგავს? ნაცემი და კიბეებზე დაგორებული კი არა, ნაწამებია. ერთი ძვალიც კი არ აქვს მთელი. კისრიდან დაწყებული თითებით დამთავრებული, მთელი ტანი დამტვრეული აქვს. მაჯებში ნახვრეტები აქვს. კიბეებზე დაგორების ან მცხვილ მოხრეშილ ქვებზე დაგორებით მაჯები როგორ დაეხვრიტა? თანაც ორივე ხელზე ერთნაირად? ციხიდან პატიმრები გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან კარგად გაარკვიეთ ეგ ამბავი, ლევანს პატიმრებს შორის არავისთან ჰქონია პრობლემაო...

- პატიმრებს თუ აქვთ, ვერსია, რა შეიძლება მომხდარიყო?

- ლევანი რუსთავის მეშვიდე საპატიმროში იჯდა. გეგუთში ერთი დღით გადაიყვანეს. სწორედ იმ ერთ დღეში მოხდა ეს ყველაფერი. ამის მერე გამოვიდა სოზარ სუბარი და ხან ის თქვა, კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო ტრამვებიო, ხანაც ირწმუნებოდა, ქვებზე დაცემის შედეგად დაზიანდაო. ორივე გამორიცხულია. მისი აღარ გვჯერა, არც გამოძიებას ვენდობით, დახმარებას არასამთავრობო სექტორებს ვთხოვთ და საქმეში დამიუკიდებელი ექსპერტების ჩართვას ვითხოვთ...

- ლევანს თუ დამუქრებია ვინმე, ან ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები თუ ჰქონია?

- არა, არასდროს. ჩემი საბრალო ძმა, ორმეტრიან სასახლეში ვერ ჩავასვენეთ, ორი მეტრი და ოცი სმ იყო...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ