სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძე - საოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები კარასინთან განხილვის თემა არ იქნება
ზურაბ აბაშიძე - საოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები კარასინთან განხილვის თემა არ იქნება

უსაფრ­თხო­ე­ბის თე­მე­ბი, მათ შო­რის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­ზე შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჟე­ნე­ვის ფორ­მატ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ამ სა­კითხს რუს კო­ლე­გას­თან ორ­მხრივ ფორ­მატ­ში არ გა­ნი­ხი­ლავს, რათა ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტის დუბ­ლი­რე­ბა არ მოხ­დეს. "ეს ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხია, ამი­ტომ ასე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით. ორ­მხრი­ვი დი­ა­ლო­გის ფარ­გლებ­ში გან­ვი­ხი­ლავთ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს, სატ­რან­სპორ­ტო კავ­ში­რე­ბის პრობ­ლე­მებს და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებს", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან შეხ­ვედ­რა 4 ან 5 ივ­ნისს პრა­ღა­ში გა­ი­მარ­თე­ბა და მხა­რე­ე­ბი დი­ა­ლო­გის და­წყე­ბი­დან 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიღ­წე­ულ შე­დე­გებს შე­ა­ჯა­მე­ბენ.

"ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით წინსვლა ნამ­დვი­ლად გვაქვს ცალ­კე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით. ალ­ბათ ივ­ლის­ში ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე დაბ­რუნ­დე­ბა. ჩვენ გა­ვივ­ლით ამ სა­კი­თხებს და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­საც დავ­სა­ხავთ", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აბა­ში­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის გად­მო­წე­ვის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა არ იგეგ­მე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სო­ფელ დი­ცის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა. რო­გორც უწყე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კა­ხა­ბერ ქე­მოკ­ლი­ძე აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი, უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს, რის გა­მოც სა­კითხს 31 მა­ისს, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა­ზე და­ა­ყე­ნე­ბენ. ივ­ნი­სის ბო­ლოს კი აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის ფორ­მა­ტის ფარ­გლებ­შიც.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

ზურაბ აბაშიძე - საოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები კარასინთან განხილვის თემა არ იქნება

ზურაბ აბაშიძე - საოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები კარასინთან განხილვის თემა არ იქნება

უსაფრთხოების თემები, მათ შორის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარსა და საოკუპაციო ზოლზე შექმნილი პრობლემები ჟენევის ფორმატში განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხს რუს კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში არ განიხილავს, რათა ჟენევის ფორმატის დუბლირება არ მოხდეს. "ეს ძალიან პრინციპული საკითხია, ამიტომ ასე ჩამოვყალიბდით. ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირების პრობლემებს და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხებს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისი ინფორმაციით, გრიგორი კარასინთან შეხვედრა 4 ან 5 ივნისს პრაღაში გაიმართება და მხარეები დიალოგის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ.

"ჩემი დაკვირვებით წინსვლა ნამდვილად გვაქვს ცალკეული მიმართულებებით და განსაკუთრებით სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. ალბათ ივლისში ჩვენი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება. ჩვენ გავივლით ამ საკითხებს და სამომავლო გეგმებსაც დავსახავთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის საკითხის განხილვა არ იგეგმება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი დაადასტურა. როგორც უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, აღნიშნული, უკანონო ქმედებას წარმოადგენს, რის გამოც საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ. ივნისის ბოლოს კი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საუბარი იქნება ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?