პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "ავღანეთში ჩემი გამოსვლის პარალელურად პატრულირებაზე მყოფი მანქანა ნაღმზე აფეთქდა"
 მიხეილ სააკაშვილი - "ავღანეთში ჩემი გამოსვლის პარალელურად პატრულირებაზე მყოფი მანქანა ნაღმზე აფეთქდა"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბი­სას სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს ავ­ღა­ნეთ­ში გუ­შინ­დელ ვი­ზიტ­ზე ისა­უბ­რა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის კი­დევ ერთხელ დარ­წმუნ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სამ­ხედ­რო­ე­ბი ჰყავს. პრე­ზი­დენ­ტმა გა­იხ­სე­ნა ავ­ღა­ნეთ­ში 13 მა­ისს და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და აღ­ნიშ­ნა, რომ იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სამი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა, რომ არა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ეფექ­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბა, მსხვერ­პლი უფრო დიდი იქ­ნე­ბო­და.

"გუ­შინ, ჩვე­ნი კონ­ტინ­გენ­ტის მე­თა­უ­რი მიყ­ვე­ბო­და იმა­ზე, ჩვენს წინა ჩას­ვლა­ზე ავ­ღა­ნეთ­ში რო­გორ ეს­რო­ლეს ჩვენს ვეტმფრენს, რომ­ლი­თაც ჩვენ ჩა­ვე­დით და რო­გორ ეს­როდ­ნენ ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი იმ ბა­ზას, სა­დაც ჩვენ ვი­ყა­ვით. ეს დე­ტა­ლე­ბი მე არ ვი­ცო­დი. გუ­ში­ნაც, იქ რომ ვი­ყა­ვით, იქ პატ­რუ­ლი­რე­ბა­ზე მყო­ფი მან­ქა­ნა ჩემი გა­მოს­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად აფეთ­ქდა ნაღ­მზე და კი­დევ კარ­გი, არა­ვის არა­ფე­რი მო­უ­ვი­და. ამას იმი­ტომ ვყვე­ბი, რომ ეს არის ყო­ველ­დღი­უ­რი საფრ­თხე ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის. ისი­ნი ძა­ლი­ან მაგ­რად დგა­ნან. არა­ფე­რი უფრო რთუ­ლი არ არის პრე­ზი­დენ­ტის­თვის, ვიდ­რე ჯა­რის­კა­ცე­ბის გაშ­ვე­ბა და სი­ცო­ცხლის ასეთ საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბა, მაგ­რამ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს არის გა­დამ­წყვე­ტი", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - "ავღანეთში ჩემი გამოსვლის პარალელურად პატრულირებაზე მყოფი მანქანა ნაღმზე აფეთქდა"

 მიხეილ სააკაშვილი - "ავღანეთში ჩემი გამოსვლის პარალელურად პატრულირებაზე მყოფი მანქანა ნაღმზე აფეთქდა"

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებისას სიტყვით გამოსვლის დროს ავღანეთში გუშინდელ ვიზიტზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს მაღალი კვალიფიკაციის სამხედროები ჰყავს. პრეზიდენტმა გაიხსენა ავღანეთში 13 მაისს დაღუპული ქართველი სამხედროები და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სამი მებრძოლი დაიღუპა, რომ არა ქართველი სამხედროების ეფექტური მოქმედება, მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა.

"გუშინ, ჩვენი კონტინგენტის მეთაური მიყვებოდა იმაზე, ჩვენს წინა ჩასვლაზე ავღანეთში როგორ ესროლეს ჩვენს ვეტმფრენს, რომლითაც ჩვენ ჩავედით და როგორ ესროდნენ ყუმბარმტყორცნები იმ ბაზას, სადაც ჩვენ ვიყავით. ეს დეტალები მე არ ვიცოდი. გუშინაც, იქ რომ ვიყავით, იქ პატრულირებაზე მყოფი მანქანა ჩემი გამოსვლის პარალელურად აფეთქდა ნაღმზე და კიდევ კარგი, არავის არაფერი მოუვიდა. ამას იმიტომ ვყვები, რომ ეს არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი ჯარისკაცების. ისინი ძალიან მაგრად დგანან. არაფერი უფრო რთული არ არის პრეზიდენტისთვის, ვიდრე ჯარისკაცების გაშვება და სიცოცხლის ასეთ საფრთხეში ჩაგდება, მაგრამ, საქართველოსთვის ეს არის გადამწყვეტი", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა