პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამთამ მშობლებს ნინი გამოუგზავნა" - ტრაგედიის შემდეგ თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა გოგონა იშვილეს
"თამთამ მშობლებს ნინი გამოუგზავნა" - ტრაგედიის შემდეგ თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა გოგონა იშვილეს

2011 წლის 22 ივ­ლისს ნორ­ვე­გი­ა­ში, კუნ­ძულ უტო­ი­ა­ზე ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის მშობ­ლებ­მა გო­გო­ნა იშ­ვი­ლეს. 23 წლის თამ­თა, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტის ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა, მათი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო. ახლა თამ­თას ოთახ­ში 10 წლის ნინი ცხოვ­რობს, თამ­თას სა­წოლ­ში სძი­ნავს და რუ­დუ­ნე­ბით უვ­ლის მის და­ნა­ტო­ვარ ნივ­თებს.

ლე­ი­ლა ასა­თი­ა­ნი, თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის დედა: "ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და. ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ მე და ავ­თოს ბავ­შვი გვეშ­ვი­ლა. ერთხელ წა­მომ­ცდა ბი­ძაშ­ვილ­თან, თუ იქ­ნე­ბო­და ბავ­შვი, რო­მელ­საც მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, გავზრდი­დი-მეთ­ქი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა ლე­ჩხუმ­ში გაგ­ვაც­ნო ოჯა­ხი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ობ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბა. დედა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავთ და ბავ­შვებს მამა ზრდის. ოჯა­ხი სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში ცხოვ­რობს. ყვე­ლა ამ­ბობ­და, თუ მამა ერთ-ერთი ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბას მო­ინ­დო­მებს, მად­ლი იქ­ნე­ბაო. ის ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა. ყვე­ლამ ისე მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორც ბავ­შვის მო­მავ­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო ნა­ბი­ჯი. ნინი შემ­დეგ მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ გა­ი­გო ამის შე­სა­ხებ. შინ მი­მა­ვალს თურ­მე გზა­ზე და შეხ­ვედ­რია და უკი­თხავს, თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის მშობ­ლებ­მა რომ გიშ­ვი­ლონ, თუ წაჰ­ყვე­ბიო. რა­ტო­მაც არაო, უთ­ქვამს გა­ხა­რე­ბულს.

სა­ნამ ჩვენ გა­დავ­წყვეტ­დით ლე­ჩხუმ­ში გამ­გზავ­რე­ბას და მის ნახ­ვას, რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­რეკ­ვი­ნა მა­მი­დას, მნა­ხო­ნო. ერთ დღე­საც წა­ვე­დით და ვნა­ხეთ ბავ­შვი, ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბი ვუ­თხა­რით, მათ თა­ვი­სი გვი­თხრეს და როცა და­ვა­პი­რეთ წა­მოს­ვლა, ბავ­შვმა აღარ მო­ი­სურ­ვა მშობ­ლი­ურ სახ­ლში დარ­ჩე­ნა და წა­მოგ­ვყვა. ყვე­ლა ამ­ბობს, ეს ბავ­შვი თქვენს სახ­ლში თამ­თამ მო­იყ­ვა­ნაო.

- ნი­ნის ძა­ლი­ან ამ­სგავ­სე­ბენ თამ­თას, თქვენც ამ­ჩნევთ ამ მსგავ­სე­ბას?

- თამ­თას იმ­დე­ნად არ ჰგავს, რამ­დე­ნა­დაც მე მამ­სგავ­სე­ბენ. თვა­ლის ფერი მარ­თლაც ერ­თნა­ი­რი გვაქვს. ახ­ლობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, თამ­თა მა­მას ჰგავ­და, ნინი კი შენ გგავ­სო.

- რო­გორ შე­ე­გუ­ეთ ერ­თმა­ნეთს?

- რო­გორც კი შე­მო­ვი­და ნინი ჩვენს ოჯახ­ში, ისე იქ­ცე­ო­და, თით­ქოს აქ და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, არც გა­უ­ცხო­ე­ბა გვქო­ნია.

- დე­დას გე­ძა­ხით?

- არ გვი­თხო­ვია, აუ­ცი­ლებ­ლად დედა ან მამა და­ე­ძა­ხა ჩვენ­თვის. როცა ნა­თე­სა­ვე­ბი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ხომ იცი, ლე­ი­ლას და ავ­თოს დედა და მამა უნდა და­უ­ძა­ხოო, ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი, თუ გინ­და, ბებო და­მი­ძა­ხოს-მეთ­ქი. თა­ვი­დან, როცა ნინი ტე­ლე­ფონს პა­სუ­ხობ­და და ეკი­თხე­ბოდ­ნენ, ვინ ხარო, ლე­ი­ლას და ავ­თოს შვი­ლი ვარო, - ამ­ბობ­და, მაგ­რამ ერთი კვი­რა ლე­ი­ლა დე­ი­დას მე­ძახ­და. შემ­დეგ თა­ვი­სუფ­ლად და რაც მთა­ვა­რია, ბუ­ნებ­რი­ვად დედა და­მი­ძა­ხა, ჩემს მე­უღ­ლეს კი - მამა. რომ იცო­დეთ რო­გო­რი თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბავ­შვია.

ნი­ნის ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბო­და და ჩვენც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­კის­რეთ ეს: ხან თე­რა­პევტთან წა­ვიყ­ვა­ნეთ, ხა­ნაც სტო­მა­ტო­ლოგ­თან და ამან ძა­ლი­ან დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. ავ­თოც ძა­ლი­ან უყ­ვარს ნი­ნის. თამ­თას საფ­ლავ­ზე რომ მი­დის, უნდა ნა­ხოთ, რას აკე­თებს. მე აღარ მაც­დის თამ­თას საფ­ლავ­ზე კან­დე­ლის, სან­თლის ან­თე­ბას, ყვე­ლა­ფერს თვი­თონ აკე­თებს. ყვა­ვი­ლებს რწყავს, თამ­თას სუ­რათს გა­დაწ­მენ­დს ხოლ­მე.

- თამ­თას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მის ოთახ­ში ნივ­თე­ბის­თვი­საც კი არ შე­გიც­ვლი­ათ ად­გი­ლი, ახლა იქ ნინი ცხოვ­რობს?

- ნინი თამ­თას ოთახ­ში ცხოვ­რობს და მის სა­წოლ­ზე წევს. სახ­ლში და გან­სა­კუთ­რე­ბით მის ოთახ­ში, თამ­თას ძა­ლი­ან ბევ­რი ფოტო გვაქვს. ალ­ბათ, ეს ნორ­მა­ლუ­რი არ არის, მაგ­რამ რა ვქნა, ამას ვერ გა­და­ვეჩ­ვიე. ნი­ნის ვკი­თხე, ამ­დე­ნი ფოტო ხომ არ გა­ში­ნებს-მეთ­ქი და არაო, მი­პა­სუ­ხა. რა­მეს რომ აჩუ­ქე­ბენ, მივა და თამ­თას სუ­რათ­თან დებს. ასე მგო­ნია, რომ უყ­ვარს თამ­თა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"თამთამ მშობლებს ნინი გამოუგზავნა" - ტრაგედიის შემდეგ თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა გოგონა იშვილეს

"თამთამ მშობლებს ნინი გამოუგზავნა" - ტრაგედიის შემდეგ თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა გოგონა იშვილეს

2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ტრაგიკულად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა გოგონა იშვილეს. 23 წლის თამთა, რომელიც ტერორისტის ტყვიამ იმსხვერპლა, მათი ერთადერთი შვილი იყო. ახლა თამთას ოთახში 10 წლის ნინი ცხოვრობს, თამთას საწოლში სძინავს და რუდუნებით უვლის მის დანატოვარ ნივთებს.

ლეილა ასათიანი, თამთა ლიპარტელიანის დედა: "ეს მოულოდნელად მოხდა. ჩვენი ნათესავები, მეგობრები და ახლობლები ძალიან მონდომებული იყვნენ, რომ მე და ავთოს ბავშვი გვეშვილა. ერთხელ წამომცდა ბიძაშვილთან, თუ იქნებოდა ბავშვი, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება, გავზრდიდი-მეთქი. მოგვიანებით ჩემმა ბიძაშვილმა ლეჩხუმში გაგვაცნო ოჯახი, სადაც რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი ობლობაში იზრდება. დედა გარდაცვლილი ჰყავთ და ბავშვებს მამა ზრდის. ოჯახი სიდუხჭირეში ცხოვრობს. ყველა ამბობდა, თუ მამა ერთ-ერთი ბავშვის გაშვილებას მოინდომებს, მადლი იქნებაო. ის ჩვენს შეთავაზებას დათანხმდა. ყველამ ისე მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორც ბავშვის მომავლისთვის საუკეთესო ნაბიჯი. ნინი შემდეგ მიყვებოდა, როგორ გაიგო ამის შესახებ. შინ მიმავალს თურმე გზაზე და შეხვედრია და უკითხავს, თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა რომ გიშვილონ, თუ წაჰყვებიო. რატომაც არაო, უთქვამს გახარებულს.

სანამ ჩვენ გადავწყვეტდით ლეჩხუმში გამგზავრებას და მის ნახვას, რამდენჯერმე დაარეკვინა მამიდას, მნახონო. ერთ დღესაც წავედით და ვნახეთ ბავშვი, ჩვენი პირობები ვუთხარით, მათ თავისი გვითხრეს და როცა დავაპირეთ წამოსვლა, ბავშვმა აღარ მოისურვა მშობლიურ სახლში დარჩენა და წამოგვყვა. ყველა ამბობს, ეს ბავშვი თქვენს სახლში თამთამ მოიყვანაო.

- ნინის ძალიან ამსგავსებენ თამთას, თქვენც ამჩნევთ ამ მსგავსებას?

- თამთას იმდენად არ ჰგავს, რამდენადაც მე მამსგავსებენ. თვალის ფერი მართლაც ერთნაირი გვაქვს. ახლობლები მეუბნებიან, თამთა მამას ჰგავდა, ნინი კი შენ გგავსო.

- როგორ შეეგუეთ ერთმანეთს?

- როგორც კი შემოვიდა ნინი ჩვენს ოჯახში, ისე იქცეოდა, თითქოს აქ დაიბადა და გაიზარდა, არც გაუცხოება გვქონია.

- დედას გეძახით?

- არ გვითხოვია, აუცილებლად დედა ან მამა დაეძახა ჩვენთვის. როცა ნათესავები ეუბნებოდნენ, ხომ იცი, ლეილას და ავთოს დედა და მამა უნდა დაუძახოო, ვსაყვედურობდი, თუ გინდა, ბებო დამიძახოს-მეთქი. თავიდან, როცა ნინი ტელეფონს პასუხობდა და ეკითხებოდნენ, ვინ ხარო, ლეილას და ავთოს შვილი ვარო, - ამბობდა, მაგრამ ერთი კვირა ლეილა დეიდას მეძახდა. შემდეგ თავისუფლად და რაც მთავარია, ბუნებრივად დედა დამიძახა, ჩემს მეუღლეს კი - მამა. რომ იცოდეთ როგორი თბილი და მოსიყვარულე ბავშვია.

ნინის ზრუნვა სჭირდებოდა და ჩვენც სიამოვნებით ვიკისრეთ ეს: ხან თერაპევტთან წავიყვანეთ, ხანაც სტომატოლოგთან და ამან ძალიან დაგვაახლოვა. ავთოც ძალიან უყვარს ნინის. თამთას საფლავზე რომ მიდის, უნდა ნახოთ, რას აკეთებს. მე აღარ მაცდის თამთას საფლავზე კანდელის, სანთლის ანთებას, ყველაფერს თვითონ აკეთებს. ყვავილებს რწყავს, თამთას სურათს გადაწმენდს ხოლმე.

- თამთას გარდაცვალების შემდეგ მის ოთახში ნივთებისთვისაც კი არ შეგიცვლიათ ადგილი, ახლა იქ ნინი ცხოვრობს?

- ნინი თამთას ოთახში ცხოვრობს და მის საწოლზე წევს. სახლში და განსაკუთრებით მის ოთახში, თამთას ძალიან ბევრი ფოტო გვაქვს. ალბათ, ეს ნორმალური არ არის, მაგრამ რა ვქნა, ამას ვერ გადავეჩვიე. ნინის ვკითხე, ამდენი ფოტო ხომ არ გაშინებს-მეთქი და არაო, მიპასუხა. რამეს რომ აჩუქებენ, მივა და თამთას სურათთან დებს. ასე მგონია, რომ უყვარს თამთა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია