საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება ვერაფერს დაუთმობს მათ, ვინც ითხოვს გამოხატვის უფლების შეზღუდვას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით
ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება ვერაფერს დაუთმობს მათ, ვინც ითხოვს გამოხატვის უფლების შეზღუდვას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის მტკივ­ნე­უ­ლი გზა, - ასე­თი სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა euobserver-ი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სტა­ტი­ას.

უც­ლე­ლად გთა­ვა­ზობთ წე­რი­ლის თარ­გმანს, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"გა­სულ პა­რას­კევს მთე­ლი მსოფ­ლიო ადევ­ნებ­და თვალ-ყურს თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. ლგბტ აქ­ტი­ვის­ტე­ბის მცი­რე­რი­ცხო­ვან თავ­ყრი­ლო­ბას 20000-კა­ცი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბა და­უხ­ვდა, რის გა­მოც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ გა­ე­რი­დე­ბი­ნათ ისი­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის ად­გი­ლი­დან. გარ­და იმი­სა, რომ ამ ძა­ლა­დობ­რივ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ ცხად­ყო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს შო­რის არ­სე­ბობს, მან ისიც დაგ­ვა­ნა­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ცვლი­ლე­ბე­ბი. ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზა ყო­ველ­თვის უეკ­ლო არ არის, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ უღა­ლა­ტებს თა­ვის და­პი­რე­ბას და უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვას.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვარ 17 მა­ისს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო. ეს იყო უხამ­სო­ბა, რო­მე­ლიც არ შეშ­ვე­ნის შემ­წყნა­რებ­ლო­ბის ეროვ­ნულ და ქრის­ტი­ა­ნულ ტრა­დი­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ზო­გი­ერ­თი მო­ნა­წი­ლის მიერ ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას, პო­ლი­ცი­ელ­თა და ჟურ­ნა­ლის­ტთა წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ჩათ­ვლით, ვე­რა­ფე­რი გა­ა­მარ­თლებს. უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე პირი და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვის სა­მარ­თალ­ში მი­ცე­მის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. იყო სა­სუ­ლი­ე­რო პირი, – ეს არ არის ალი­ბი. და­ის­ჯე­ბა ყვე­ლა, ვინც ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, და­არ­ღვია კა­ნო­ნი, მო­უ­წო­და ძა­ლა­დო­ბი­სა­კენ ან მი­ი­ღო მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ ჩვენს ევ­რო­პელ მე­გობ­რებს ამ საქ­მე­ში მხარ­და­ჭე­რის­თვის, მათ შო­რის -- თო­მას ჰა­მარ­ბერგს (ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლურ მრჩე­ველს), რო­მე­ლიც იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში ვი­თა­რე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად და რე­კო­მენ­და­ცი­ებს უწევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ძალ-ღო­ნეს არ და­ვი­შუ­რებ იმი­სათ­ვის, რომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

მარ­თლაც, გა­სუ­ლი კვი­რის მოვ­ლე­ნე­ბი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბის ნი­შა­ნი, რა­მაც არა მხო­ლოდ აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, არა­მედ ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­მას­წა­ვე­ბე­ლიც გახ­და.

ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის წინ ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­კვე­ულ­მა წრე­ებ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს იმას, რომ მე ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მხარს ვუ­ჭერ­დი ყვე­ლა უმ­ცი­რე­სო­ბის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ჩათ­ვლით. თუმ­ცა, მე ისიც გან­ვა­ცხა­დე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნელ-ნელა შე­ეჩ­ვე­ვა ამ ახალ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლას თა­ნას­წო­რო­ბას გუ­ლის­ხმობს. ეს არ არის ქვეყ­ნის­თვის უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, ეს ქვე­ყა­ნა­ში ათე­უ­ლო­ბით წლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის შე­დე­გია, ეს იმის ნი­შა­ნია, რომ ქვე­ყა­ნა­ში მტკივ­ნე­უ­ლად მი­დის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვე­რა­ფერს და­უთ­მობს მათ, ვინც ითხოვს თა­ვი­სუ­ფა­ლი შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ამ უფ­ლე­ბას ანი­ჭებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს – გა­ნურ­ჩევ­ლად, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი თა­ნას­წო­რო­ბის დაც­ვა და დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვლავ გა­უ­წევს სრულ მხარ­და­ჭე­რას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა და რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა დის­კრი­მი­ნა­ცი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა. კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ჩვენ ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებთმი­სი მყი­სი­ე­რი და ეფექ­ტი­ა­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის.

ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­სულ კვი­რას გა­მარ­თუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი ადას­ტუ­რებს ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტი­ის არ­სე­ბო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში – ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ იმარ­თე­ბა არა რო­გორც პო­ლი­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო, არა­მედ რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვას. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში არ ყო­ფი­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ოპო­ზი­ცი­უ­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა ისე ხელ­შე­წყო­ბი­ლი, რო­გორც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და ეს ხდე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო და სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ კი­დევ უფრო უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ეს არ­ხე­ბი და უკე­თე­სად და­ვიც­ვათ ყვე­ლა უმ­ცი­რე­სო­ბის პო­ზი­ცია.

გარ­და ამი­სა, პო­ლი­ცი­ის როლი გა­დამ­წყვე­ტია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის საქ­მე­ში. სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ია­მა­ყოს თა­ვი­სი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გამ­ბე­და­ო­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და იმ ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც მათ გა­მო­ამ­ჟღავ­ნეს 17 მა­ისს უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბულ და მათ მი­მართ აშ­კა­რად მტრულ ვი­თა­რე­ბა­ში. ათა­სო­ბით მძვინ­ვა­რე დე­მონ­სტრან­ტის გა­რე­მოც­ვა­ში, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც ბევ­რად აღე­მა­ტე­ბო­და პო­ლი­ცი­ელ­თა რი­ცხვს, მათ მი­ი­ღეს ლგტბ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი აქ­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა ევა­კუ­ა­ცი­ის გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამით თა­ვი­დან იქნა აცი­ლე­ბუ­ლი გა­ცი­ლე­ბით მეტი ზი­ა­ნი.

დე­მოკ­რა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს აღარ არის ფა­სა­დუ­რი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა აირ­ჩი­ეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რად­გან მათ ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის დამ­კვიდ­რე­ბა სურთ. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად კი სა­ჭი­როა ბევ­რი რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც არც ისე იოლი იქ­ნე­ბა და, შე­იძ­ლე­ბა, არც -პო­პუ­ლა­რუ­ლი. მაგ­რამ მჯე­რა, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გვქონ­დეს ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და მრჩევ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის საქ­მე­ში და, რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ყო­ველ­თვის ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბი­ან".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება ვერაფერს დაუთმობს მათ, ვინც ითხოვს გამოხატვის უფლების შეზღუდვას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით

ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება ვერაფერს დაუთმობს მათ, ვინც ითხოვს გამოხატვის უფლების შეზღუდვას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით

ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში და დემოკრატიული რეფორმების მტკივნეული გზა, - ასეთი სათაურით აქვეყნებს გამოცემა euobserver-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სტატიას.

უცლელად გთავაზობთ წერილის თარგმანს, რომელიც პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"გასულ პარასკევს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალ-ყურს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ლგბტ აქტივისტების მცირერიცხოვან თავყრილობას 20000-კაციანი საპროტესტო მსვლელობა დაუხვდა, რის გამოც სამართალდამცავები იძულებული გახდნენ გაერიდებინათ ისინი დაპირისპირების ადგილიდან. გარდა იმისა, რომ ამ ძალადობრივმა დაპირისპირებამ ცხადყო წინააღმდეგობა, რომელიც საქართველოს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის არსებობს, მან ისიც დაგვანახა, რომ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ცვლილებები. ქვეყნის განვითარების გზა ყოველთვის უეკლო არ არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ უღალატებს თავის დაპირებას და უზრუნველყოფს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვას.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შეძრწუნებული ვარ 17 მაისს მომხდარი მოვლენების გამო. ეს იყო უხამსობა, რომელიც არ შეშვენის შემწყნარებლობის ეროვნულ და ქრისტიანულ ტრადიციებს საქართველოში. დემონსტრაციების ზოგიერთი მონაწილის მიერ ჩადენილ ძალადობას, პოლიციელთა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ჩათვლით, ვერაფერი გაამართლებს. უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი და მიმდინარეობს გამოძიება ყველა დამნაშავის სამართალში მიცემის უზრუნველსაყოფად. იყო სასულიერო პირი, – ეს არ არის ალიბი. დაისჯება ყველა, ვინც ჩაიდინა დანაშაული, დაარღვია კანონი, მოუწოდა ძალადობისაკენ ან მიიღო მასში მონაწილეობა.

მადლობას მოვახსენებ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამ საქმეში მხარდაჭერისთვის, მათ შორის -- თომას ჰამარბერგს (ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველს), რომელიც იმყოფება საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში ვითარების შესაფასებლად და რეკომენდაციებს უწევს ხელისუფლებას მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ განვახორციელოთ აუცილებელი რეფორმები ევროკავშირისა და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.

მართლაც, გასული კვირის მოვლენები იყო საქართველოში მიმდინარე ცვლილებების ნიშანი, რამაც არა მხოლოდ აღშფოთება გამოიწვია, არამედ ახალი საქართველოს მომასწავებელიც გახდა.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეულმა წრეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს იმას, რომ მე ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერდი ყველა უმცირესობის თანასწორუფლებიანობას, სექსუალური უმცირესობების ჩათვლით. თუმცა, მე ისიც განვაცხადე, რომ საზოგადოება ნელ-ნელა შეეჩვევა ამ ახალ რეალობას, რომელიც ყველას თანასწორობას გულისხმობს. ეს არ არის ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს ქვეყანაში ათეულობით წლების პოლიტიკური რეპრესიების შედეგია, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში მტკივნეულად მიდის დემოკრატიული რეფორმები.

საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს დაუთმობს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. საქართველოს კონსტიტუცია ამ უფლებას ანიჭებს საქართველოს ყველა მოქალაქეს – განურჩევლად, ხოლო ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თანასწორობის დაცვა და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. ხელისუფლება კვლავ გაუწევს სრულ მხარდაჭერას საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მზადდება და რომლის მიზანიცაა დისკრიმინაციასთან გამკლავება. კანონის მიღების შემთხვევაში კი, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთმისი მყისიერი და ეფექტიანი განხორციელებისათვის.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას გამართული დემონსტრაციები ადასტურებს ახალგაზრდა დემოკრატიის არსებობას საქართველოში – ქვეყანაში, რომელიც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ იმართება არა როგორც პოლიციური სახელმწიფო, არამედ როგორც სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვისა და შეკრების უფლებათა დაცვას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური აზრის გამოხატვა ისე ხელშეწყობილი, როგორც ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ეს ხდება საპარლამენტო და სამთავრობო არხებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ეს არხები და უკეთესად დავიცვათ ყველა უმცირესობის პოზიცია.

გარდა ამისა, პოლიციის როლი გადამწყვეტია საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვის საქმეში. საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი პოლიციელების გამბედაობით, პროფესიონალიზმითა და იმ ჯანსაღი დამოკიდებულებით, რომელიც მათ გამოამჟღავნეს 17 მაისს უკიდურესად დაძაბულ და მათ მიმართ აშკარად მტრულ ვითარებაში. ათასობით მძვინვარე დემონსტრანტის გარემოცვაში, რომელთა რაოდენობაც ბევრად აღემატებოდა პოლიციელთა რიცხვს, მათ მიიღეს ლგტბ საზოგადოების მცირერიცხოვანი აქციის მხარდამჭერთა ევაკუაციის გონივრული გადაწყვეტილება და ამით თავიდან იქნა აცილებული გაცილებით მეტი ზიანი.

დემოკრატია საქართველოში დღეს აღარ არის ფასადური. საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს ჩვენი ხელისუფლება, რადგან მათ ნამდვილი დემოკრატიის დამკვიდრება სურთ. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა ბევრი რეფორმის განხორციელება, რაც არც ისე იოლი იქნება და, შეიძლება, არც -პოპულარული. მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და მრჩევლების მხარდაჭერის იმედი ამ ცვლილებების განხორციელების საქმეში და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოველთვის ევროპული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის ერთგული იქნებიან".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა